მაქს ლუკადო ცნობილი მქადაგებელი და ასამდე წიგნისა თუ უამრავი მოთხრობის ავტორია. წარმოგიდგენთ მის ცნობილ გამონათქვამებს ქრისტიანული ცხოვრების შესახებ:
რწმენით შეხვდი ყველა შენს შიშს.
ღმერთს არასოდეს უთქვამს, რომ გზა ადვილი გასავლელი იქნებოდა, სამაგიეროდ თქვა, რომ გზის დასასრული ეღირებოდა ამად.
რწმენა არ არის იმის დაჯერება, რომ ღმერთი გააკეთებს იმას, რაც გსურს. რწმენა იმის დაჯერებაა, რომ ღმერთი გააკეთებს იმას, რაც სწორია.
ერთია ‒ საკუთარ თავს ღვთის შვილს უწოდებდე, მაგრამ სულ სხვაა ‒ ღვთის შვილს გიწოდებდნენ ისინი, ვინც შენს ცხოვრებას აკვირდებიან.
ადამიანები უფრო მეტად ჩვენი ცხოვრების წესს უკვირდებიან, ვიდრე ჩვენს სიტყვებს.
ნუ გექნებათ დიდი მოლოდინი ამ ქვეყნიერებისაგან. ეს ზეცა არ არის და ნუ მოელით, რომ დედამიწაზე ზეცას იხილავთ.
გსურთ, მოწყენილობის ბორკილებისგან გამოიხსნათ თქვენი დღე? გაეცით გულუხვად და არ ელოდოთ საზღაურს. გააკეთეთ სიკეთე სამაგიეროს მოლოდინის გარეშე. გააკეთეთ საქმეები, რომელთა სანაცვლოდაც ვერაფერს მიიღებთ.
შიშის არსებობა არ ნიშნავს რწმენის არარსებობას. შიში ნებისმიერ ადამიანს სტუმრობს, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, შიში მხოლოდ სტუმარი იქნება თუ სამუდამო მკვიდრი.
ლოცვა არის სარკმელი, რომელიც ღმერთმა ჩვენი სამყაროს კედლებში მოათავსა. თუ დახურავ მას, სამყარო ცივი და ბნელი სახლივით იქნება; მაგრამ თუ ფარდას გადასწევ, ღმერთის სინათლეს დაინახავ; გააღე სარკმელი და გაიგონე მისი ხმა. გააღე ლოცვის სარკმელი და ღვთის თანდასწრებას მოუხმე შენს სამყაროში.
მძიმე დღის შემდეგ, როცა ძალაგამოლეული ცდილობ, გზა გაიკვალო ამ სამყაროში, გამამხნევებელია შინ დაბრუნება, იქ, სადაც ყველაფერი ნაცნობია შენთვის. ღმერთიც ასეთივე ახლობელი და ნაცნობი შეიძლება გახდეს შენთვის. დროთა განმავლობაში შეგიძლია ისწავლო, ვის მიმართო ზრუნვისათვის, სად შეაფარო თავი, ვის სთხოვო გზის ჩვენება. ისევე, როგორც შენი ამქვეყნიური სახლია შენი თავშესაფარი, ღმერთის სახლიც თავშესაფარია ‒ ღვთიური მშვიდობით სავსე.
წყარო: https://www.christianquotes.info