მონანიება ოხვრასა და სინანულს კი არა, არამედ შეტრიალებას და შეცვლას ნიშნავს.
მონანიება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წარსულის გამო დანაღვლიანება; მონანიება გულისა და გონების ცვლილებაა; მონანიება თვითუარყოფაა. მონანიება საკუთარი თავის ნაცვლად მხსნელისადმი, ვითარცა მეფისადმი, სამსახურია.
ქრისტიანმა, რომელმაც შეწყვიტა მონანიება, შეწყვიტა ზრდა.
ბევრი გლოვობს საკუთარი ცოდვების გამო, რაც მათ ჭეშმარიტ მონანიებაში არ ეთვლებათ. მწარედ ტირიან ცოდვების გამო, თუმცა მაინც უყვართ ეს ცოდვები და მათთან შეთანხმებით მოქმედებენ.
ადამიანის მოქმედებათა შორის, მონანიებაა ყველაზე ღვთაებრივი.
ჭეშმარიტი მონანიების ოთხი დამახასიათებელია: საკუთარი სიმცდარის გაცნობიერება, სურვილი მისი აღიარებისა, სურვილი მისი მიტოვებისა და სურვილი ზიანის გამოსწორებისა.
ჭეშმარიტ მონანიებას სძულს ცოდვა და არა მხოლოდ სასჯელი; ყველაზე მეტად მონანიებას სძულს ცოდვა, რადგან მან აღმოაჩინა და იგრძნო ღვთის სიყვარული.
უფრო ადვილია, სხვა ადამიანის ათასი ცოდვის წინააღმდეგ აიმაღლო ხმა, ვიდრე ჩაახშო საკუთარი ცოდვებიდან ერთი მაინც.
იმ ადამიანებს, რომლებიც ფარავენ საკუთარ შეცდომებს და თავს იმართლებენ, არ აქვთ მომნანიე სული.
ჩვენ ყველას გვინდა წინსვლა, მაგრამ თუ მცდარ გზას ადგახარ, წინსვლა ნიშნავს იმას, რომ შეტრიალდე და სწორ გზაზე დაბრუნდე.
მონანიება ჩვენი ცხოვრების ღვთისკენ შემობრუნებაა, რომელიც გულწრფელი ღვთისმოშიშებიდან გამომდინარეობს და გულისხმობს ხორცის მოკვდინებას და სულის განახლებას.
მონანიება მადლისკენ მიმავალი გზაა.
ჭეშმარიტი მონანიება ორმაგ ასპექტს მოიცავს: წარსულს უყურებს ცრემლით, ხოლო მომავალს – სიფრთხილით.
მონანიება რწმენის განუშორებელი თანამგზავრია.
მონანიება რწმენასთან ერთად იზრდება.
მონანიება არ არის დროებითი სინანული, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა მოიშოროთ.
ქრისტიანისათვის თავმდაბლობა განუყოფელია. ამის გარეშე არ არსებობს თვითშემეცნება, მონანიება და ხსნა.
რა მოიპოვა ეკლესიამ, თუ პოპულარული გახდა, მაგრამ მასში არ არის მხილება, მონანიება და ძალა?..
რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო დიდად ხედავს ის ცოდვას.
მონანიება ნიშნავს იმას, რომ უარყოთ ქვეყნიერება, რაოდენ ძვირადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს; აიღოთ ჯვარი და გაჰყვეთ ქრისტეს.
ცოდვის არარსებობა კი არა, ცოდვის გამო მწუხარება განარჩევს ღვთის შვილს ზედაპირულ მორწმუნეთაგან.
ჭეშმარიტი მონანიება სრულიად შეგცვლით. თქვენ გაიხარებთ ღმერთში, ქრისტეში, მის რჯულში, მის ხალხთან ერთად.
მონანიება ანტისეპტიკურ საშუალებას ჰგავს: ჭრილობაზე დასხმისას გწვავთ, მაგრამ შემდეგ გკურნავთ.
მონანიება და სიხარული თანადროული უნდა იყოს. მონანიება სიხარულის გარეშე სასოწარკვეთილებისკენ გიბიძგებთ, ხოლო სიხარული მონანიების გარეშე ზედაპირულია და არ მოაქვს ძირეული ცვლილება.
შეუძლებელია ქრისტეს და ცოდვის ერთად მოქცევა. შეუძლებელია ქრისტეს დამატება ჩვენს ცხოვრებაში ცოდვის გამოკლების გარეშე.