ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ციტატები

ბიბლიური ციტატები პატიებასა და წყალობაზე

by ნატალია ჩიქოვანი 12 იანვარი, 2021
12 იანვარი, 2021 3.8K ნახვა

მთელი ცხოვრება ვიღვწით, ვშრომობთ და ვაშენებთ ღირსეულ წარმოდგენებს საკუთარ თავზე, ვუფრთხილდებით რეპუტაციას და სწორად სიარულს ვცდილობთ, თუმცა ერთ დღესაც, შესაძლოა, ჩვენმა პრინციპებმა და შეკოწიწებულმა ღირებულებებმა მარცხი განიცადოს, ეს მტკივნეულია და ზოგჯერ იმდენად, რომ ადამიანებს ცხოვრების გაგრძელება უჭირთ, საკუთარ თავს ვერ პატიობენ და წარსულსა და მომავალს შორის გაჩერებულები აწმყოსაც კარგავენ.

ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველა ადამიანი დგება პატიების საჭიროების წინაშე, აბსოლუტურად ყველა, რადგან ადამის მოდგმა ვართ. თუ ახლა თვითგვემაში ცხოვრობ, თუ ეჭვი გეპარება, გაპატია ღმერთმა თუ არა, თუ წარმოსახვით სასწორზე საკუთარ და სხვათა ცოდვების სიმძიმეს წონი… თუ იუდასავით სიმშვიდე ვერ გიპოვია… უბრალოდ დააგდე ხელიდან „სასწორი“, კარი მიუხურე ეჭვებს და გაიხსენე, რომ ის ღმერთი გყავს, რომელზეც დავითი წერდა: „უკუნისამდეა წყალობა მისი!“ მიჰბაძე პეტრეს, რომელმაც ისევე უარყო იესო, როგორც იუდამ, მაგრამ მას უფლის მიტევებაში ეჭვი არ შეუტანია. თუ იმაზე ფიქრობ, იმსახურებ თუ არა პატიებას, მაშინ იცოდე, რომ ამას ვერც ვერასდროს დაიმსახურებ, რადგან პატიება მის წყალობაზეა დამოკიდებული და არა ჩვენს დამსახურებაზე, ის კი ნამდვილად „უკუნისამდე მწყალობელია.“ მიჰბაძე დავითს, რომელზეც უფალი ამბობს: „ჩემი გულის სანდომი კაცია ეს!“ იყავი წრფელი მონანიებისას და რწმენით აღსავსე მისი წყალობისადმი. გახსოვდეს, რომ ვისაც ბევრი ეპატია, უფრო მეტადაც უყვარს. აიღე უფლის სიტყვა და გამართე დაშვებული მკლავები, რადგან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი და მას ჩვენი ცხოვრების შეცვლის უნარი შესწევს.

წყალობითა და პატიებით განიწმინდება ცოდვა და უფლის შიშით განუდგება კაცი სიავეს.

იგავები 16:6

მე, მე ვარ ის, ვინც დანაშაულს ჩამოგბანს ჩემივე გულისთვის და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ. გამახსენე და ერთად განვსაჯოთ; შენ მოჰყევი, რათა გამართლდე.

ესაია 43:25-26

რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით.

ეფესელთა 1:7

ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ.

ებრაელთა 10:17

ვინ არის შენი მსგავსი ღმერთი, დანაშაულს რომ პატიობს და აღარ უხსენებს ცოდვას თავისი სამკვიდროს ნატამალს? სამუდამოდ არ მრისხანებს იგი, რადგან სიკეთის მოყვარულია. კვლავ შეგვიბრალებს და ფეხქვეშ გათელავს ჩვენს დანაშაულს; ზღვის სიღრმეებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას.

მიქა 7:18-19

რადგან მიმატოვა ჩემმა დედ-მამამ; მაგრამ უფალი მიმიღებს მე.

ფსალმუნი 26:10

გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთია შენთან; არ მოგშორდება და არ მიგატოვებს.

მეორე რჯული 31:6

ამავე კატეგორიის

ბილი გრემი – ციტატები

1 აგვისტო, 2024

ენდრიუ ფულერი – ციტატები

18 ივლისი, 2023

ტიმ კელერის ციტატები

31 მაისი, 2023

ალექსანდრე მაკლარენის ციტატები

25 თებერვალი, 2023

დევიდ ჰეთევეის ციტატები

2 ნოემბერი, 2022

მარტინ ლუთერ კინგის ციტატები მშვიდობის, თავისუფლებისა და სიყვარულის...

7 მარტი, 2022

ცნობილ ქრისტიანთა ციტატები იესო ქრისტეს შობის შესახებ

30 დეკემბერი, 2021

ხელახლა შობა – ციტატები

13 ოქტომბერი, 2021

იმედი (ციტატები)

4 ოქტომბერი, 2021

დევიდ იონგი ჩოს გამონათქვამები რწმენის შესახებ

15 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

    16 მარტი, 2022
  • 2

    როგორ გარდაიცვალნენ მოციქულები?

    27 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

    13 ივნისი, 2025
  • 4

    „ყველა ადამიანი არამზადა როდია“ – იანუშ კორჩაკი

    7 იანვარი, 2021
  • 5

    სერ თომას მორი

    8 ოქტომბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები