ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ცნობილი ადამიანები

ელიას ბუდინო − ამერიკის ბიბლიური საზოგადოების დამფუძნებელი

by ნინო ხუროშვილი 27 აგვისტო, 2021
27 აგვისტო, 2021 119 ნახვა

ელიას ბუდინო ამერიკის კონტინენტური კონგრესის პრეზიდენტად აირჩიეს 1782 წლის 4 ნოემბერს. მან მოაწერა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას ინგლისთან, რომლითაც ბოლო მოეღო ამერიკის რევოლუციურ ომს, მაგრამ ელიას ბუდინოს მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია ქრისტიანობის ისტორიაში.

ელიას ბუდინო დაიბადა 1740 წლის 2 მაისს, ფილადელფიაში. მისი პაპა იყო ფრანგი პროტესტანტი, რომელიც საფრანგეთიდან ჰუგენოტების დევნის გამო გამოიქცა.

ბუდინო შეისწავლიდა სამართალს და პატივსაცემი ვექილიც გახდა ნიუ-ჯერსიში. თავისი პროფესიის წყალობით მან საკმაოდ დიდი ქონება შეიძინა, რომლის უდიდესი ნაწილიც ქველმოქმედებას მოახმარა. თავისი გულმხურვალე პატრიოტიზმის გამო მეზობლებმა ის დელეგატად აირჩიეს კონტინენტურ კონგრესში, ხოლო ამერიკის რევოლუციური ომის შემდეგ ელიასი უკვე ფედერალურ კონგრესში იქნა არჩეული წარმომადგენლად, სადაც მან სამი ვადით იმსახურა.

მიუხედავად ყოველივესი, ელიას ბუდინოს უფრო მეტად რელიგია აინტერესებდა, ვიდრე პოლიტიკა. ის გახლდათ ნიუ-ჯერსის (პრინსტონის) კოლეჯის დირექტორთა საბჭოს წევრი. ხსენებული სასწავლებელი მიზნად ისახავდა სასულიერო პირთა სწავლებასა და მომზადებას. ბუდინომ ხელი შეუწყო ამ კოლეჯში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნას და მის დაფინანსებას, მაგრამ ძირითად ყურადღებას იმაზე ამახვილებდა, რომ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და აღდგომის შესახებ ესწავლებინათ ამ სასწავლებელში.

ბუდინო ფიქრობდა, რომ ამერიკელი ინდიელები ისრაელის ათი დაკარგული ტომის შთამომავლები იყვნენ და წიგნიც კი დაწერა ამის შესახებ სახელწოდებით „დასავლეთის ვარსკვლავი“ (A Star in the West) (თუმცა შემდგომმა კვლევებმა ცხადყო, რომ ის ცდებოდა). ელიასი დიდად ზრუნავდა ინდიელებზე და გზებიც გამონახა იმისათვის, რომ მათი სწავლა–განათლებისთვის ხელი შეეწყო.

გარდა ამისა, ელიას ბუდინო ბიბლიურ საზოგადოებათა არსებობის თავგამოდებული მომხრე გახლდათ, რადგან ეს საზოგადოებანი ცდილობდნენ, რომ ბიბლია რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონოდა. 1816 წელს მან ფრენსის სკოტ კისთან ერთად დააარსა ამერიკის ბიბლიური საზოგადოება. ის თავად იყო ამ საზოგადოების პირველი პრეზიდენტი და 10 ათასი დოლარიც გაიღო ამ საქმისთვის იმ დროში, როცა 400 დოლარის ოდენობის წლიური შემოსავალი სოლიდურ თანხად ითვლებოდა.

ამერიკის ბიბლიური საზოგადოება დღესაც აქტიურ მოღვაწეობას განაგრძობს და აფინანსებს ბიბლიის სხვადასხვა ენებზე თარგმნისა და მთელ მსოფლიოში გავრცელების საქმეს.


ამავე კატეგორიის

დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

31 ოქტომბერი, 2022

ფაიე ეჯერტონის თარგმნილი ახალი აღთქმა ნავაჰოს და აპაჩების...

30 ნოემბერი, 2021

ჰილდა უიტბელი − ბრიტანეთში მოღვაწე მონაზონი

22 ნოემბერი, 2021

ფრანცისკო ხავიერი − იეზუიტი მისიონერი ინდოეთსა და იაპონიაში

9 ნოემბერი, 2021

ასა მაჰანი − თავისი დროის პროგრესული განმანათლებელი

5 ნოემბერი, 2021

მარსილიუს პადუელი − დემოკრატიის მომხრე და პაპიზმის წინააღმდეგი

4 ნოემბერი, 2021

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი − ღვთისმეტყველი, რომელმაც ისლამს ქრისტიანობა...

1 ნოემბერი, 2021

ივან პროხანოვი − მოლოკნების მოძრაობის წარმომადგენელი რუსი რეფორმატორი

26 ოქტომბერი, 2021

ულრიხ ცვინგლი

12 ოქტომბერი, 2021

სერ თომას მორი

8 ოქტომბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები