ღმერთს მიენდეთ გასაჭირისას – ტიმ კელერი

იმის გამო, რომ ღმერთი მადლის ღმერთია, იმის გამო, რომ ის ამბობს: „მე ჩემი ხალხის ერთგული ვარ, არა იმიტომ, რომ ისინი ძალიან კარგები არიან, ან ყველაფერს სწორად ამბობენ, მე მათი ღმერთი ვარ, რადგან მადლის ღმერთი ვარ.“
და ვფიქრობ, რომ არცერთ სხვა რელიგიას არ შეუძლია ღმერთის ასე წარმოჩენა, ასეთი ღმერთის შემოთავაზება ჩვენთვის.

წავიკითხავ აბაკუმ წინასწარმეტყველის წიგნის 1-ლი თავიდან; აბაკუმი ამბობს:
„როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველოდე? რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს?
განა უკუნისიდან არა ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმინდავ? არ დავიხოცებით.“
აბაკუმი 1:2-3; 12


აბაკუმი წინასწარმეტყველია. ის ხედავს, რომ ყველაფერი ცუდად არის მის საზოგადოებაში, ყველაფერი ცუდად არის მის კულტურაში; ის ხედავს, რომ თავისი ხალხი მორალური და სოციალური გადაგვარების გზაზეა. ამას ემატება ისიც, რომ მტერი უპირებს ისრაელს თავდასხმას. ის მხოლოდ უბედურებას ხედავს და ღმერთს ეწუწუნება ამის შესახებ. შემდეგ კი სხვა რამეს ვხედავთ მის სიტყვებში.
უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთი რამ დაინახოთ. აბაკუმი ამბობს: „რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე?“
ანუ, ფაქტობრივად, აბაკუმი ამბობს: „ყველაფერი ცუდად არის და შენ არაფერს აკეთებ, ღმერთო.“
ასევე ამბობს: „რატომ მხვდა წილად ამ ბოროტების შუაგულში ყოფნა? მამაჩემის, პაპაჩემის დროს ყველაფერი გაცილებით უკეთესად იყო. რატომ მე?“
აბაკუმი შეღაღადებს ღმერთს. მეორე მხრივ, ის ასევე ამბობს: „ჩემო ღმერთო, ჩემო წმინდავ, არ დავიხოცებით!“
აბაკუმთან დაკავშირებით მომწონს ის, რომ ის უჩვეულოდ გულწრფელია. ძველი აღთქმის ერთ-ერთი კომენტატორი წერს: „როცა აბაკუმი ამბობს: ‘განა უკუნისიდან არ ხარ, უფალო?’ ებრაულად ეს შეურაცხყოფას ნიშნავს. ამით ის ამბობს: „მე მეგონა, უსასრულო იყავი. მეგონა, უსასრულოდ კეთილი და ბრძენი იყავი. როგორ დაუშვი ეს ყველაფერი?“ ანუ ასეთი მიმართვა შეურაცხყოფაა.
ერთი მხრივ, აბაკუმი გამაოგნებლად ზუსტად გამოხატავს ემოციებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამბობს: ჩემო ღმერთო, ჩემო წმინდავ, არ დავიხოცებით!“
მინდა, კარგად დაგანახვოთ საკითხი: აბაკუმი გაცილებით უფრო გულწრფელია, ვიდრე რელიგიურ ადამიანთა უმრავლესობა. რელიგიური ადამიანები ფიქრობენ: „მე ასე ვერ შევღაღადებ ღმერთს. ვერ დავიწყებ გოდებას. ვერ გამოვხატავ ჩემს ბრაზს და უბედურებას ღმერთის მიმართ. მე უნდა კეთილი ვიყო, პატივისცემა გამოვიჩინო.“
აბაკუმი უფრო გულწრფელია მათთან შედარებით და გაცილებით უფრო ერთგული საერო პიროვნებებთან შედარებით.
ვერავითარ მითითებას ვერ ვხედავთ იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის ამბობდეს: „არა, არ ვაპირებ, ღმერთს მივენდო.“
ის ამბობს: „არა, ჩემო ღმერთო, ჩემო წმინდავ, არ დავიხოცებით.“
ისეთ დროს, როგორიც ახლაა, გულწრფელობა გვჭირდება. ვერ ვიტყვით: „ო, უფალი მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ის კარგ რაღაცებს აკეთებს და ეს ყველას გაგვაძლიერებს.“
არა, მოდით, ვაღიაროთ, რომ არის ტრაგედია, არის სიკვდილი, არის ხანგრძლივი ტკივილი; მოდით, ემოციურად რეალისტურნი ვიყოთ აბაკუმის მსგავსად, მაგრამ, მეორე მხრივ, არავის მივცეთ იმის უფლება, რომ თქვას: „არ შემიძლია, ასეთი ღმერთის ვირწმუნო.“
აბაკუმი გაცილებით უფრო ერთგულია ურწმუნო ადამიანთან შედარებით და გაცილებით უფრო გულწრფელი, ვიდრე რელიგიური ადამიანები არიან. ის კარგი მაგალითია ჩვენთვის.
და როცა ის ამბობს − „რატომ უნდა ვიყო ასეთი ცუდი დროის მომსწრე?“ − მახსენდება ფროდო „ბეჭდების მბრძანებლიდან“. ის გენდალფს ეუბნება: „ნეტავ, ეს ჩემს დროს არ მომხდარიყო.“
გენდალფი კი მიუგებს: „ასე ამბობს ყველა, ვისაც მსგავს დროში უწევს ცხოვრება, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ მხოლოდ იმის გადაწყვეტა შეგვიძლია, როგორ გამოვიყენოთ დრო, რომელიც მოგვეცა.“
სწორედ ასე იქცევა აბაკუმი და ჩვენც ასე უნდა ვიქცეოდეთ.

კესი კელერი: მართლაც უჩვეულოა, რომ ბიბლიაში ბევრგან ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ როგორ იწვევს ღმერთი თავის შვილებს, რათა მათ კითხვები დაუსვან მას, შეეჭიდონ მას, დაეჭვდნენ კიდეც თომას მსგავსად. მსოფლიოს რელიგიებს თუ გადავხედავთ, ეს საკმაოდ უნიკალური მოვლენაა, ანუ ის, რომ ღმერთი ერთგულ მორწმუნეებს ნებას აძლევს და უფრო მეტიც, უბიძგებს კითხვების დასმისკენ, ნაცვლად იმისა, რომ მორწმუნეები მხოლოდ იმას ამბობდნენ: „მწამს, რომ ყველაფერი კარგია, რასაც აკეთებ.“ შენი აზრით, რატომ არის ასე? 

ტიმ კელერი: ეს ძალიან კარგი კითხვაა. პასუხი მყისვე არ მომდის თავში, მაგრამ რამდენიმე რამის თქმა კი მინდა: პირველი, ბიბლიის ბევრი მთავარი პერსონაჟი, მაგალითად, იერემია, ღმერთს „მატყუარა, დამშრალ ღელეს“ უწოდებს, ანუ ღელეს, სადაც ის წყალს მოელის, მაგრამ მშრალია.
ასევე გავიხსენოთ იობი, აბაკუმზე ვისაუბრეთ, იაკობი პირდაპირ შეეჭიდა ღმერთს.
კესი კელერი: თომა ასევე.
ტიმ კელერი: თომა, დიახ.
კესი კელერი: და ის მოწაფეები, რომლებმაც იესოს ამაღლებისას ეჭვი გამოთქვეს.
ტიმ კელერი: დიახ, სწორედ ასეა. ერთი რამ მართალია: ჩვენ არაფერს ვიგონებთ, ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა, სადაც რწმენის მამამთავრები ღმერთის მიმართ ეჭვს გამოხატავენ და მას წყენით მიმართავენ.
მეორე, ეს შესაძლებელია, რადგან ჩვენი ღმერთი მადლის ღმერთია.
6:05-6:14 (ამოჭრა)
როცა აბაკუმი ამბობს: „ჩემო ღმერთო, ჩემო წმინდავ, არ დავიხოცებით.“ ეს აღთქმის ენაა. ცეცხლმოდებული ბუჩქის შუაგულში გამოცხადებისას, ღმერთმა საკუთარ თავს მხოლოდ ელოჰიმ კი არ უწოდა, არამედ უთხრა მოსეს: „თქვენ იქნებით ჩემი ხალხი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი.“
ეს დიდი სიახლოვის გამომხატველი ენაა. მე შემიძლია გითხრა: „შენ ჩემი კესი ხარ, მე შენი ტიმი ვარ“, მაგრამ სხვას არავის აქვს ჩვენთვის ამის თქმის უფლება. ამრიგად, ეს არის მადლის, ურთიერთობის ენა და, შესაბამისად, იმის გამო, რომ ღმერთი მადლის ღმერთია, იმის გამო, რომ ის ამბობს: „მე ჩემი ხალხის ერთგული ვარ, არა იმიტომ, რომ ისინი ძალიან კარგები არიან, ან ყველაფერს სწორად ამბობენ, მე მათი ღმერთი ვარ, რადგან მადლის ღმერთი ვარ.“
და ვფიქრობ, რომ არცერთ სხვა რელიგიას არ შეუძლია ღმერთის ასე წარმოჩენა, ასეთი ღმერთის შემოთავაზება ჩვენთვის.

Accordion Content

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში