რას ეძებთ? – ბილი გრემი

თქვენ შექმნილნი ხართ ღვთისათვის. თქვენ გაქვთ სხეული, მაგრამ სხეულში არის სული, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი; ღმერთთან ურთიერთობისათვის არის შექმნილი. ეს ურთიერთობა კი ცოდვის მიერ არის გაწყვეტილი. ამიტომაც, შინაგანად განუწყვეტლივ რაღაცას ეძიებთ და რაღაცას ითხოვთ ღაღადით, თუმცა არ იცით, რას…

ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, როგორც ვართ მოწყობილნი. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ჩვენი გარეგნობა. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ის, როგორც ვცხოვრობთ. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ის, თუ სად ვცხოვრობთ. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ჩვენი განათლება. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ჩვენი შინაგანი.


რაღაც გვაკლია და არ ვიცით, რა.


იმ გოგონას მსგავსად, რომელიც განუწყვეტლივ ტიროდა უნივერსიტეტში და ვერავინ იგებდა, რატომ. ბოლოს, მშობლებს დაუძახეს და როგორც იქნა, მან მამას ძლივძლივობით უთხრა: „მამა, რაღაც მინდა, მაგრამ არ ვიცი, რა არის ეს რაღაც.“


ადამიანთა უმეტესობა ეძებს რაღაცას. მათ არ იციან, რა არის ეს რაღაც. იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენ შექმნილნი ხართ ღვთის ხატად და მსგავსად.


თქვენ შექმნილნი ხართ ღვთისათვის. თქვენ გაქვთ სხეული, მაგრამ სხეულში არის სული, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი; ღმერთთან ურთიერთობისათვის არის შექმნილი. ეს ურთიერთობა კი ცოდვის მიერ არის გაწყვეტილი.


ამიტომაც, შინაგანად განუწყვეტლივ რაღაცას ეძიებთ და რაღაცას ითხოვთ ღაღადით, თუმცა არ იცით, რას.


ფიქრობთ, რომ ამ რაღაცას ნარკოტიკებში იპოვით. ფიქრობთ, რომ ამას სექსში იპოვით. ფიქრობთ, რომ ამას კიდევ სხვა რამეში იპოვით: ძალაუფლებაში, წარმატებაში, ფულში, მაგრამ ეს ამ რაღაცებში არ არის.


შედეგად, სიცარიელეს გრძნობთ. ისევ ეძებთ. და სინამდვილეში თქვენ ეძებთ ღმერთს და არ იცით.


და ვერასოდეს იპოვით სრულ კმაყოფილებას და სიმშვიდეს, თქვენი ცხოვრების მიზანსა და დანიშნულებას მანამ, სანამ თქვენს ცხოვრებას ღმერთს არ ჩააბარებთ.
ჩააბარეთ თქვენი ცხოვრება ქრისტეს.

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში