მაქს ლუკადო ცნობილი მქადაგებელი და ასამდე წიგნის თუ უამრავი მოთხრობის ავტორია. ის „წლის ხუცესად“ დაასახელა ამერიკულმა ჟურნალმა Christian Today, ხოლო ჟურნალმა Reader’s Digest მას „ამერიკის საუკეთესო მქადაგებელი“ უწოდა 2005 წელს.
იგივე ხელი, რომელმაც დაამშვიდა ზღვაზე ქარიშხალი, ამშვიდებს შენი დანაშაულის გრძნობას. იგივე ხელი, რომელმაც განწმინდა ტაძარი, წმენდს შენს გულს. ეს ხელი ღვთის ხელია. ეს ლურსმანი ღვთის ხელში ჩარჭობილი ლურსმანია. და მაშინ, როცა იესომ ხელები გაშალა ჯვარზე მისალურსმად, ზეცის კარი გაიღო შენთვის.

თუკი სიამაყე წინ უძღვის დაცემას, სირცხვილია ის, რაც ხელს გიშლით ადგომაში დაცემის შემდეგ.
წარმოგიდგენიათ ცხოვრება შიშის გარეშე? რა იქნებოდა, რომ შიში კი არა, არამედ რწმენა იყოს ჩვენი საპასუხო რეაქცია ყოველგვარ საფრთხეზე?
ღმერთს უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ, მაგრამ მას არ სურს, რომ დაგტოვოს ისეთად, როგორიც ხარ. მას სურს, რომ იესოს დაემსგავსო.
აუცილებელი არ არის, რომ წარსული იყოს შენი ციხე. შენ გეთქმის სიტყვა შენივე ცხოვრებაში. შენ შეგიძლია, თავად აირჩიო გზა.
ღმერთს ისე ვუყვარვართ, თითქოს თითოეული ჩვენგანი ერთადერთი ადამიანი იყოს დედამიწაზე.
მიუტევე და გაეცი ისე, თითქოს ეს შენი უკანასკნელი შესაძლებლობა იყოს. გიყვარდეს ისე, თითქოს ხვალინდელი დღე აღარ გათენდება და თუ გათენდება, ისევ გიყვარდეს.
მაშინ, როცა მადლი შემოდის, დანაშაული გადის.
გამოკვებე შენი შიში და შენი რწმენა შიმშილით მოკვდება. გამოკვებე შენი რწმენა და შენი ყოველი შიში გაქრება.
იმისათვის, რომ ორკესტრს უდირიჟორო, ბრბოს უნდა შეაქციო ზურგი.