ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ციტატები

ბიბლიური ციტატები – როგორ დავძლიოთ დეპრესია?

by ნატალია ჩიქოვანი 10 ნოემბერი, 2020
10 ნოემბერი, 2020 4.2K ნახვა

ალბათ, ხშირად მოგიწყენიათ წვიმიან ამინდში, გიტირიათ მელოდრამაზე და განგიცდიათ გამოცდაზე “ჩაჭრა”, მაგრამ ზოგჯერ გუნება–განწყობილების დაქვეითება დროში ხანგრძლივდება და დაუსრულებელი, სულიერი ტანჯვის სახეს იღებს.

ცხოვრების სწრაფი ტემპი, რუტინა და ერთფეროვნება ზოგჯერ იმდენად გვღლის, რომ გვეჩვენება, თითქოს წრეზე დავდივართ; ვცდილობთ, ჩავწვდეთ მთელი ამ წრეზე სიარულის აზრს და უაზრობად გვეჩვენება ეს დამღლელი რბოლა. დეპრესიის დროს გვიჩნდება უსაშველობის, გამოსავლის არარსებობის განცდა. გვგონია, რომ ცხოვრება დამთავრდა და თითქოს გარშემო აზრს კარგავს ყველაფერი. ზოგჯერ იმდენად მტკივნეულია ეს უიმედობისა და სასოწარკვეთის განცდა, რომ ინტერესს ვკარგავთ ყველაფრის მიმართ, მცირე დაბრკოლებაც კი უსაშველოდ გვაღიზიანებს და ძალაგამოცლილნი, გამოფიტულნი ვფიქრობთ, რომ არანაირი სარგებელი არ გაგვაჩნია და შესაბამისად, ჩვენს ცხოვრებას აზრიც აღარ აქვს…

თუ ახლა საკუთარ ცხოვრებას ჩაჰკირკიტებ და მისი გაგრძელებისთვის მიზეზს და ძალას ეძებ, უბრალოდ აიღე ბიბლია ხელში და მიიღე პასუხი, რადგან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი. მას შენი ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლის ძალა შესწევს. მიდი ღმერთთან და მოიხსენი მძიმე ტვირთი, არ არსებობს ცრემლიან ლოცვაზე დიდი თერაპია ამქვეყნად. მიანდე შენი საზრუნავი უფალს და ის იზრუნებს შენზე. (1 პეტრე 5:7). ღმერთი თავისი სიტყვების უკან დგას, ის ამბობს და აკეთებს, მიენდე მის აღთქმებს და იპოვე სიმშვიდე ღვთის სიყვარულში.

მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

მათეს 11:28

მტკიცედ ვესავდი უფალს, ყური მომაპყრო და მოისმინა ჩემი ვედრება, და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფერხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები, და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა – განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეეშინდება უფლისა, და მიენდობა მას.

ფსალმუნი 39:1-3

განმკურნე მე, უფალო და განვიკურნები, დამიხსენი და დახსნილი ვიქნები, რადგან შენა ხარ ჩემი საქებარი.

იერემია 17:14

შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე.

ფსალმუნი 29:11

რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.

ფსალმუნი 41:5

გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ წვიმები შემოდგომისა.

ფსალმუნი 83:6

ნუ გეშინია, რადგან მე შენთან ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.

ესაია 41:10

ამავე კატეგორიის

ალექსანდრე მაკლარენი – ციტატები

25 თებერვალი, 2023

დევიდ ჰეთევეი – ციტატები

2 ნოემბერი, 2022

მარტინ ლუთერ კინგის ციტატები მშვიდობის, თავისუფლებისა და სიყვარულის...

7 მარტი, 2022

ცნობილ ქრისტიანთა ციტატები იესო ქრისტეს შობის შესახებ

30 დეკემბერი, 2021

ხელახლა შობა – ციტატები

13 ოქტომბერი, 2021

იმედი (ციტატები)

4 ოქტომბერი, 2021

დევიდ იონგი ჩოს გამონათქვამები რწმენის შესახებ

15 სექტემბერი, 2021

ცნობილ ქრისტიანთა გამონათქვამები მონანიებაზე

15 სექტემბერი, 2021

ციტატები რწმენის შესახებ

6 სექტემბერი, 2021

ცნობილ ქრისტიანთა გამონათქვამები ლოცვის შესახებ

12 აგვისტო, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    თაყვანისცემის მნიშვნელობა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    სწორად აზროვნებას ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია

    24 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები