ლეონარდ რევენჰილი 1907 წელს დაიბადა იორკშირში, ინგლისში, განათლება მიიღო კოლეჯ კლიფში და განვითარდა სამუელ შედვიკის მსახურების ქვეშ. ის იყო ეკლესიის ისტორიის სტუდენტი, განსაკუთრებით აინტერესებდა ქრისტიანული განახლების საკითხი. მისმა ევანგელურმა შეხვედრებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მიიზიდა უამრავი ადამიანი. ბევრმა ადამიანმა მიუძღვნა თავი ქრისტიანულ მსახურებას და უცხოურ მისიებს. იგი 1994 წელს გარდაიცვალა.
მათ შორის, ვისზეც ზეგავლენა მოახდინა რევენჰილის ქადაგებებმა, არიან: რეი კომფირთი, რავი ზაქარიასი, ტომი ტენი, სტივ ჰილი, ჩარლზ სტენლი, ბილ გოთარდი, პოლ ვოშერი და დევიდ ვილკერსონი.
არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია: ცოდვებში მკვდარნი და ცოდვისთვის მკვდარნი.
არსებობს განსხვავება აზრის შეცვლასა და ცხოვრების წესის შეცვლას შორის.
მახარებლობის ნებისმიერი საშუალება გამოიღებს ნაყოფს, თუ ის ღმერთისგანაა.
ჩვენი ხასიათი კონფლიქტისას ყალიბდება და არა კარგი წიგნის წაკითხვისას.
თვითკმაყოფილი, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ადამიანი არასოდეს იხდის ბოდიშს.
მოწიფულობა მოსდევს მორჩილებას და არა მაინცდამაინც ასაკს.
რწმენა არ არის საჭირო შესაძლებლის გასაკეთებლად. რწმენას აქვს ატომის ძალა და მხოლოდ ატომისხელა რწმენაა საჭირო შეუძლებლის აღსასრულებლად, აი, მდოგვის მარცვლისოდენა დიდ რწმენას კი იმდენი შეუძლია, რის წარმოდგენაც ჩვენ არც ძალგვიძს.
ადამიანი სწავლობს იმისათვის, რომ მის გონებას ცოდნა სწყურია, თუნდაც ეს ბიბლიის ცოდნა იყოს; ხოლო ლოცულობს იმისათვის, რომ უფალი სწყურია მის სულს.
თუ გკითხავ: „დახსნილი ხარ?“ რას მიპასუხებ? რა თქმა უნდა, ამას: „დიახ, დახსნილი ვარ“, მაგრამ რისგან ხარ დახსნილი? ჯოჯოხეთისგან? მრისხანებისგან, გულისთქმისგან, ღალატისგან, ცუდი ქცევებისა თუ მშობლების ურჩობისგან? რისგან ხარ დახსნილი?!
ყველა ამჩნევს ცეცხლს. ამის შესახებ თქმაც არ არის საჭირო. მსგავსადვე, თუ ეკლესია ცეცხლოვანია, არ დაგჭირდებათ ხმამაღლა ამის შესახებ გამოცხადება, გარშემომყოფნი ისედაც დაინახავენ.
წყარო: https://www.christianquotes.info