აირჩიე | ბილი გრემი

არსებობს მომავალი სიცოცხლე და მარადისობა არ იწყება მაშინ, როცა გარდაიცვლებით და ზეცაში წახვალთ. მარადისობა იწყება აქ და ახლა, როცა ქრისტეს ირჩევთ. მარადისობა, საუკუნო სიცოცხლე მკვიდრდება თქვენში ამის შემდეგ. იესო ქრისტეა ზეცის კარი.

იესო ნავეს ძის წიგნის 24-ე თავი. იესო ნავეს ძე, როგორც იცით, დიდი მხედართმთავარი იყო. მან დაიკავა მოსეს ადგილი, მისი გარდაცვალების შემდეგ. იესო ნავეს ძემ ისრაელიანთა ყველა ტომის წინამძღოლს მოუყარა თავი შექემში, რადგან მისი გარდაცვალების დრო მოახლოებულიყო. მან მიმართა შეკრებილებს და გააფრთხილა კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით. უთხრა, რომ ღვთის რისხვა დაატყდებოდათ თავს, თუ უფლისათვის არ იცხოვრებდნენ. მე-15 მუხლში ვკითხულობთ: „და თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის მსახურება, აირჩიეთ დღეს, ვის ემსახუროთ: [თუ გინდათ, ეშმაკს ემსახუროთ, ემსახურეთ! მაგრამ აირჩიეთ!] ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ მდინარის გაღმა, თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ ცხოვრობთ. მე და ჩემი სახლი კი უფალს ვემსახურებით.
იესო ნავეს ძე ამბობს, რომ თუ ყველანი სხვა ღმერთებს ან სხვა კერპებს ემსახურებით, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე და ჩემმა სახლმა უკვე გადავწყვიტეთ, რომ უნდა ვემსახუროთ უფალს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აქ მყოფმა თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს. ან უნდა გადაწყვიტოთ, რომ გინდათ ემსახუროთ მატერიალიზმის ღმერთებს, ან ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს. იესო ნავეს ძე აფრთხილებდა ხალხს და ეუბნებოდა, რომ აერჩიათ უფალი და გაჰყოლოდნენ მას, ნაცვლად სხვა ღმერთებისა.
გაცილებით უფრო ადრე, ერთი თაობით ადრე, სიკვდილის წინ მოსემაც გააფრთხილა ისრაელი. მან თქვა: „მოწმედ მოვუწოდებ დღეს თქვენ წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდე წინ. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო შენ და შენმა შთამომავლობამ.“
მოსემაც იგივე თქვა, რაც მრავალი წლის შემდეგ უთხრა ისრაელს იესო ნავეს ძემ, და ყოველმა თაობამ უნდა მოისმინოს ეს სიტყვები კვლავ და კვლავ. სწორედ ამიტომაც არ ძველდება სახარება არასოდეს. სახარება ნებისმიერი თაობისათვის მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ავირჩიოთ.
ერთხელ ალექსანდრე დიდს ჰკითხეს, თუ როგორ დაიპყრო მსოფლიო. მან უპასუხა: „მერყეობის გარეშე.“ იაკობი წერს თავისი წერილის 1-ელ თავში: „დაეჭვებული კაცი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარისაგან აღძრულსა და მიმოტაცებულს.“ ის ასევე წერს: „ორჭოფი კაცი მერყევია თავის ყველა გზაზე.“
არამდგრადი ხართ ქრისტესთან ურთიერთობაში? მერყეობთ მასთან ურთიერთობაში? თუ სრულად ხართ მიძღვნილი ქრისტესადმი, როგორც საკუთარი მხსნელისა და უფლის მიმართ? თუ მერყეობთ და დაეჭვებული ხართ?
ბევრი თქვენგანი მერყეობს ცხოვრების გზაზე. უფალი იესო აფრთხილებდა თვალთმაქცებს, ადამიანებს, რომლებიც სხვანაირად აჩვენებენ თავს სხვებს, თუმცა სინამდვილეში სხვანაირად ცხოვრობენ. უფალი ებრძოდა თვალთმაქცებს ეკლესიაში. ბევრი ანდაზა არსებობს, რომელიც ყველამ ვიცით: გაჭიანურება დროის ქურდია. ერთი დროულად გაკეთებული ნაკერი ცხრას უდრისო. ნუ მერყეობთ. გადაწყვიტეთ. ახლავე!
4:29-8:22
ადამი და ევაც არჩევანის წინაშე დადგნენ ედემის ბაღში. ღმერთმა თქვა: „თუ გინდათ მშვენიერი სამყაროს აშენება, ერთად ავაშენოთ, მაგრამ უნდა გამოგცადოთ. მე თქვენ არჩევის უნარი მოგეცით. მე თქვენ რობოტებად არ შემიქმნიხართ, რომ ღილაკს დავაწვე და გაიძულოთ ჩემი მორჩილება. მე ჩემს ხატად და მსგავსად შეგქმენით. თქვენ გაქვთ არჩევანის უფლება.“
ადამმა და ევამ მცდარი გზა აირჩიეს. მათ დაარღვიეს ღმერთის მითითება. ღმერთმა უთხრა მათ: „რა დღესაც შეჭამთ ნაყოფს, ტანჯვა გექნებათ და სიკვდილს იგემებთ.“ და მას შემდეგ იტანჯება ადამიანი. ეს კი ედემის ბაღში ჩადენილი პირველი ცოდვის გამოა. მას შემდეგ ცოდვისკენ მიდრეკილება მემკვიდრეობით გადადის ადამიანიდან ადამიანზე: ცოდვის თესლი ჩვენში დაბადებიდან დევს.
დავითი ამბობს ერთ-ერთ ფსალმუნში: „ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი.“ დაფიქრდით: ჩასახვისთანავე დაითესა ცოდვა ადამიანში. ადამიანის ცხოვრებაში მოდის მორალური ანგარიშვალდებულების ეტაპი, როცა ის უკვე აცნობიერებს, რომ ცოდვას სჩადის. ეს შეიძლება იყოს, 9, 10 ან 11 წლის ასაკი, როცა ღვთის წინაშე ხარ ანგარიშვალდებული შენს ქმედებათა გამო და ამ დროს ირჩევ ცოდვას! დარჩენილი ცხოვრების განმავლობაშიც გამუდმებით სცოდავ! იბადები ცოდვისკენ მიდრეკილი, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უკვე შეგნებულად ირჩევ ცოდვის ჩადენას და ამის შემდეგ გამუდმებით სცოდავ. ბიბლიაში დაწერილია: „ყველამ შესცოდა.“ ჩვენ ყველანი კერპთაყვანისმცემლები ვართ.
ამრიგად, ადამის წინაშე იყო არჩევანი და მან არასწორად აირჩია. თქვენც არჩევანის წინაშე ხართ.
10:04-10:18
ბევრი არჩევანის წინაშე ვდგებით, იმ ახალგაზრდა მდიდარი კაცის მსგავსად. ის იესოსთან მივიდა, რადგან ბევრი კითხვა ჰქონდა და რადგან საუკუნო სიცოცხლე სურდა. მან ჰკითხა იესოს: „რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“ იესომ შეხედა მას, შეუყვარდა და უთხრა: „წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი.“ ახალგაზრდა კაცი დამწუხრდა და დაღონებული განშორდა იესოს. მას სურდა იესოსთან ყოფნა, მაგრამ უფრო მეტად თავისი ქონების დათმობა ეძნელებოდა.
მას რომ ეთქვა: „კარგი, უფალო, ასე მოვიქცევი,“ დარწმუნებული ვარ, უფალი ეტყოდა მას: „შენი ფული კი არ მსურს, არამედ შენი გული.“ ჩვენ ამ ახალგაზრდა კაცის მსგავსი დამოკიდებულება გვაქვს კერპების მიმართ. შეიძლება ტელევიზორიც კი იქცეს კერპად. ოთახში ფეხაკრეფით შევდივართ, ყველა ჩუმდება და მოკრძალებით ვუყურებთ ამ ყუთს.
11:21-11:27
ბიბლია გვეუბნება, რომ ცხოვრების ორი გზიდან ერთი უნდა ავირჩიოთ. იერემია წინასწარმეტყველი წერს: „ასე ამბობს უფალი: ‘აი, სიცოცხლის გზას და სიკვდილის გზას ვდებ თქვენ წინაშე.’“ არსებობს სიცოცხლის გზა და არსებობს სიკვდილის გზა. თქვენ რომელ გზაზე დგახართ? ახლავე უნდა აირჩიოთ.
იესო ამბობს: მე ვარ გზა. მე ვარ გზა. მე ვარ ერთადერთი გზა. მე ვარ მარადიული სიმშვიდისკენ მიმავალი ერთადერთი გზა. მე ვარ მარადიული სიხარულისკენ მიმავალი ერთადერთი გზა. მე ვარ საუკუნო სიცოცხლისკენ მიმავალი ერთადერთი გზა. მე ვარ ცოდვების პატიების ერთადერთი გზა. მე ვარ მამისკენ მიმავალი ერთადერთი გზა. მასთან ჩემი მეშვეობით უნდა მიხვიდეთ.
12:04-14:24
ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ: „უკეთესი გავხდები,“ მაგრამ ისინი ამას ვერ ახერხებენ, რადგან ამის ძალა არ გააჩნიათ. ამ ძალის მიღება მათ მხოლოდ ქრისტეში შეუძლიათ. მაშინ, როცა ქრისტესთან მიდიხართ, ის გაძლევთ ძალას, რათა ახალი სიცოცხლით იცხოვროთ. სხვანაირად არ შემიძლია ვიცხოვრო ქრისტიანულად, რადგან არ მაქვს ძალა ამისათვის. სულიწმიდა უნდა მკვიდრობდეს ჩემში, ქრისტე უნდა მოქმედებდეს ჩემი მეშვეობით. სხვანაირად მე ვერ შევძლებ ქრისტიანულად ცხოვრებას. დავმარცხდები.
იესო ამბობს: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი პოვებენ მას.“
ის ამბობს, ცოტანი, მხოლოდ ცოტანი პოვებენ ამ ვიწრო გზას და ამ ვიწრო კარიბჭეს. თქვენც იმ ცოტას შორის ხართ? თქვენ არა მხოლოდ ცხოვრების ორ გზას შორის ირჩევთ, არამედ ორ ბატონს შორისაც ირჩევთ. ქრისტე ამბობს: „არავის არ შეუძლია, ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს.“
იესო გვეუბნება, რომ ვერ შევძლებთ, უფალსაც ვემსახუროთ და მატერიალიზმსაც ერთდროულად. ეს მათეს სახარების მე-6 თავშია დაწერილი.
უნდა აირჩიოთ. ბიბლიაში ყველგან არჩევანის შესახებ ვკითხულობთ: არჩევანი, არჩევანი, არჩევანი. ჩვენ არა მხოლოდ ორ გზასა და ორ ბატონს შორის ვირჩევთ, არამედ ორ მამას შორის, ორ სულიერ მამას შორის ვირჩევთ.
იოანეს სახარების მე-8 თავის 44-ე მუხლში უფალი იესო გამაოგნებელ სიტყვებს ამბობს: „თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ.“ ანუ ის ამბობს: „ბევრი თქვენგანის სულიერი მამა ეშმაკია.“ თქვენ ეს არც იცით.
თქვენ ეს არ იცით, ამას არ აღიარებთ, მაგრამ ღმერთი სწორედ ასე უყურებს ამას. თქვენი სულიერი მამა ან ღმერთია, რომელიც არის ჭეშმარიტი და ცოცხალი უფალი ქრისტე, ანდა ეშმაკია თქვენი სულიერი მამა. თქვენ უნდა აირჩიოთ არა მხოლოდ ცხოვრების ორ გზას, ორ ბატონსა და ორ მამას შორის, არამედ უნდა აირჩიოთ ზეცასა და ჯოჯოხეთს შორის.
16:54-17:24
იესო ქრისტეა ზეცისკენ მიმავალი გზა. ის არის გზა ზეცისაკენ. მოდით მასთან.
17:33-17:43
ის ამბობს: „ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით.“ (იოანე 14:2). დიახ, ქრისტე ზეცაშია და ადგილს გიმზადებთ. ის თქვენ გელოდებათ. არსებობს მომავალი სიცოცხლე და მარადისობა არ იწყება მაშინ, როცა გარდაიცვლებით და ზეცაში წახვალთ. მარადისობა იწყება აქ და ახლა, როცა ქრისტეს ირჩევთ. მარადისობა, საუკუნო სიცოცხლე მკვიდრდება თქვენში ამის შემდეგ. იესო ქრისტეა ზეცის კარი.
ესეც თავად უნდა აირჩიოთ. იესო ნავეს ძემ თქვა: „მე და ჩემი სახლი კი უფალს ვემსახურებით!“ მამათქვენი ვერ გადაწყვეტს ამას თქვენ ნაცვლად. დედათქვენი ვერ გადაწყვეტს ამას თქვენ ნაცვლად. თქვენი შვილები ვერ გადაწყვეტენ ამას თქვენ ნაცვლად. ეს ის შემთხვევაა, როცა თავად უნდა აირჩიოთ. იესო ნავეს ძემ იცოდა, რომ ისრაელის ტომების ნაცვლად ვერ გადაწყვეტდა. მათ თავად უნდა აერჩიათ. ადამიანი სოციალური არსებაა, თუმცაღა თითოეულ ადამიანში არის განცალკევებული ადგილი, სადაც მარტონი ვრჩებით: მეგობრების გარეშე, ყველანაირი ურთიერთობის გარეშე, რადგან დიდი ცხოვრებისეული ბრძოლისას მარტოებმა უნდა ვიბრძოლოთ. ეს გადაწყვეტილებაც მარტომ უნდა მიიღოთ. 19:04

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში