ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ციტატები

ბილი გრემის ათი გამონათქვამი აღდგომის შესახებ

by ნინო ხუროშვილი 27 იანვარი, 2021
27 იანვარი, 2021 1.2K ნახვა

ბილი გრემს ძალიან ბევრი უთქვამს ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის შესახებ თავისი მრავალწლიანი მსახურების განმავლობაში. ამ ორ მოვლენას ის „კაცობრიობის ისტორიაში ორ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას“ უწოდებს. აი, ზოგიერთი მათგანი მისი ციტატებიდან:

აღდგომის გარეშე ჯვარს არავითარი აზრი არ აქვს.

ჯვარი გვიჩვენებს იმას, თუ რაოდენ სერიოზულია ჩვენი ცოდვა და ამავდროულად, გვიჩვენებს იმასაც, რაოდენ განუსაზღვრელი სიყვარული აქვს ღმერთს.

ღმერთმა თავისი სიყვარული ჯვარზე დაამტკიცა მაშინ, როცა ქრისტე ჯვარცმული იყო და სისხლი სდიოდა, ამით ღმერთი მთელ კაცობრიობას ეუბნებოდა: ‘მე შენ მიყვარხარ’.

რატომ იქცა ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოდ? იმიტომ, რომ ჯვარზე გამოგვისყიდა იესომ და მოგვცა სიმართლე, რომელსაც ჩვენ საკუთარი ძალისხმევით ვერ მოვიპოვებდით.

ღმერთმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დრამატული გადარჩენის ოპერაცია განახორციელა. მან განიზრახა, თვითგანადგურებისგან გადაერჩინა ადამიანთა მოდგმა და ამისათვის მან თავისი ძე, იესო ქრისტე, წარმოგზავნა მათ სახსნელად და გამოსასყიდად. ადამიანის გამოსყიდვის საქმე აღსრულდა ჯვარზე.

ცოდვისმიერი სირცხვილისა და სიძულვილის შედევრი იქცა ღმერთისმიერი წყალობისა და პატიების შედევრად. ქრისტეს სიკვდილის მეშვეობით თავად ცოდვა იქნა ჯვარცმული მათთვის, ვისაც ქრისტე სწამს.

იესო რომ არ აღმდგარიყო მკვდრეთით, არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ განადიდებდა ისეთ საზიზღარ რაიმეს, როგორიცაა ჯვარი, შესვრილი, იესოს სისხლით… გაუხსნელი სამარხი ვერასოდეს შეძლებდა ზეცის გახსნას.

ქრისტეს აღდგომამ მწუხარების შუაღამე ხელახლა შეხვედრის განთიადად აქცია. მან იმედგაცრუების შუაღამე სიხარულის განთიადით შეცვალა; შიშის შუაღამე კი მშვიდობის განთიადად გარდაქმნა.

ქრისტეს აღდგომამდე სულიწმიდა ცალკეულ ადამიანებზე გადმოდიოდა, რომლებსაც გარკვეულ დავალებათა შესრულება ეკისრებოდათ. ახლა კი, აღდგომის შემდგომ, ქრისტე, სულიწმიდის მეშვეობით, მკვიდრობს ყოველი მორწმუნის გულში, რათა მოგვანიჭოს ზებუნებრივი ძალა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

აღდგომის ძალამ სძლია სიკვდილის ‘უძლეველობას’ და გახსნა ახალი სიცოცხლისაკენ მიმავალი გზა.


ამავე კატეგორიის

ბილი გრემი – ციტატები

1 აგვისტო, 2024

ენდრიუ ფულერი – ციტატები

18 ივლისი, 2023

ტიმ კელერის ციტატები

31 მაისი, 2023

ალექსანდრე მაკლარენის ციტატები

25 თებერვალი, 2023

დევიდ ჰეთევეის ციტატები

2 ნოემბერი, 2022

მარტინ ლუთერ კინგის ციტატები მშვიდობის, თავისუფლებისა და სიყვარულის...

7 მარტი, 2022

ცნობილ ქრისტიანთა ციტატები იესო ქრისტეს შობის შესახებ

30 დეკემბერი, 2021

ხელახლა შობა – ციტატები

13 ოქტომბერი, 2021

იმედი (ციტატები)

4 ოქტომბერი, 2021

დევიდ იონგი ჩოს გამონათქვამები რწმენის შესახებ

15 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები