ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ცნობილი ადამიანები

მარსილიუს პადუელი − დემოკრატიის მომხრე და პაპიზმის წინააღმდეგი

by ელენე თანდაშვილი 4 ნოემბერი, 2021
4 ნოემბერი, 2021 104 ნახვა

მარსილიუს პადუელმა (იტალიელი სწავლული, განსწავლული მედიცინაში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა) დაგმო პაპობა და პაპები იტალიის ყველა უბედურებაში დაადანაშაულა. პაპის მიერ სხვადასხვა ადამიანის განკვეთამ და მისმა მრავალმა ბრძანებულებამ ხელი შეუშალა იტალიის კანონიერ ხელისუფლებას და გამოიწვია ათასგვარი დანაშაული და ომები. თავის წიგნში „მშვიდობის დამცველი“ (Defensor pacis) მარსილიუსი წერდა, რომ სახელმწიფომ თავად უნდა მიხედოს თავის საქმეებს ეკლესიის ჩარევის გარეშე.

არსებობს ორგვარი ხელისუფლება: ის, რომელიც ხალხის თანხმობით მართავს და ის, რომელიც ხალხის გარეშე მართავს. ეს უკანასკნელი ტირანიაა. იდეალური ხელისუფლება არა მხოლოდ მართავს ხალხის თანხმობით, არამედ არჩევითიც არის, ამბობდა მარსილიუსი. შეიძლება ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ეს სიტყვები მე-14 საუკუნეში ითქვა.

შემდგომ რეფორმატორთა მსგავსად, მარსილიუსიც იმის შესახებ დაობდა, რომ პაპებს არავითარი ბიბლიური საფუძველი არ გააჩნდათ თავიანთი ძალაუფლებისათვის. ქრისტე მიწიერ ძალაუფლებას არ იჩემებდა. „ჩემი სამეფო ამ წუთისოფლის არ არის“, ამბობდა ის. შესაბამისად, მოციქულებიც არ ცდილობდნენ ძალაუფლების მოხვეჭას. მათი საეკლესიო დისციპლინა ეკლესიის კედლებს არ სცდებოდა. მათგან განსხვავებით, პაპები და სხვა საეკლესიო პირები ხშირად ერეოდნენ სხვადასხვა ერის შიდა მმართველობაში, როცა ძალაუფლების მოხვეჭის ნაცვლად ისინი ადამიანებს უნდა ემსახურებოდნენ. მარსილიუსი იმასაც ამბობდა თავის წიგნში, რომ მხოლოდ წმინდა წერილია რწმენის განმგებელი და საეკლესიო კრებებმა არ უნდა ჩაანაცვლოს ღვთის სიტყვის ავტორიტეტი.

შუა საუკუნეების ეკლესიაზე ამგვარი თავდასხმა შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენილა. წიგნის წერა მარსილიუსმა 1324 წლის 24 ივნისს დაასრულა. ორი წლის შემდეგ ის და მისი თანამშრომელი ჟან დე ჟანდუნელი იძულებულნი გახდნენ პარიზიდან ბავარიაში გაქცეულიყვნენ თავშესაფრის საძებნელად. 1327 წლის 3 აპრილს პაპმა გამოსცა ბულა, სადაც ის ხსენებულ ორ ადამიანს „დაღუპვის ძეებსა და შეჩვენებულებს“ უწოდებდა. რასაკვირველია, ეკლესიის მესვეურებს სულაც არ მოეწონათ მარსილიუსის მიერ დაწერილი ნაშრომი და ამის გამო, რომმა კიდევ ერთხელ დაგმო იგი 27 აპრილს.

ლუდვიგ ბავარიელმა დაიცვა მარსილიუსი. რომში ჩასვლისას ლუდვიგმა მარსილიუსი რომის ვიკარიუსად დანიშნა, მან კი დაიწყო პაპ იოანეს მომხრე სასულიერო პირთა სასტიკი დევნა და დაამტკიცა, რომ ის წონასწორობა, რისკენაც იგი ეკლესიას მოუწოდებდა, თავად მასაც სჭირდებოდა. გაცილებით უფრო ადვილია თეორიის დაწერა, ვიდრე მისი განხორციელება.

მისი სიცოცხლისას წიგნს დიდი ყურადღება არ ექცეოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მან უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. წიგნი დაიბეჭდა 1517 წელს. იმავე წელს, როცა ლუთერმა თავისი 95 თეზისი მიაკრა ეკლესიის კარს. ფაქტობრივად, ლუთერი მარსილიუსის იდეების აღორძინებაში იქნა დადანაშაულებული. ნაშრომის დაგმობა იშვიათად ახშობს მისი გავლენის გავრცელებას.

https://www.christianity.com/church/church-history/timeline/1201-1500/marsilius-of-padua-and-john-of-jandun-11629856.html


ამავე კატეგორიის

დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

31 ოქტომბერი, 2022

ფაიე ეჯერტონის თარგმნილი ახალი აღთქმა ნავაჰოს და აპაჩების...

30 ნოემბერი, 2021

ჰილდა უიტბელი − ბრიტანეთში მოღვაწე მონაზონი

22 ნოემბერი, 2021

ფრანცისკო ხავიერი − იეზუიტი მისიონერი ინდოეთსა და იაპონიაში

9 ნოემბერი, 2021

ასა მაჰანი − თავისი დროის პროგრესული განმანათლებელი

5 ნოემბერი, 2021

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი − ღვთისმეტყველი, რომელმაც ისლამს ქრისტიანობა...

1 ნოემბერი, 2021

ივან პროხანოვი − მოლოკნების მოძრაობის წარმომადგენელი რუსი რეფორმატორი

26 ოქტომბერი, 2021

ულრიხ ცვინგლი

12 ოქტომბერი, 2021

სერ თომას მორი

8 ოქტომბერი, 2021

ერიკ ლიდლი – „მფრინავი შოტლანდიელი“

6 ოქტომბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები