მარტოსული ლოცვა – რიჩარდ ვურმბრანდის ცხოვრების მოკლე ისტორია

,,ვწუხვარ, რომ ნიანგი ჭამს ადამიანებს, მაგრამ ნიანგს ვერ ვუსაყვედურებ ამის გამო. მივხვდი, რომ ჩემს მტანჯველებზეც ამავეს თქმა შეიძლებოდა. კომუნიზმმა მათ ადამიანური სახე დააკარგვინა და მხოლოდ ღვთის სიყვარულს შეეძლო მათი შინაგანად განახლება.”

1948 წლის 28 თებერვალს ხუცესი მოიტაცეს ბუქარესტის ერთ-ერთი ქუჩიდან.

ის გაუჩინარებული იყო 14 წლის განმავლობაში.

 

მას სასტიკად აწამებდნენ, რათა უარი ეთქვა ქრისტეს რწმენაზე.

 

ამ საშინელ წამებაშიც კი ის ქრისტეს სიყვარულის საოცარი ძალის მოწმე იყო.

 

რიჩარდი: დაპატიმრების შემდეგ სამი წელი მარტო გავატარე საკანში. ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ ნებისმიერი ადამიანი ჭკუიდან გადაეყვანა.

წამებული სავონაროლა წერდა: „არიან ისინი, ვისაც სწამთ ღმერთის და არიან ისინი, ვისაც ასევე გულწრფელად სწამთ ის, რომ სწამთ.“ იძულებული ვიყავი, საკუთარი თავისთვის მეკითხა: მწამდა ღმერთის?

 

საბინას ხმა: „ჩვენ დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი“, გთხოვ, ახლაც არ მიგვატოვო, ღმერთო.

 

რიჩარდი: ჩემი ცოლი, საბინაც დააპატიმრეს. ჩემი შვილი, მიჰაი, ობლად დარჩა. საბინამ მომდევნო 18 თვე დანუბეს შრომით ბანაკში გაატარა.

ჩემი ცხოვრების იმ ყველაზე ბნელ წუთებში ერთადერთ იმედს ლოცვაში ვპოვებდი.

 

რა თქმა უნდა, ციხეში ლოცვა აკრძალული იყო. ცემის მიუხედავად, ყოველდღე ვლოცულობდი. ღმერთს ვთხოვდი, რომ ძალა მოეცა, რათა გამეძლო ამ ყველაფრისთვის. რასაკვირველია, ვლოცულობდი ჩემს ოჯახზე.

 

ტერფებზე ისე ხშირად და ისე მხეცურად მცემდნენ, რომ ნორმალურად ვერასოდეს გავივლიდი.

 

ვწუხვარ, რომ ნიანგი ჭამს ადამიანებს, მაგრამ ნიანგს ვერ ვუსაყვედურებ ამის გამო. მივხვდი, რომ ჩემს მტანჯველებზეც ამავეს თქმა შეიძლებოდა. კომუნიზმმა მათ ადამიანური სახე დააკარგვინა და მხოლოდ ღვთის სიყვარულს შეეძლო მათი შინაგანად განახლება.

 

ზედამხედველი: ლოცვა? შე სულელო! შენი ცოლი ციხეშია, შვილი ობლად არის დარჩენილი, შენი ცხოვრება დამთავრებულია, და მაინც ისევ ლოცულობ შენი წარმოსახვითი ღმერთის მიმართ. რა დაგრჩა კიდევ სალოცავი?

 

რიჩარდი: შენზე ვლოცულობდი.

 

მე ცოდვა მძულდა, მაგრამ არასოდეს მძულებია ცოდვილი. ზოგიერთი ამ ცოდვილთაგან კიდეც მოვაქციეთ ქრისტესკენ.

 

„გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გდევნით.“ (იესო)

შემდეგ ნახეთ

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

მიმდინარეობს რეორგანიზაცია

გადაცემა მალე დაემატება