ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ცნობილი ადამიანები

გრიგოლ ღვთისმეტყველი – კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი და არიანელთა ერესის წინააღმდეგ მებრძოლი

by ნინო ხუროშვილი 27 აგვისტო, 2021
27 აგვისტო, 2021 274 ნახვა

დიდი ხნის განმავლობაში გრიგოლ ნაზიანზელის ხსენების დღეს 9 მაისს აღნიშნავდნენ, მაგრამ თარიღები იცვლება. ახლა მისი ხსენების დღეს იანვარში აღნიშნავენ ბასილი დიდის ხსენების დღეს. ამ შემთხვევაში თარიღს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა. აქ იგულისხმება ხუთი დიდებული ქადაგება სამების შესახებ.

გრიგოლი და ბასილი სკოლაში ერთად სწავლობდნენ, ჯერ კაპადოკიაში, შემდეგ კი ათენში, სადაც მათთან ერთად სწავლობდა მომავალი იმპერატორი და ქრისტიანთა მდევნელი იულიანე განდგომილი. ბასილის გმირული შემართება ახასიათებდა და თავშეკავებული იყო, გრიგოლი კი პირიქით, მგრძნობიარე, გაუბედავი, ჩუმი და წიგნებს ჩაკირკიტებული იყო, გადაწყვეტილებათა მიღება უჭირდა და ადვილად ვარდებოდა სასოწარკვეთილებაში. ორივე ღმერთის ერთგული მორწმუნე გახლდათ, მაგრამ გრიგოლს მღვდლობა არ უნდოდა, რადგან ფიქრობდა, რომ მღვდელი, პრაქტიკულად, სრულყოფილი უნდა ყოფილიყო.

გრიგოლის მამას, ნაზიანზის ეპისკოპოსს (თანამედროვე თურქეთი, სამხრეთ კაბადოკია) დამხმარე სჭირდებოდა და თავის ვაჟს აიძულა მღვდელი გამხდარიყო. გრიგოლი გაიქცა და რამდენიმე კვირის ფიქრისა და განსჯის შემდეგ დაბრუნდა უკან. დაწერა პამფლეტი, სადაც განმარტავდა გაქცევის მიზეზს და აღწერდა, როგორი უნდა ყოფილიყო მღვდელი. დაბრუნების შემდეგ მან თავისი პირველი ქადაგება წარმოთქვა, 362 წელს, აღდგომის დღესასწაულზე.

ბასილი კი კაპადოკიის ეკლესიებზე კონტროლის მოსაპოვებლად იბრძოდა. თავისი პოზიციის განსამტკიცებლად მან ახალი ეპარქია შექმნა სასიმაში. მან გრიგოლს ხელი დაასხა, მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლს ეს არ სურდა და ახალი ეპარქია ჩააბარა. გრიგოლს გამბედაობა არ ეყო უარის სათქმელად, ცოტა ხანი დაჰყო იქ და უკან დაბრუნდა ისე, რომ არც ერთი ღვთისმსახურება არ ჩაუტარებია. ამან გაანელა მეგობრობა ბასილისა და გრიგოლს შორის. გრიგოლი მამას ეხმარებოდა. მამის გარდაცვალების შემდეგ კი თითქმის მთელი ქონება ღარიბებს  დაურიგა. ის ზრუნავდა თავისი მამის საეპისკოპოსოზე, მაგრამ ეპისკოპოსობაზე უარს აცხადებდა. საბოლოდ, მონასტერში წავიდა. შემდეგ კი, ნაზიანზის მცხოვრებთა თხოვნით, ისევ დაბრუნდა და ეკლესია ჩაიბარა.

მაშინ, როცა თეოდოსიუსი გახდა იმპერატორი, რამდენიმე საეკლესიო პირმა სთხოვა გრიგოლს გამხდარიყო კონსტანტინოპოლის მართლმორწმუნე ქრისტიანთა წინამძღოლი. გრიგოლმა ამჯერად თანხმობა განაცხადა. არიანელები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ქრისტე შექმნილი არსება იყო, 40 წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ ქალაქს, ყველა ტაძარი მათ ხელში იყო და ამიტომაც, გრიგოლი იძულებული იყო პატარა საყდარში ექადაგა, არიანელები დასცინოდნენ გრიგოლს და ავიწროვებდნენ მას. სწორედ ამ პერიოდში წარმოთქვა გრიგოლმა თავისი ყველაზე შესანიშნავი ქადაგებები სამების მოძღვრების დასაცავად. ამ ქადაგებათა მეშვეობით მან საბოლოოდ დაამარცხა არიანელთა ერესის არგუმენტები.

თეოდოსიუსმა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსად დანიშნა გრიგოლი, რომელმაც იმპერატორს სთხოვა, რომ მოწყალება გამოეჩინა მოწინააღმდეგე არიანელთა მიმართ: „დაე, ისინი სიმშვიდითა და თავმდაბლობით დავამარცხოთ; დაე, მათი სასჯელი მათივე სინდისის მხილება იყოს და არა ჩვენი გულისწყრომა“.

მიუხედავად ამისა, წინააღმდეგობა ძალიან ძლიერი იყო, ამასთან, გრიგოლი ჯანმრთელობას უჩიოდა და სწორედ ამიტომაც ის რამდენიმე თვეში გადადგა. ერთი შეხედვით, ის წარუმატებელი და უიღბლო იყო, მაგრამ, სინამდვილეში, მისი შრომის მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდებოდა დროთა განმავლობაში. გრიგოლი 389 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.


ამავე კატეგორიის

დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

31 ოქტომბერი, 2022

ფაიე ეჯერტონის თარგმნილი ახალი აღთქმა ნავაჰოს და აპაჩების...

30 ნოემბერი, 2021

ჰილდა უიტბელი − ბრიტანეთში მოღვაწე მონაზონი

22 ნოემბერი, 2021

ფრანცისკო ხავიერი − იეზუიტი მისიონერი ინდოეთსა და იაპონიაში

9 ნოემბერი, 2021

ასა მაჰანი − თავისი დროის პროგრესული განმანათლებელი

5 ნოემბერი, 2021

მარსილიუს პადუელი − დემოკრატიის მომხრე და პაპიზმის წინააღმდეგი

4 ნოემბერი, 2021

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი − ღვთისმეტყველი, რომელმაც ისლამს ქრისტიანობა...

1 ნოემბერი, 2021

ივან პროხანოვი − მოლოკნების მოძრაობის წარმომადგენელი რუსი რეფორმატორი

26 ოქტომბერი, 2021

ულრიხ ცვინგლი

12 ოქტომბერი, 2021

სერ თომას მორი

8 ოქტომბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები