„ყოველივე, რაც ღმერთს ჰქონდა იესოში, ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობად.“
„ფიზიკური სიკვდილი როდია აუცილებელი იმისათვის, რომ მემკვიდრეობად მივიღოთ ყოველივე, რაც ქრისტეშია, არამედ ჩვენ უნდა მოვუკვდეთ ცოდვას და ხელახლა ვიშვათ ცათა სასუფევლისათვის.“
„ეკლესია ცივი და მკვდარი კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა გიზგიზებდეს!“
„ჩემი დიდება ჩემს საქმეებში როდია, არამედ ჩემი დიდება ქრისტეშია!“
„ჩემი მსახურება ისაა, რომ დავემორჩილო ღმერთის ნათქვამს.“
„მთელი ცხოვრება მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ ვყოფილიყავი ღმერთის მორჩილი – მომესმინა მოწოდება და შემესრულებინა იგი.“
„უდიდესი ცოდვა ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, ღვთის გეგმისადმი დაუმორჩილებლობაა.“
„როგორ ვეძებთ ღმერთს? მეფე დავითი წერდა: ‘ღმერთო, შენ ხარ ჩემი ღმერთი; ცისკრის ჟამიდან გეძებ, მოსწყურდი ჩემს სულს, შენზე ნაღვლობს ჩემი ხორცი უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.’ მეფსალმუნემ იცოდა, როგორ ეძებნა ღმერთი. ასე ვეძებდი მეც უფალს, როცა სიმსივნე მქონდა, როცა ციხეში ვიყავი.“
„და თუკი ღმერთს წარსულში შეეძლო სასწაულების მოხდენა, რატომ არ უნდა გვწამდეს, რომ დღესაც მოახდენს?“
„რწმენა იყო ყოველთვის ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა!“