ვინ უნდა მოინათლოს? – რიკ უორენი

ამერიკელი ხუცესი და მახარებელი, რიკ უორენი საუბრობს ნათლობის მნიშვნელობაზე თუ ვინ უნდა მოინათლოს და რომელ ასაკში. ასევე რატომ არ ნათლავენ პროტესტანტები ბავშვებს და რა წერია წმინდა წერილში ნათლობის შესახებ.

შემდეგი კითხვა: ვინ უნდა მოინათლოს?


ამაზე პასუხი შემდეგია: ყველა, ვისაც სწამს.


თუ გწამთ, უნდა მოინათლოთ. არ უნდა მოინათლოთ მანამ, სანამ არ ირწმუნებთ.

სწორედ ამიტომაც არ ვნათლავთ ბავშვებს მანამ, სანამ იმ ასაკს არ მიაღწევენ, როცა შეძლებენ – თავად ირწმუნონ.


ჩვენ გვსურს, რომ მათ თავად მიიღონ ნათლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.


სხვა პირობა ნათლობისათვის არ არსებობს გარდა იმისა, რომ უნდა გწამდეთ.

არ არის საჭირო პირობის დადება იმასთან დაკავშირებით, რომ აღარასოდეს შესცოდავთ, რომ სრულყოფილი იქნებით; არც რაიმე კურსების გავლაა საჭირო, არც კატეხიზმოს სწავლა, არც რაიმე განსაზღვრული ასაკი იმისათვის, რომ მოინათლოთ. არა. როგორც კი საკმარისად დიდი იქნებით იმისათვის, რომ ირწმუნოთ, შეძლებთ მოინათლოთ.


ასეა წმინდა წერილის მიხედვით.


მოციქულთა საქმეების მე-2 თავის 41-ე მუხლი: „ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლნენ“…


საქმეების მე-8 თავის მე-13 მუხლი: „სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა“…


საქმეების მე-8 თავის მე-12 მუხლი: „როცა ერწმუნნენ ფილიპეს, რომელიც ახარებდა ღვთის სასუფეველსა და იესო ქრისტეს სახელს, ინათლებოდნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც.“


და კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ბიბლიაში აღწერილი ყოველი ნათლობა არის ის, რასაც „მორწმუნის ნათლობა“ ეწოდება. ბიბლიის მიხედვით, ყველას, ვინც ინათლებოდა, უკვე სწამდა…

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში