კარგია თუ არა თვითანალიზი? – პოლ ტრიპი

პოლ ტრიპი საუბრობს თვითანალიზის შესახებ, რაც ქრისტიანის ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. სათანადო თვითანალიზი ადამიანს უბიძგებს ცოდვების აღიარებისკენ, რაც თავის მხრივ, ბადებს უფრო დიდი მადლიერების გრძნობას სახარების მიმართ.

ბიბლია თავმდაბლობისა და ცოდვების აღიარებისკენ მოგვიწოდებს.

ჩემთვის რთულია იმაზე ფიქრი, რომ ცოდვების აღიარება შესაძლებელია გარკვეული თვითანალიზის გარეშე.


ვერ შეძლებთ იმის აღიარებას, რაზეც არ დამწუხრებულხართ; ვერ დამწუხრდებით იმაზე, რაც არ დაგინახავთ და ვერ მოინანიებთ იმას, რაც არ გიღიარებიათ. ამრიგად, ბიბლია მომიწოდებს იმისკენ, რომ ყოველთვის ვიკვლევდე საკუთარ გულს.


ვფიქრობ, ჩემი თვითანალიზის უნარი გარკვეულწილად შეზღუდულია. ეს იმის გამოა, რომ ცოდვას მატყუარა ბუნება აქვს.


სწორედ ამიტომ, ჩემთვის საუკეთესო გზა იქნება, თუ საკუთარ გულს გამოვიკვლევ ისეთ ადამიანთან ერთად, ვისაც ექნება ჩემი დახმარების უნარი, ვინც შეძლებს ჩემთვის ისეთი კითხვების დასმას, რომლებსაც მე ვერ ვუსვამ საკუთარ თავს.

თუმცაღა ისეთ პიროვნულ თვითანალიზს, რომელიც საკუთარი თავის დამცირებისა და მსჯავრდადებისკენ არის მიმართული, შედეგად მოსდევს დეპრესია და იმედგაცრუება და ეს თავისთავად სახარების უარყოფაა.


ვინაიდან ყველაფერი, რასაც ოდესმე აღმოვაჩენ საკუთარ თავში, უკვე დაფარული და გამოსყიდულია იესო ქრისტეს სისხლით.


ჩვენ იმისათვის გაგვათავისუფლა ღმერთმა, რომ ყველაზე პატიოსანი და გულწრფელი ხალხი ვიყოთ დედამიწაზე, რადგან ვიცი, რომ ისეთი არაფერი გაირკვევა ჩემზე, ისეთი არაფერი გამჟღავნდება ჩემ შესახებ და ისეთი არაფერი გაცხადდება ჩემზე, რაც უკვე არ არის დაფარული ჩემი მეფისა და მხსნელის, უფალ იესო ქრისტეს პიროვნებისა და საქმეების, სიცოცხლის, სიკვდილისა და აღდგომის მიერ.


და ამრიგად, არ უნდა მეშინოდეს იმის, რომ პირდაპირ შევხედო ჩემს გულს.

შეიძლება ჩემი შიშის მიზეზი ისაა, რომ საკუთარი გულის გამოკვლევა, თვითანალიზი თრგუნავს ჩემს ადამიანურ სიმართლეს, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულობას. ღმერთს არ უკვირს ის, რაც ვლინდება, არამედ მე მიკვირს, რაც ვლინდება და არ მსურს, ამას პირისპირ შევხვდე.

მაგრამ თუ გააცნობიერებთ იმას, როგორი კეთილგანწყობით გხვდებათ სახარება, მაშინვე გაიქცევით ამ გულწრფელი დახვედრისკენ.


და თუ აღიარებთ ცოდვებს, ღმერთი არასოდეს შეგაქცევთ ზურგს, არასოდეს დაგცინებთ, არასოდეს დაგტოვებთ.


ის მოგივლენთ თავის მადლსა და წყალობას, რაც დაგეხმარებათ ცოდვების აღიარებაში.

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში