ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ციტატები

ცნობილ ქრისტიან ქალთა შთამაგონებელი ციტატები რწმენაზე

by გუჯა ჩაჩანიძე 21 იანვარი, 2021
21 იანვარი, 2021 368 ნახვა

ხშირად, ეკლესიის ისტორიის კვლევისას, უარვყოფთ მანდილოსნების როლს სახარების გავრცელებისა და ეკლესიის განმტკიცების საქმეში. მრავალ ქალს სწორედ იესო ქრისტეს რწმენამ უბიძგა ეკლესიის კედლებს მიღმაც მრავალი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებისკენ. ამ მანდილოსნების მაგალითი ყოველ ჩვენგანს მოტივაციას აძლევს, რომ მეტად შევიყვაროთ ჩვენი უფალი იესო ქრისტე და ვემსახუროთ მას. ქვემოთ იხილავთ ქრისტიანი ქალების მიერ წარმოთქმულ ათ შთამაგონებელ გამონათქვამს რწმენასთან დაკავშირებით:

დედოფალი ელისაბედ I

დედოფალი ელისაბედი 1558-1603 წლებში მართავდა ინგლისს. იგი ჰენრი VIII-ის ასული და დედოფალ მერის და გახლდათ. ელისაბედმა თითქმის ერთი წელი გაატარა ციხეში, როცა დედოფალმა მერიმ, რომელიც რადიკალი კათოლიკე იყო, პროტესტანტების დახმარებაში ეჭვმიტანილად ცნო იგი. ელისაბედ I-ის დედოფლობის პერიოდში მეტად განვითარდა ინგლისური დრამატურგია. პარლამენტის მიერ დამტკიცებული „უზენაესობის აქტით“ იგი ეკლესიის მეთაური გახდა და ელისაბედმა ინგლისი მსოფლიოში პროტესტანტულ ერთა ლიდერად აქცია.

არსებობს მხოლოდ ერთი ქრისტე – იესო და მისდამი რწმენა. სხვა ყველაფერი წვრილმანებზე დავაა.

ელისაბედ I

ენ ჯადსონი

ენ ჯადსონი 1789 წელს მასაჩუსეტსის შტატში, ბრედფორდში დაიბადა. იგი ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ქალი მისიონერი იყო, რომელიც თავის მეუღლესთან, ადონირამ ჯადსონთან ერთად ჯერ ინდოეთში, საბოლოოდ კი ბირმაში მოღვაწეობდა სახარების გასავრცელებლად. ჯადსონმა თარგმნა დანიელისა და იონას წიგნები ბირმულ ენაზე და პირველი პროტესტანტი ქრისტიანი იყო, რომელმაც ტაივანურ ენაზე ბიბლიის მონაკვეთი გადათარგმნა. იგი ბირმაში მსახურებისას 36 წლის ასაკში ყვავილით გარდაიცვალა.

სულ ცოტაღა და მარადისობაში ვიქნებით და ვიდრე იქ მივიდოდეთ, მოდით, მეტი გავაკეთოთ ქრისტესთვის.

ენ ჯადსონი

ლოტი მუნი

ლოტი მუნი სამხრეთელი ბაპტისტი იყო, რომელმაც თითქმის 40 წელი გაატარა ჩინეთში მისიონერად. მისი მოღვაწეობის შედეგად ასობით ჩინელმა ირწმუნა ქრისტე. იგი გამუდმებით იმის შესახებ წერდა, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამხდარიყო მისიონერი და ცდილობდა ფინანსური დახმარების მოპოვებას მისიონერული საქმიანობისათვის. მას სურდა, რომ შობის წინა კვირა საერთაშორისო მისიისათვის შესაწირავთა გაღების კვირა ყოფილიყო. ყოველ წელს სამხერეთელი ბაპტისტები შობის წინა კვირას, ლოტი მუნის იდეის თანახმად, საერთაშორისო მისიისათვის დიდი ოდენობით თანხას სწირავენ. მხოლოდ 2018 წელს გაღებულმა თანხამ 157 მილიონი დოლარი შეადგინა.

არაფერია უფრო სასიამოვნო, ვიდრე ადამიანთა სულების ხსნა.

ლოტი მუნი

ფლორენს ნაითინგეილი

ფლორენს ნაითინგეილი 1820 წელს დაიბადა. მას თანამედროვე ექთნის პროფესიის ფუძემდებელსაც უწოდებენ. მან სახელი ყირიმის ომის დროს ექთნების მომზადების დროს გაითქვა. ფლორენსმა წვლილი შეიტანა 1860 წელს ლონდონის წმ. თომას სახელობის ჰოსპიტალში ექთანთა სკოლის დაარსებაში. ფლორენს ნაითინგეილმა მრავალი ნაშრომი და კვლევა მიუძღვნა სანიტარულ საქმიანობაში სამედიცინო ცოდნის გაღრმავებას.

რაოდენ დიდი კურთხევაა, იყო უღირსი და მაინც მოგიწოდოს უფალმა, რომ მას ემსახურო.

ფლორენს ნაითინგეილი

როზა პარკსი

როზა პარკსი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის აქტივისტი იყო, რომელიც „მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტით“ გახდა ცნობილი. პარკსი ავტობუსში შავკანიანთათვის განკუთვნილ ადგილზე იჯდა და უარი თქვა, თავისი ადგილი თეთრკანიანი მგზავრისთვის იმის გამო დაეთმო, რომ თეთრკანიანთათვის ავტობუსის წინა ნაწილში განკუთვნილი ადგილები შევსებულიყო. პარკსი მთელი ერის ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან იგი 1955 წლის 1-ელ დეკემბერს ამის გამო დააპატიმრეს. მისმა დაპატიმრებამ ავტობუსის მძღოლთა ერთწლიანი ბოიკოტი გამოიწვია, რადგან ფერადკანიანმა მძღოლებმა უარი თქვეს მუშაობაზე. პარკსი პრეზიდენტის თავისუფლებისა და კონგრესის ოქროს მედლით დააჯილდოეს.

ვიგრძენი, რომ ღმერთი მომცემდა ძალას ნებისმიერი წინააღმდეგობის დასაძლევად. ღმერთმა სიმამაცე მომცა… დრო იყო, ვინმე წამომდგარიყო ‒ ჩემს შემთხვევაში, მჯდარიყო. უარი ვთქვი ადგომაზე.

როზა პარკსი

ფანი კროსბი

ფანი კროსბი 1820-1915 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ის გახლავთ ისეთი საგალობლების ავტორი, როგორებიცაა: „Blessed Assurance,“ „To God Be the Glory,“ „Pass Me Not, O Gentle Saviour“ და  „Jesus Is Tenderly Calling.“ კროსბი დაბადებისას დაბრმავდა, თუმცა ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ 8,000-ზე მეტი საგალობელი და 1,000-ზე მეტი ლექსი შეექმნა. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრუკლინსა და მანჰეტენზე ცხოვრობდა.

არჩევანი რომ მქონოდა, მაინც ბრმად დარჩენას ვამჯობინებდი… რადგან, სიკვდილის შემდეგ, მინდა, პირველი სახე, რომელსაც კი ოდესმე დავინახავ, ჩემი კურთხეული მხსნელის სახე იყოს.

ფანი კროსბი

კორი ტენ ბუმი

კორი ტენ ბუმი ჰოლანდიელი მესაათე იყო, რომელიც ნაცისტური ოკუპაციისას სახლში ებრაელებს მალავდა. მან მრავალი ადამიანი გადაარჩინა საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილს, თუმცა დააპატიმრეს და გერმანიაში ქალთა შრომა-გასწორების ბანაკში განაწესეს. იგი 1944 წლის მიწურულს გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც გონებრივად ავადმყოფ პაციენტებზე ზრუნავდა. მის ბიოგრაფიაში, „სამალავი“ (The Hiding Place), აღწერილია მისი ოჯახის გმირული შრომის ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროს. მისი ბიოგრაფიის მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

არასდროს შეგეშინდეს, რომ უცნობი მომავალი ნაცნობ ღმერთს მიანდო.

კორი ტენ ბუმი

ჰარიეტ ბიჩერ სტოუ

აბრაამ ლინკოლნმა მის შესახებ თქვა, რომ ეს იყო „პატარა ქალი, რომლის წიგნის გამოც დიდი ომი დაიწყო.“ სტოუს მამა ლეინის თეოლოგიური სემინარიის პრეზიდენტი იყო. სწორედ იქ შეხვდა სტოუ თავის მომავალ მეუღლეს, კალვინ ელვის სტოუს. ისინი მონობის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ და რამდენიმე გაქცეული მონაც შეიფარეს. სტოუ ჰყვებოდა, რომ ხილვაში, ზიარების დროს, მომაკვდავი მონა ნახა. სწორედ ამან შთააგონა იგი, დაეწერა ისტორია, რომელსაც „ბიძია თომას ქოხის“ სახელით ვიცნობთ. სტოუმ ძალიან კარგად აღწერა მონობის საშინელება და თავისი რომანით მონობის წინააღმდეგ ბრძოლის ცეცხლი კიდევ უფრო გააღვივა.

ყველაზე გრძელი გზაც ოდესღაც მთავრდება, ყველაზე ბნელი ღამეც თენდება.

ჰარიეტ ბიჩერ სტოუ

ფლენერი ო’კონორი

ფლენერი ო’ კონორი რომანებსა და მოკლე მოთხრობებს წერდა. ის ქალაქ სავანაში, ჯორჯიის შტატში დაიბადა 1925 წელს. იგი კათოლიკე იყო, რაც მის მრავალ ნაწარმოებშიც კარგად ჩანს. მისი წერის სტილი „სამხრეთ გოთურადაა“ შეფასებული.

ჭეშმარიტება არ იცვლება იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა იგი.

ფლენერი ო’ კონორი

დედოფალი ელისაბედ II

ელისაბედ II გაერთიანებული სამეფოს დედოფალი 1953 წელს გახდა. იგი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მონარქია და ისიც ფაქტია, რომ ბრიტანეთის ისტორიაში არცერთ მონარქს არ უმეფია იმდენ ხანს, რამდენიც ელისაბედ მეორეს. სწორედ ის მიუძღოდა გაერთიანებულ სამეფოს ცივი ომისა და აფრიკის დეკოლონიზაციის პროცესში. გარდა იმისა, რომ ელისაბედი დედოფალია, იგი ინგლისის ეკლესიის უზენაესი მეთაურიცაა. მას ნათქვამი აქვს, რომ იესო ქრისტეს მოძღვრება მისი ცხოვრების საფუძველია და ძნელბედობის ჟამს ქრისტეს სიტყვებში  მრავალჯერ უპოვია ნუგეში.

თავისი სწავლებისა და მაგალითის მეშვეობით იესო ქრისტემ ქვეყნიერებას უჩვენა, თუ როგორ შეიძლება რწმენისა და იმედის პატარა ნაბიჯებით ღრმად ფესვგადგმულ დაყოფათა და განსხვავებათა დაძლევა ჰარმონიისა და ურთიერთგაგების მისაღწევად.

დედოფალი ელისაბედ II

წყარო: https://www.christianheadlines.com


ამავე კატეგორიის

ალექსანდრე მაკლარენი – ციტატები

25 თებერვალი, 2023

დევიდ ჰეთევეი – ციტატები

2 ნოემბერი, 2022

მარტინ ლუთერ კინგის ციტატები მშვიდობის, თავისუფლებისა და სიყვარულის...

7 მარტი, 2022

ცნობილ ქრისტიანთა ციტატები იესო ქრისტეს შობის შესახებ

30 დეკემბერი, 2021

ხელახლა შობა – ციტატები

13 ოქტომბერი, 2021

იმედი (ციტატები)

4 ოქტომბერი, 2021

დევიდ იონგი ჩოს გამონათქვამები რწმენის შესახებ

15 სექტემბერი, 2021

ცნობილ ქრისტიანთა გამონათქვამები მონანიებაზე

15 სექტემბერი, 2021

ციტატები რწმენის შესახებ

6 სექტემბერი, 2021

ცნობილ ქრისტიანთა გამონათქვამები ლოცვის შესახებ

12 აგვისტო, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები