ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ციტატები

„სიხარული მადლიერების გამოხატვის ყველაზე მარტივი ფორმაა“ − კარლ ბართის გამონათქვამები

by ნინო ხუროშვილი 29 იანვარი, 2021
29 იანვარი, 2021 1.3K ნახვა

კარლ ბართი დაიბადა 1886 წლის 10 მაისს, ბაზელში, ხუცესის ოჯახში. ბაზელსა და ბერნში გატარებული ბედნიერი ბავშვობის შემდეგ კარლი სწავლობდა ბერნის, ბერლინის, ტიუბინგენისა და მარბურგის უნივერსიტეტებში. 1908 წელს ის ჟენევის რეფორმატორულ ეკლესიაში ხუცესის თანაშემწედ დანიშნეს, ხოლო 1909 წლიდან მოყოლებული ხუცესად მსახურობდა.

ბართის პირველი მნიშვნელოვანი ნაშრომი „მოციქულ პავლეს წერილი რომაელთა მიმართ“ (1918 წელი) დაიწერა კირკეგორის იდეებთან კავშირში. 1923 წლიდან კი ბარტი ხდება რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი.

კარლ ბართმა უარი თქვა ლიბერალურ თეოლოგიაზე. მე-20 საუკუნის სხვა რელიგიურ მოაზროვნეთაგან განსხვავებით, რომლებიც ქრისტიანობას სხვა შეხედულებებს ამატებდნენ, კარლმა უარი თქვა მსოფლიო რელიგიებიდან ნასესხებ ნებისმიერ იდეაზე. ის მიიჩნევდა, რომ რელიგიები ადამიანთა მცდელობა იყო ღმერთამდე მისაღწევად, ქრისტიანობაში კი თავად ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზე. ქრისტიანობა არ იყო ადამიანთა აღმოჩენა, არამედ ეს გახლდათ ღვთის გამოცხადება, ფიქრობდა ბართი.

თავდაპირველად ის წიგნს წერდა მხოლოდ საკუთარი თავისა და ახლო მეგობრებისათვის. პირველად მხოლოდ 1000 ეგზემპლარი დაიბეჭდა, რომლებიც ძლივს გაიყიდა.

მოგვიანებით, ბართმა დაწერა „ეკლესიის დოგმატიკა“ და სხვა თეოლოგიური ნაშრომები. მას ეკუთვნის „ბარმენის დეკლარაცია“, რომელიც ქრისტიანებს მათი რწმენის ისტორიულ ჭეშმარიტებათაკენ მოუწოდებდა მაშინ, როცა ჰიტლერის მომხრენი ნაციონალურ ეკლესიაში რწმენას პაროდიად აქცევდნენ, პაროდიად, რომელიც ჰიტლერს ტაშს უკრავდა და რელიგიის განკარგვის უფლებას აძლევდა. მაშინ, როცა ბართმა უარი თქვა ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობაზე, მას პროფესორობა ჩამოართვეს ბონში.

კარლ ბართი გარდაიცვალა 1968 წლის 10 დეკემბერს ბაზელში.

სხვა რელიგიურ მოძღვართა მსგავსად, იესო არ გვაძლევს მითითებებს ღმერთისკენ მიმავალი გზის საჩვენებლად, რადგან ის თავად არის გზა.

სიხარული მადლიერების გამოხატვის ყველაზე მარტივი ფორმაა.

ცოცხალი იესო ქრისტე ყველასთვისაა, რადგან ჩვენ ყველანი, როგორც ქრისტესმიერი დები და ძმები, ერთნი ვართ მასში და ერთმანეთს ვეკუთვნით, ჩვენ, ღარიბი ცოდვილები, რომლებიც გავმდიდრდით მისი მადლის მეშვეობით. ამინ.

ადამიანს შეუძლია გაექცეს ღმერთს, მაგრამ ვერსად შეძლებს მისგან დამალვას. მას შეუძლია სძულდეს ღმერთი, მაგრამ ის ვერასოდეს აქცევს სიძულვილად ღმერთის მარადიულ სიყვარულს, რომელიც ამ სიძულვილშიც კი გამარჯვებულია.

მადლი ცხოვრებაში უნდა პოვებდეს გამოხატულებას, სხვაგვარად, ეს არ იქნება მადლი.

მე მრავალი წიგნი წამიკითხავს, მაგრამ ბიბლია ერთადერთია მათგან, რომელსაც ჩემი წაკითხვა შეუძლია.

მოდით, ყური დავუგდოთ, რას ამბობს ბიბლია და შევიმეცნოთ, რაც ყველა ქრისტიანს ერთნაირად უნდა გვესმოდეს: „მადლით ხართ გადარჩენილნი“.

ჭეშმარიტ სიხარულს მხოლოდ ის გრძნობს, ვინც სხვებს ანიჭებს სიხარულს.

მადლი და მადლიერება ერთმანეთს ეკუთვნის, როგორც ცა და დედამიწა. მადლიერება ექოსავით ეხმიანება მადლს. მადლიერება ისევე მოჰყვება მადლს, როგორც ქუხილი მოჰყვება ელვას.

რწმენა არ შეიძლება ურწმუნოებას ეკამათებოდეს. რწმენა შეიძლება მხოლოდ უქადაგებდეს ურწმუნოებას.

სახარება ერთ-ერთი ჭეშმარიტება როდია სხვა ჭეშმარიტებათა შორის, არამედ ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველა დანარჩენ „ჭეშმარიტებას“.


ამავე კატეგორიის

ბილი გრემი – ციტატები

1 აგვისტო, 2024

ენდრიუ ფულერი – ციტატები

18 ივლისი, 2023

ტიმ კელერის ციტატები

31 მაისი, 2023

ალექსანდრე მაკლარენის ციტატები

25 თებერვალი, 2023

დევიდ ჰეთევეის ციტატები

2 ნოემბერი, 2022

მარტინ ლუთერ კინგის ციტატები მშვიდობის, თავისუფლებისა და სიყვარულის...

7 მარტი, 2022

ცნობილ ქრისტიანთა ციტატები იესო ქრისტეს შობის შესახებ

30 დეკემბერი, 2021

ხელახლა შობა – ციტატები

13 ოქტომბერი, 2021

იმედი (ციტატები)

4 ოქტომბერი, 2021

დევიდ იონგი ჩოს გამონათქვამები რწმენის შესახებ

15 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები