დიმას სალაბერიოსისა და მისი მეუღლის, ტიფანის, მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ჩიკაგო: ამერიკის ფარული ომი“ „ოსკარის“ დაჯილდოების საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში განიხილება.
ხუცესი დიმას სალაბერიოსი ჩიკაგოში, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ქალაქში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ ელოცა და ემარხულა იქ გამეფებული მკვლელობისა და ძალადობის დასრულებისთვის. აქ ბავშვები დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და თავს დაცულად მხოლოდ სკოლასა და ეკლესიაში გრძნობენ.
„ჩვენი მისიაა აპათიის ემპათიად გარდაქმნა განათლებისა და დაფარულის გამომჟღავნების საფუძველზე. შესაბამისად, ამერიკისთვის ეს არ იქნება მხოლოდ ჩიკაგოს ომი, არამედ ჩვენი ომი.
‘ჩიკაგო: ამერიკის ფარული ომი’ ფარდას ხდის ამ გენოციდის მსგავს საქციელს. ძალიან ბევრი რამ ჩაიდო ამ საქმის წამოწყებისთვის და ცუდია, რომ ამაზე უფრო მეტი არ კეთდება მის აღმოსაფხვრელად. დროა, გავერთიანდეთ და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რადგან ეს ამერიკის ფარული ომი აღარაა, ეს ჩვენი ომია.“ – წერს სალაბერიოსი.
სალაბერიოსი, ყოფილი ნარკობარონი, ახლა კი უკვე მისიონერი ნიუ-იორკიდან, მოწოდებულია, რომ ებრძოლოს ამ სისხლისღვრას ჩიკაგოში.
სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს 90.9% სიკვდილიანობისა იარაღით ძალადობის მეშვეობით განხორციელდა. ანგარიში გვიჩვენებს, რომ ყოველ 2 საათში ერთ ადამიანს ესვრიან, და ყოველ 10 საათში ერთი ადამიანი კვდება.
უამრავი მიძღვნილი ადამიანი მუშაობდა იმაზე, რომ ის, რაც რეალობაში ხდება, ფილმშიც ასევე ასახულიყო.