ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ცნობილი ადამიანები

ფრანცისკო ხავიერი − იეზუიტი მისიონერი ინდოეთსა და იაპონიაში

by ელენე თანდაშვილი 9 ნოემბერი, 2021
9 ნოემბერი, 2021 148 ნახვა

1506 წლის 7 აპრილს, ბასკი არისტოკრატის ოჯახში დაიბადა ფრანცისკო ხავიერი. ის ძალიან ნიჭიერი იყო და დიდ იმედებსაც იძლეოდა. ახალგაზრდა ასაკში მოიპოვა ბოლონიის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის დოქტორის წოდება. 19 წლის ასაკში პარიზში, სენ-ბარბის კოლეჯში გაემგზავრა სასწავლებლად, სადაც ხელოვნებათა მაგისტრის წოდება მიიღო. შემდგომ კი ბოვეს კოლეჯის პროფესორი გახდა (1370 წელს დაარსებული კოლეჯი, მდებარეობდა პარიზში), სადაც ფილოსოფიას ასწავლიდა. პარიზში ყოფნისას, 1529 წელს, ის ეგნატე ლოიოლას შეხვდა და ამ შეხვედრამ განსაზღვრა ხავიერის შემდგომი ცხოვრება და ქრისტესთვის თავდადებულად შრომისკენ უბიძგა მას.

ლოიოლა, თავის მხრივ, უძველესი ბასკური გვარის შთამომავალი იყო, რომელმაც უარი თქვა სიმდიდრესა და წარჩინებული გრანდის მომავალზე და ქრისტეს სამსახურისთვის გადადო თავი. მისი ენთუზიაზმი ხავიერსაც გადაედო და ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ, მან დატოვა პროფესორის თანამდებობა, მახარებლობას მიუძღვნა თავი და სიღარიბეში, მორჩილებასა და უბიწოებაში დაიწყო ცხოვრება. ლოიოლამ და ხავიერმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, „იესოს საზოგადოება“ დააარსეს, რომელიც, უფრო მეტად, „იეზუიტთა ორდენის“ სახელითაა ცნობილი.

თავდაპირველად, ისინი იმედოვნებდნენ, რომ მუსლიმანებს უქადაგებდნენ სახარებას, მაგრამ ამ იდეამ ხორცი ვერ შეისხა. პაპმა იეზუიტები მთელი ევროპის მასშტაბით გაამწესა მნიშვნელოვან თანამდებობებზე. იეზუიტები შრომობდნენ საპატიმროებში, გაჭირვებულთა და სნეულთა შორის.

სწორედ ამ დროს პორტუგალიის მეფემ ჟუან III-მ პაპს მისიონრების გაგზავნა სთხოვა შორეულ აღმოსავლეთში მდებარე თავის სამფლობელოებში სახარების გასავრცელებლად. ეგნატე ლოიოლამ ხავიერი ამოარჩია ამ საქმისათვის, რომელიც პირველი მისიონერი გახდა იეზუიტთა ორდენიდან. ის მაშინვე გაემგზავრა პორტუგალიაში. იქ ის მეფეს შეხვდა, რომელმაც მისიონერს სთხოვა მოენახულებინა პორტუგალიის ინდოეთი და ექადაგა სახარება ურწმუნოთათვის.

1541 წლის 7 აპრილს ხავიერი, ხომალდ „სანტიაგოთი“ გაემგზავრა ლისაბონიდან. მას თან კიდევ ორი იეზუიტი ახლდა. ამის შემდეგ ხავიერი ევროპაში აღარასოდეს დაბრუნებულა. მთელ აზიაში მოგზაურობდა და ქადაგებდა სახარებას. ათი წლის განმავლობაში დაახლოებით, 15 ათასი კილომეტრი გაიარა. მან ორმოცდაათზე მეტ სამეფოში იქადაგა სახარება და ძალიან ბევრი ახალმოქცეული მონათლა.

იაპონიაც ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი იყო, სადაც ფრანცისკო ხავიერი ქადაგებდა ქრისტიანობას. მის მიერ დაარსებულმა ეკლესიამ სამი საუკუნის განმავლობაში გაუძლო დევნას, ეკლესიამ, რომელსაც არც ბიბლია ჰქონდა და არც სასულიერო პირები ჰყავდა. იაპონელი ქრისტიანები ბავშვებს ზეპირსიტყვიერად გადასცემდნენ ღვთის სიტყვას. მე-19 საუკუნეშიც კი 25 ათასი ქრისტიანი იყო იაპონიის კუნძულებზე.
ფრანცისკო ხავიერი 1552 წლის 2 დეკემბერს, 46 წლის ასაკში გარდაცვალა, დაღლილი მუხლჩაუხრელი შრომისგან. ის წმინდანად არის შერაცხული კათოლიკური ეკლესიის მიერ და იაპონიის მფარველ წმინდანადაც ითვლება. ის ასევე მოიხსენიება, როგორც მოციქული ინდოელთა შორის.

https://www.christianity.com/church/church-history/timeline/1501-1600/the-prodigious-labors-of-francis-xavier-11629966.html


ამავე კატეგორიის

დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

31 ოქტომბერი, 2022

ფაიე ეჯერტონის თარგმნილი ახალი აღთქმა ნავაჰოს და აპაჩების...

30 ნოემბერი, 2021

ჰილდა უიტბელი − ბრიტანეთში მოღვაწე მონაზონი

22 ნოემბერი, 2021

ასა მაჰანი − თავისი დროის პროგრესული განმანათლებელი

5 ნოემბერი, 2021

მარსილიუს პადუელი − დემოკრატიის მომხრე და პაპიზმის წინააღმდეგი

4 ნოემბერი, 2021

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი − ღვთისმეტყველი, რომელმაც ისლამს ქრისტიანობა...

1 ნოემბერი, 2021

ივან პროხანოვი − მოლოკნების მოძრაობის წარმომადგენელი რუსი რეფორმატორი

26 ოქტომბერი, 2021

ულრიხ ცვინგლი

12 ოქტომბერი, 2021

სერ თომას მორი

8 ოქტომბერი, 2021

ერიკ ლიდლი – „მფრინავი შოტლანდიელი“

6 ოქტომბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    თაყვანისცემის მნიშვნელობა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    სწორად აზროვნებას ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია

    24 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები