გამართლება – ჯონ ფაიფერი

ცნობილი ხუცესი, მქადაგებელი და მასწავლებელი ჯონ ფაიფერი საუბრობს, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი ჩვენი რწმენის მეშვეობით და რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ვხდებით ქრისტეს სიმართლის მონაწილე.

მე ვამტკიცებ, როგორც, ვფიქრობ, ისტორიულად პროტესტანტული ქრისტიანობა ამტკიცებდა ყოველთვის და როგორც ბიბლიაც ამტკიცებს, რომ ქრისტეს სიმართლე შემერაცხება ანუ მეთვლება ქრისტესთან ერთობის მეშვეობით, რომელ ერთობაშიც ქრისტე ჩემთვისაა და მე კი მასთან ვარ მჭიდროდ დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ რწმენის მეშვეობით.

ღმერთი მოქმედებს ჩემი რწმენის მეშვეობით. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ვხდები ქრისტეს სიმართლის მონაწილე.

ეს მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი; არა რწმენის ნაყოფების მეშვეობით, რომლებიც არის, მაგალითად, წყალობა, სიყვარული, სამართლიანობა, მოთმინება, სიკეთე, თავმდაბლობა და ასე შემდეგ და რომელი ნაყოფებიც სასარგებლო პიროვნებად მაქცევს ამ ქვეყნიერებაზე.

თუ შეეცდებით, რომ გამართლების ნაყოფი გამართლების საფუძვლის ნაწილად აქციოთ, ამით თავად ნაყოფს დააზიანებთ.

მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ნამდვილად მწამს, რომ ქრისტიანები უნდა იყვნენ მოსიყვარულენი, სამართლიანნი, მზრუნველნი, სხვა სიტყვებით, სულიწმიდის ნაყოფი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხელახლა შობილნი არ ვართ, თუ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს ხელახლა შობილი ქრისტიანი.


თუმცა ამავდროულად, იმის თქმაც მსურს, რომ დოქტრინა მხოლოდ რწმენით გამართლების შესახებ, ანდა სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქრისტეს სიმართლის შერაცხვა ჩვენთვის რწმენის მეშვეობით ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ხელახლა შობილი ქრისტიანის ცხოვრებით და წინსვლა გვქონდეს ამაში.


შესაძლოა, ამის საუკეთესო მაგალითი იყო უილიამ უილბერფორსი, რომელმაც მონებით ვაჭრობის საწინააღმდეგო მოძრაობა მთლიანად გამართლების დოქტრინაზე დაამყარა.


და როდესაც დაწერა წიგნი, აღარ მახსოვს სახელწოდება, ნამდვილი ქრისტიანი, თუ არ ვცდები, იქ თქვა: „ჩემი მთავარი მიზანია ინგლისს დავეხმარო იმის გაგებაში, რომ ცხოვრების გარდაქმნა და ასევე მონებით ვაჭრობის გაუქმება სწორედ გამართლების ნაყოფია და არა მისი საფუძველი.


მას სურდა, მკაფიოდ წარმოეჩინა, თუ რით განსხვავდება ის, თუ როგორ ვმართლდებით ღვთის წინაშე და ის, თუ როგორ ვხდებით წმიდები ამქვეყნად ცხოვრებისას.


მეც სწორედ მისი მაგალითის კვალს მივყვები. მინდა, რომ ბევრი უილიამ უილბერფორსის ჩამოყალიბებას შევუწყო ხელი ჩვენთან ეკლესიაში და ასევე, მის გარეთ და ვფიქრობ, რომ თუ სამართლიანობისადმი ერთგულებას მივიჩნევთ ღვთის წინაშე გამართლების საშუალების შემადგენელ ნაწილად და არა ამ გამართლების ნაყოფად, ამით დავაკნინებთ მიზანს, რომელსაც ვესწრაფვით.

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში