ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ცნობილი ადამიანები

მამა დამიენი, „კეთროვანთა მოციქული“ ბერი, რომელმაც კეთროვნებზე ზრუნვას შესწირა თავი

by ნინო ხუროშვილი 26 აგვისტო, 2021
26 აგვისტო, 2021 493 ნახვა

„მზად ვარ, რომ ამ საცოდავ და უბედურ ხალხთან ერთად ცოცხლად დავიმარხო“, ეს სიტყვები მამა დამიენს ეკუთვნის. ის ადამიანები, რომლებზეც ის ლაპარაკობდა, იყვნენ კუნძულ მოლოკაიზე განდევნილნი. ჰავაის არქიპელაგის წყევლა იყო კეთრი. კეთრით დაავადებულებს მოლოკაიზე გზავნიდნენ. კეთრის ისე ეშინოდათ, რომ ჰავაის ხელისუფლებამ აკრძალა მათი შეშვება სხვა კუნძულებზე, ვინც თავდაპირველად მოლოკაიზე ჩავიდოდა. დამიენმა იცოდა, რომ თუ იმ კუნძულის მონახულების შემდეგ, იქიდან ვეღარ დაბრუნდებოდა. 1873 წლის 4 მაისს მან იქ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

10 მაისს დამიენი კუნძულზე ჩავიდა, სადაც უკვე 797 კეთროვანი იმყოფებოდა, რომელთაგან სამასამდე ადამიანი გარდაიცვალა. კუნძულზე არსებული პირობები უკიდურესად საშინელი იყო. იქ არ იყო არც საავადმყოფო, არც ეკლესია, არც სასაფლაო და ავადმყოფების გამოკვებასა და მოვლაზეც არავინ ზრუნავდა. ისინი ცოცხლად ლპებოდნენ ამ დაავადებისგან.

მამა დამიენმა ააგო ტაძარი, მოაწყო სასაფლაო, ფერმები და იზრუნა სკოლების დაარსებაზე. მან ააგო პატარა ნავმისადგომი და კოლონიამდე მისასვლელი გზა. ასევე რამდენიმე მაღაზია, საწყობი, ობოლთა თავშესაფარი და საავადმყოფო.

მამა დამიენი, იგივე იოსებ დე ვოსტერი, გახლდათ ფლამანდელი მარცვლეულით მოვაჭრის ვაჟი. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა დაიწყო კათოლიკურ ბერთა კონგრეგაციაში. სახელად დამიენი დაირქვა. 1864 წელს ის ჰავაიზე გაგზავნეს მისიონრად.

მიუხედავად იმისა, რომ წყალი უხვად იყო მთებში, დასახლებაში წყალი არ ჰყოფნიდათ. დამიენმა ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის წევრებსაც ყოველდღე ჩამოჰქონდათ წყალი მთებიდან. მოგვიანებით მან არხი გაიყვანა და თითოეული ადამიანის საცხოვრებლამდე მიიყვანა წყალი. დამიენმა დაწვა ყველაზე ცუდი ქოხები, დანარჩენები კი დაასუფთავა. ხელში ხერხი და ჩაქუჩი დაიჭირა და ახალი სახლების შენებას შეუდგა. მან სასაფლაოც მოაწყო, რათა გარდაცვლილები სათანადოდ დაეკრძალათ. ნაგავსაყრელისთვისაც ცალკე ადგილი გამოყო და მთელი სოფელი დაასუფთავა. ასევე აკრძალა ალკოჰოლის წარმოება.

ამასთან ერთად, დამიენი სახარებას აუწყებდა კეთროვნებს. მან მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტესკენ. ისინი, ვინც მანამდე სხვებს ძარცვავდნენ და თხრილში ყრიდნენ დასახრჩობად, ახლა დამიენთან მიდიოდნენ მოსანათლად.

კუნძულზე ჩასვლიდან 12 წლის შემდეგ, 1884 წელს, დამიენიც დაავადდა კეთრით. მიუხედავად ამისა, ის არ წყვეტდა თავის საქმიანობასა და მოღვაწეობას. 1886 წელს კუნძულზე ჩავიდნენ მღვდელი ლუი ლამბერტ კონრარდი, მონაზონი მარიანა კოული, ყოფილი ჯარისკაცი ჯოზეფ დატონი და მედძმა ჯეიმს სინეტი, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ დასუსტებული მამა დამიენის დახმარება.

ცოტა ხნის შემდეგ სნეული მამა დამიენი ჰონოლულუში გადაიყვანეს სამკურნალოდ, სადაც ის ჰავაის მეფემ მოინახულა და მადლობა გადაუხადა თავის ქვეშევრდომთა მიმართ გამოჩენილი ზრუნვისათვის.

1889 წლის 15 აპრილს მამა დამიენი გარდაიცვალა. ის კუნძულ მოლოკაიზე დაკრძალეს.

1936 წელს, ბელგიის ხელისუფლების თხოვნით, მისი ნეშტი ბელგიაში გადაასვენეს და ქალაქ ლუვენში დაკრძალეს. მას შემდეგ, რაც ის წმინდანად შერაცხა კათოლიკურმა ეკლესიამ, მისი ნეშტი ისევ ჰავაიზე დააბრუნეს.

წყარო: https://www.christianity.com/


ამავე კატეგორიის

დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

31 ოქტომბერი, 2022

ფაიე ეჯერტონის თარგმნილი ახალი აღთქმა ნავაჰოს და აპაჩების...

30 ნოემბერი, 2021

ჰილდა უიტბელი − ბრიტანეთში მოღვაწე მონაზონი

22 ნოემბერი, 2021

ფრანცისკო ხავიერი − იეზუიტი მისიონერი ინდოეთსა და იაპონიაში

9 ნოემბერი, 2021

ასა მაჰანი − თავისი დროის პროგრესული განმანათლებელი

5 ნოემბერი, 2021

მარსილიუს პადუელი − დემოკრატიის მომხრე და პაპიზმის წინააღმდეგი

4 ნოემბერი, 2021

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი − ღვთისმეტყველი, რომელმაც ისლამს ქრისტიანობა...

1 ნოემბერი, 2021

ივან პროხანოვი − მოლოკნების მოძრაობის წარმომადგენელი რუსი რეფორმატორი

26 ოქტომბერი, 2021

ულრიხ ცვინგლი

12 ოქტომბერი, 2021

სერ თომას მორი

8 ოქტომბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

    26 იანვარი, 2021
  • 5

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები