ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

წითელი პარასკევი რეალურ დროში

by ნინო ხუროშვილი 17 აპრილი, 2020
17 აპრილი, 2020 486 ნახვა

ვნების კვირის მოვლენები ნამდვილად მოხდა.

რამდენიმე წლის წინ დავიწყე წიგნის წერა და მთლიანად ჩავეფალი ამ საქმეში. წიგნში გაერთიანებული უნდა ყოფილიყო ოთხივე სახარების მონათხრობი ქრისტეს ცხოვრების, სიკვდილისა და აღდგომის შესახებ. ბევრი დავწერე ბზობის კვირასა და აღდგომის კვირას შორის არსებული დროის შესახებ. მაშინაც მძაფრად ვგრძნობდი და ახლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე ის, თუ რაოდენ ბევრია დაწერილი წმიდა წერილში ამ რვადღიანი მონაკვეთის შესახებ. ბიბლიაში ამის გარდა სხვას მსგავსს ვერაფერს ნახავთ, რომ დროის ასეთ მცირე მონაკვეთს ეძღვნებოდეს ამდენი სიტყვა.

წმინდა წერილი იმისათვის მოგვეცა, რომ ღმერთი გაგვიცხადოს. გამოვიკვლიე წითელი პარასკევის დეტალები იმისათვის, რომ თანმიმდევრობით დამეწყო ამ წმიდა და ამავდროულად საშინელი დღის მოვლენები. სხვა სწავლულთა ქრონოლოგია მცირეოდენ განსხვავდება ჩემი ქრონოლოგიისგან, რაც გარდაუვალია მაშინ, როცა ვცდილობთ იმ ეპოქის გარკვეული დროის მონაკვეთის აღდგენას, რომელი ეპოქაშიც ასე სკრუპულოზურად და წუთობრივად დროს არავინ ადევნებდა თვალყურს ისე, როგორც ეს დღეს ხდება. მიუხედავად ამისა, ძალიან მახარებს ეს განსხვავებები, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს რეალურ მოვლენასთან, რომელიც მოხდა მხოლოდ ისე, როგორც სინამდვილეში მოხდა.

აი, იმ მოვლენების ჩამონათვალი, რომლებიც წითელ პარასკევს მოხდა. მოცემული წმინდა წერილის შესაბამისი მუხლებიც. მითითებული დრო მიახლოებითია.

4:00-6:00 სთ

იესო მღვდელმთავრების ანასა და კაიაფას სამსჯავროზე.

(მათე 26:57-68; მარკოზი 14:53-65; ლუკა 22:66-70; იოანე 18:12-28).

6:00-8:00 სთ

იესო პილატესა და ჰეროდეს სამსჯავროს წინაშე. იესო წარდგება პილატეს წინაშე, შემდეგ პილატე მას ჰეროდესთან გზავნის, რომელიც, თავის მხრივ, კვლავ პილატესთან აბრუნებს იესოს, სადაც მას ჯვარცმით სიკვდილს მიუსჯიან საბოლოოდ.(მათე 27:1-26; მარკოზი 15:1-15; ლუკა 23:1-25; იოანე 18:28—19:16).

8:00-8:30 სთ

იესო გოლგოთამდე ზიდავს თავის ჯვარს სვიმონ კვირინელის დახმარებით.

(მათე 27:27-32; მარკოზი 15:16-22; ლუკა 23:26-33; იოანე 19:16-17).

9:00 საათი (ჯვარცმა)

იესო ჯვარცმულია: „მესამე საათი იყო, როცა ჯვარს აცვეს იგი.“ (მარკოზი 15:25). ებრაელი ხალხისათვის დღის პირველი საათი იყო დილით 6 საათი.

(მათე 27:35; ლუკა 23:33; იოანე 19:18-22).

9:00-9:30 სთ.

ჯარისკაცები იყოფენ იესოს კვართს. ის ლოცულობს მათთვის.

(მათე 27:35; მარკოზი 15:24; ლუკა 23:24; იოანე 19:23-24).

9:30-11:00 სთ.

ჯარისკაცები უყურებენ ჯვარცმულ იესოს და დასცინიან: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია.“

(მათე 27:36-43; მარკოზი 15:29-32; ლუკა 23:35-38).

11:00-12.00 სთ.  

ჯვარცმული იესო ელაპარაკება ავაზაკებს, რომლებიც მის მარჯვნივ და მარცხნივ არიან გაკრულნი ჯვარზე. მომნანიე ავაზაკი სთხოვს იესოს, გაიხსენოს იგი თავის სასუფეველში და იესოც ჰპირდება: „დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.“ იესო თავის დედასაც მიმართავს: „ქალო, აჰა, შენი ძე…“ მერე იოანეს უთხრა: „აჰა, დედა შენი!“

(მათე 27:38-44; ლუკა 23:39-43; იოანე 19:25-27).

12.00 სთ.

სამსაათიანი წყვდიადი წვება მიწაზე: „მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა.“

(მათე 27:45; მარკოზი 15:33)

12.00-3.00 სთ.

მიწისძვრა. ტაძრის ფარდა იხევა. იესოს სწყურია.

(მათე 27:51-54; მარკოზი 15:38; ლუკა 23:45; მათე 27:46-50; მარკოზი 15:33-37; ლუკა 23:35-38; იოანე 19:29).

3:00 სთ.

იესო კვდება: „მეცხრე საათი იქნებოდა, როდესაც შესძახა იესომ დიდი ხმით: ‘ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?’“ იესო ამბობს: „აღსრულდა!“ და სულს განუტევებს.

(მათე 27:46; მარკოზი 15:34-39; ლუკა 23:46; იოანე 19:30).

ამის შემდეგ, დაღამებამდე, ჯარისკაცებმა მახვილი აძგერეს იესოს ფერდში, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მკვდარი იყო. მხოლოდ ამის მერე მისცეს უფლება იოსებ არიმათიელს იესოს სხეულის წაღებისა და დაკრძალვისა ახლომდებარე სამარხში.

ჯარისკაცებმა სამარხს დიდი ლოდი მიაგორეს.

ყველას ეგონა, რომ იესო სამარხში დარჩებოდა, რადგან, ჩვეულებისამებრ, ასე ხდება სამარხში დაკრძალული მკვდარი ადამიანის შემთხვევაში.

მაგრამ ის აღსდგა…


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები