ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კულტურა

ახალი დოკუმენტური ფილმი ბილი გრემის შესახებ

by მარიამ გოგიჩაშვილი 2 ივნისი, 2021
2 ივნისი, 2021 324 ნახვა

„American Experience“ არის PBS-ის სატელევიზიო პროგრამა, რომელიც გვთავაზობს დოკუმენტურ ფილმს მსოფლიოში ცნობილი მახარებლის, ბილი გრემის შესახებ. ფილმში წარმოჩენილია მისი ბრძოლა თავმდაბლობასა და სიამაყესთან, იმის პარალელურად, რომ იგი დიდ გავლენას ახდენდა ამერიკის პოლიტიკაზე და უამრავი ადამიანი მიჰყავდა ქრისტესთან.

ფილმი იწყება მახარებლის ისტორიის მოყოლით, ჩრდილოეთ კაროლინის ფერმაში მისი მოკრძალებული ცხოვრებიდან, თუ როგორ გახდა ის აქტიური მქადაგებელი, რომელმაც გავლენა მოახდინა ქრისტიანობასა და დღევანდელ ამერიკაზე.

როგორც ჟურნალისტი ნენსი გიბსი აღნიშნავს, ფილმში ბილი გრემი 1950-იანი წლების ერთ მომენტში ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო მსოფლიოში. ფილმის რეჟისორის, სარა კოლტის თქმით: „აღსანიშნავია, რომ მას დიდი როლი მიუძღვის პოლიტიკასა და ქრისტიანობას შორის ურთიერთობის გამყარებაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები.“

ფილმში ნათქვამია, რომ გრემი და მისი „ადრეული ფუნდამენტალისტური ქადაგებები  აღვივებდა აპოკალიპტურ მღელვარებას პოსტატომურ სამყაროში, მოუწოდებდა ადამიანებს, რომ მიეღოთ ერთადერთი გადარჩენის გზა: საკუთარი თავის უფლისთვის მიძღვნა.“  „American Experience“-ი ასევე ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ გაყო გრემმა თავისი თავდაპირველი ქადაგების სტილი და გახდა მსოფლიოში ცნობილი ადამიანი, რომელმაც: „ააშენა მედიაიმპერია, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მილიონობით ადამიანს უქადაგა; მაგნატები, პრეზიდენტები და სამეფო ოჯახის წევრები მას სიამოვნებით უსმენდნენ.“

„გრემის ურთიერთობას პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერთან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქრისტიანობასა და პოლიტიკაში ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის ჩვენი ერის ისტორიაში.“ – განაცხადა კოლტმა ამერიკის პოლიტიკაზე გრემის გავლენაზე საუბრისას.

დადგენილია, რომ გრემმა პირადად 210 მილიონამდე ადამიანს უქადაგა. ფილმი ასახავს, თუ როგორი წვლილი მიუძღვის გრემს ამჟამინდელი მახარობლური მოძრაობის ჩამოყალიბებაში ამერიკაში. და ამასთანავე, როგორ იყენებდა ის თავის ორატორულ ნიჭს, რომ ექადაგა ქრისტეს სახარება მსოფლიოსთვის.

ფილმში ასევე მონაწილეობს ბილი გრემის პირადი ბიოგრაფი, უილიამ მარტინი, რომელმაც ასევე დაწერა ბილი გრემის ოფიციალური ბიოგრაფია: „პატივცემული წინასწარმეტყველი“ („A Prophet with Honor“). როგორც მარტინი აცხადებს, „მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში ის პატივმოყვარეობასა და თავმდაბლობას შორის ბრძოლაში იყო.“

ბილი გრემის ცხოვრება მრავალმხრივ საინტერესოა, თუმცა მისი როლი პოლიტიკასა და პრეზიდენტებთან ურთიერთობაში განსაკუთრებულად აქტიურად იკვეთება. განსაკუთრებით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც უამრავმა ადამიანმა ტრამპი (ყოფილი პრეზიდენტი) ევანგელური სულისკვეთების გამო აირჩია.

ფილმში ასევე მონაწილეობენ: გრემის და – ჯინ ფორდი და მისი მეუღლე ლეიტონ ფორდი.

გრემი რასაც ქადაგებდა, იმას ცხოვრებისეულადაც ამტკიცებდა, რადგან იცოდა, რომ უთვალთმაქცობას და თავმდაბლობას ყოველთვის დააფასებდა საზოგადოება. უამრავი მქადაგებელი გახვეულა სხვადასხვა სკანდალში, რომლებიც აცამტვერებდნენ მათ მიერ ნაქადაგებ უწყებას. ბილი გრემს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ამ ხაფანგებში არ გაეხვეოდა და მან და მისმა კოლეგებმა ერთმანეთს პირობა მისცეს, რომ ისინი გულახდილნი იქნებოდნენ ფინანსურ და პირადი ურთიერთობების საკითხებში და მათ ნამდვილად გაამართლეს მოლოდინი.

ვიმედოვნებ, რომ ადამიანები ამ ფილმიდან არა მხოლოდ ბილი გრემის სრულ ბიოგრაფიას შეიტყობენ, არამედ იმასაც, რომ ბილი გრემის მეშვეობით შედგა და გამყარდა ურთიერთობა ქრისტიანობასა და ხელისუფლებას შორის.


ამავე კატეგორიის

ახალი ქრისტიანული ფილმი „Father Stu“ ეკრანებზე ამ გაზაფხულს...

15 თებერვალი, 2022

ძმები კენდრიკები და კირკ კამერონი ახალი ფილმის გადასაღებად...

31 იანვარი, 2022

„ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული სერიალის დებიუტი 2 სექტემბერს...

26 იანვარი, 2022

2022 წელს სერიალ „რჩეულის“ მე-3 ნაწილის გადაღება დაიწყება

28 დეკემბერი, 2021

ვირტუალური საშობაო ღონისძიება: „წყნარი ღამე ბიბლიის მუზეუმში“

21 დეკემბერი, 2021

კლაივ ლუისზე გადაღებულმა ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა

15 ნოემბერი, 2021

GMA Dove Award-ის ცერემონიაზე ქრისტიან მომღერლებს ჯილდოები გადასცეს

1 ნოემბერი, 2021

აშშ-ის კინოთეატრებში ახალი დოკუმენტური ფილმი – „ქრისტეს მუსიკა“...

7 ოქტომბერი, 2021

ახალი ფილმი „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“ კინოეკრანებზე 2022 წელს გამოვა

23 სექტემბერი, 2021

ახალი დოკუმენტური ფილმი ქრისტიანული მუსიკის შესახებ კინოეკრანებზე ოქტომბერში...

30 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები