ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ციტატები

ბიბლიური ციტატები ბედნიერებაზე

by ნატალია ჩიქოვანი 5 იანვარი, 2021
5 იანვარი, 2021 465 ნახვა

ბედნიერების ძიება ქარის დევნას ჰგავს, ყოველი ჩვენგანი ცნობიერად თუ არაცნობიერად მივილტვით მისკენ და მიზნების ნუსხაში უამრავი მისაღწევი რამ იყრის თავს, ბედნიერებისთვის რომ გვჭირდება. მერე ვხვდებით, რომ ეს საკმარისი არ არის და კვლავ რაღაც აღმატებულს ვეძებთ…

ბიბლია ამბობს, რომ „დიდი შენაძენია ღვთისმოსაობა და კმაყოფილება.“ ბედნიერების სრულყოფილი შეგრძნება მოიცავს არა მარტო სიხარულს, არამედ კმაყოფილების განცდასაც, იმის დაფასებას, რაც გვაქვს. ბიბლია ლაპარაკობს სიხარულზე, რომელსაც იძლევა ღმერთი, კმაყოფილებასა და მშვიდობაზე, რომელსაც ქმნის არა გარემო ფაქტორები და სიტუაციები, არამედ შინაგანი მდგომარეობა. უფალი გვპირდება მშვიდ ნავსაყუდელს მაშინაც, როცა გარშემო ყველაფერი ინგრევა, როცა ქარიშხლები და მდინარეები მძვინვარებენ ჩვენს ცხოვრებაში, ის მოგვცემს თავის მშვიდობას და იქნება ჩვენი თავშესაფარი.

თუ ბედნიერება მხოლოდ იდეფიქსი გგონიათ, „აიღეთ ღვთის სიტყვა და გაიხარეთ უფალში ახლა და ამ წამს, იგავებში ვკითხულობთ: „მოიშორეთ ჭმუნვის საბურველი და შეიმოსეთ ქება-დიდების შარავანდედით…“ იხარეთ იმ აღთქმებით, რაც ქრისტეში მოგვეცა და გწამდეთ, მთელი გულით გწამდეთ, რომ იხილავთ მათ აღსრულებას თქვენს ცხოვრებაში. გაიხარეთ დახსნილი ადამიანების გამო; გაიღიმეთ, თუ რთული დრო გიდგათ, რადგან იცით, რომ არის იმედი; რომ არ ვართ მიტოვებულნი და დაობლებულნი. ღმერთი თავისი აღთქმების უკან დგას, იგი არარსს უწოდებს არსს…

მოსემ რწმენით თქვა უარი ეგვიპტის საგანძურებზე, რადგან ხედავდა აღთქმულს. თქვენც გაიხარეთ, რადგან ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულებს, რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და ადამიანს გულზე ფიქრად არ მოსვლია. გახსოვდეთ, რომ ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი მარადიულად…

სიხარულით ვიხარებ უფალში, მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან ჩამაცვა მე ხსნის ტანსაცმელი, სიმართლის სამოსლით შემმოსა მე, როგორც ნეფე იდგამს ჯიღას და როგორც სასძლო ირთვება თავისი სამკაულებით.

ესაია 61:10

აჰა, ღმერთია ჩემი მხსნელი! მას მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან უფალია ჩემი ძლიერება, ის არის ჩემი ძალა! ის არის ჩემი მხსნელი. და თქვენ სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან.

ესაია 12:2-3

თქვენც დამწუხრებულნი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ.

იოანეს 16:22

თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანონ, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი, მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას. უფალი ღმერთია ჩემი ძალა. ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს.

აბაკუმი 3:17 – 19

ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ჩემმა სულმა; ჩემი ხორციც მოისვენებს იმედიანად. რადგან შენ არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას.

ფსალმუნი 15:9-10

ამავე კატეგორიის

ალექსანდრე მაკლარენი – ციტატები

25 თებერვალი, 2023

დევიდ ჰეთევეი – ციტატები

2 ნოემბერი, 2022

მარტინ ლუთერ კინგის ციტატები მშვიდობის, თავისუფლებისა და სიყვარულის...

7 მარტი, 2022

ცნობილ ქრისტიანთა ციტატები იესო ქრისტეს შობის შესახებ

30 დეკემბერი, 2021

ხელახლა შობა – ციტატები

13 ოქტომბერი, 2021

იმედი (ციტატები)

4 ოქტომბერი, 2021

დევიდ იონგი ჩოს გამონათქვამები რწმენის შესახებ

15 სექტემბერი, 2021

ცნობილ ქრისტიანთა გამონათქვამები მონანიებაზე

15 სექტემბერი, 2021

ციტატები რწმენის შესახებ

6 სექტემბერი, 2021

ცნობილ ქრისტიანთა გამონათქვამები ლოცვის შესახებ

12 აგვისტო, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები