ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ცნობილი ადამიანები

ჰილდა უიტბელი − ბრიტანეთში მოღვაწე მონაზონი

by ელენე თანდაშვილი 22 ნოემბერი, 2021
22 ნოემბერი, 2021 162 ნახვა

ჰილდა კეთილშობილი ოჯახის შვილი გახლდათ, რომელიც ნორთუმბრიის მეფეს ენათესავებოდა. მისი ბავშვობის წლებზე ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ 13 წლის ასაკში მოინათლა 627 წლის 11 აპრილს. ეს იყო მასობრივი ნათლობა, რაც ჩვეული იყო შუა საუკუნეებისათვის. ამ დრომდე მეფე ედვინი და ნორთუმბრიის სამეფო კარი წარმართები იყვნენ, მაგრამ მეფის მოქცევის შემდეგ პაულინუს იორკელმა (იორკის პირველი ეპისკოპოსი ანგლო-საქსონურ ეპოქაში და როჩესტერის ეპისკოპოსი, მისიონერი) მთელი სამეფო კარიც მონათლა, მათ შორის იყო სწორედ ეს პატარა გოგონა ჰილდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა ოცი წლის შემდეგ.

წმინდა აიდან ლინდისფარნელმა, ნორთუმბრიის მოციქულმა, ჰილდას სთხოვა მშობლიურ მიწაზე დაბრუნებულიყო და პატარა თემი ჩააბარა ჰარტლპულში, რომელსაც ის ისე გულმოდგინედ განაგებდა, რომ შემდეგ ე.წ. ორმაგი მონასტრის განმგებლობა მიანდეს (მონასტერი, სადაც ბერებისა და მონაზვნებისათვის ცალკეული თემები არსებობდა. მსგავსი მონასტრები მხოლოდ ანგლო-საქსონური ეპოქის ინგლისსა და გალიაში არსებობდა და აიკრძალა 787 წელს). ეს მონასტერი მდებარეობდა სტრიენიშალჩში (რომელსაც შემდეგ უიტბი უწოდეს და ამიტომაც ჰილდა ცნობილია, როგორც ჰილდა უიტბელი).

ჰილდა ცნობილი იყო თავისი ბრძნული რჩევებით. მეფეები და მისი ქვეშევრდომები მას მიმართავდნენ; ის ყველაზე გავლენიანი ქალი გახლდათ თავისი დროის ბრიტანეთში. გასაკვირი არ არის, რომ მეფე ოსვიუმ ჰილდას დაავალა სინოდის ორგანიზება.

ეკლესია ორად იყო გაყოფილი. ზოგს უნდოდა რომაული წესები დაეცვათ, ზოგს კი ძველი კელტური ფორმები. მეფემ სწორედ ამიტომ მოიწვია სინოდი, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო, ეკლესია რომაულ ტრადიციას გაჰყვებოდა, თუ კელტურს. თავად ჰილდა კელტური ფორმების მომხრე იყო, მაგრამ მეფემ რომაული ტრადიციის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ჰილდაც დაემორჩილა მის გადაწყვეტილებას.

ჰილდა მოუწოდებდა პოეტ კედმონს, რათა ამ უკანასკნელს ეგალობა ჰილდას მიერ შექმნილი რელიგიური კომპოზიციები, რომლებშიც ბიბლიური ისტორიები იყო გადმოცემული  ანგლო-საქსონურ ენაზე.

ჰილდა გარდაიცვალა 680 წლის 17 ნოემბერს. ის წმინდანად არის შერაცხული.

https://www.christianity.com/church/church-history/timeline/601-900/thirteen-year-old-hild-was-baptized-11629722.html


ამავე კატეგორიის

დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

31 ოქტომბერი, 2022

ფაიე ეჯერტონის თარგმნილი ახალი აღთქმა ნავაჰოს და აპაჩების...

30 ნოემბერი, 2021

ფრანცისკო ხავიერი − იეზუიტი მისიონერი ინდოეთსა და იაპონიაში

9 ნოემბერი, 2021

ასა მაჰანი − თავისი დროის პროგრესული განმანათლებელი

5 ნოემბერი, 2021

მარსილიუს პადუელი − დემოკრატიის მომხრე და პაპიზმის წინააღმდეგი

4 ნოემბერი, 2021

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი − ღვთისმეტყველი, რომელმაც ისლამს ქრისტიანობა...

1 ნოემბერი, 2021

ივან პროხანოვი − მოლოკნების მოძრაობის წარმომადგენელი რუსი რეფორმატორი

26 ოქტომბერი, 2021

ულრიხ ცვინგლი

12 ოქტომბერი, 2021

სერ თომას მორი

8 ოქტომბერი, 2021

ერიკ ლიდლი – „მფრინავი შოტლანდიელი“

6 ოქტომბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    თაყვანისცემის მნიშვნელობა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    სწორად აზროვნებას ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია

    24 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები