ხანდახან გრძნობ, რომ შეუვალი, უხილავი კედლის წინ დგახარ და საკუთარი ძალებით ვერაფერს გააწყობ, ამ დროს უსუსურობის განცდა გეუფლება და არცთუ იშვიათად ფარ–ხმალს ყრი. თუ ახლა ძალაგამოლეული სადმე კუთხეში ზიხარ და არ იცი, რა გააკეთო, აიღე ბიბლია და მიიღე ძალა, რადგან არის ძალა უფლის სიტყვაში! არის ძალა უძლურებაში!
გახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი, ის არა მხოლოდ გვმოძღვრავს, არამედ ძირეულად ცვლის ჩვენს ცხოვრებას და ავსებს მას ძალით.
აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს.
ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში.
და მითხრა: ‘გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.’
უფალი ღმერთია ჩემი ძალა. ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს.
ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, და ის იქნება ჩემი მშველელი.