🎄 შობის ხმები (საშობაო სიმღერა)

საშობაო სიმღერა “შობის ზარები” ნათია ზაზაძის, დაჩი დოდაშვილის და ელენე თანდაშვილის შესრულებით.

სიმღერის ტექსტი:

 

ვერცხლის ზარი

ჩამორეკავს,

და გვაუწყებს

ქრისტეს შობას.

 

მოგვევლინა

ჩვენი მხსნელი.

ქრისტე იშვა,

ჩვენი ღმერთი.

 

ზარი რეკავს

სიხარულის.

ქრისტემ მოგვცა

სიყვარული.

 

გვესმის ყველას,

შობის ხმები.

„ის აქ არის“ –

ყველა მღერის.

 

დიდება ღმერთს,

აქ მშვიდობა,

კაცთა შორის

სათნოება.

 

ემანუელი,

ჩვენთან არს ღმერთი.

ის არის ჩვენი

სულების მხსნელი.

 

ქრისტეშობას გილოცავთ ყველას.

ქრისტეშობას გილოცავთ ყველას.

 

გვესმის ყველას,

შობის ხმები.

„ის აქ არის“ –

ყველა მღერის.

 

ქრისტე იშვა –

ზეცა ხარობს.

ანგელოზი

ტკბილად გალობს.

 

ზარი რეკავს

სიხარულის.

ქრისტემ მოგვცა

სიყვარული.

 

მოდით ერთად,

თაყვანი ვცეთ,

ჩვენს უფალ ღმერთს,

განვადიდებთ.

 

დიდება ღმერთს,

აქ მშვიდობა,

კაცთა შორის

სათნოება.

 

დეკემბერში

იწყებს თოვას.

ხალხს ვახარებთ

ქრისტეს შობას.

 

დიდება ღმერთს,

აქ მშვიდობა,

კაცთა შორის

სათნოება.

 

ემანუელ,

ჩვენთან არს ღმერთი.

ის არის ჩვენი

სულების მხსნელი.

 

ქრისტეშობას გილოცავთ ყველას.

ქრისტეშობას გილოცავთ ყველას.

 

ვერცხლის ზარი

ჩამორეკავს,

და გვაუწყებს

ქრისტეს შობას.

 

მოგვევლინა

ჩვენი მხსნელი.

ქრისტე იშვა,

ჩვენი ღმერთი.

შემდეგ ნახეთ

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

მიმდინარეობს რეორგანიზაცია

გადაცემა მალე დაემატება