ბავშვობაში მაიკ ვუდვარდმა საკვირაო სკოლაში პირველად მოისმინა დავითისა და გოლიათის ისტორია, რომლის კადრიც საკვირაო სკოლის მასწავლებელმა თექის თოჯინების მეშვეობით გააცოცხლა ბავშვების თვალწინ.
ვუდვარდის თქმით, მისი შვილები, პარკერი და ოუენი, თამაშების მეშვეობით კარგად სწავლობენ ბიბლიურ ისტორიებს.
თამაშში, სახელწოდებით DvG, თავდაპირველად მონაწილეები იწყებენ მარტივ მოწინააღმდეგეებთან შეჯიბრებას, მაგალითად, მგლების თავდასხმა ცხვრების ფარაზე. შემდეგ ისინი უფრო რთულ დონეებზე გადადიან და ემზადებიან გოლიათთან შესაჯიბრებლად. ყოველ ახალ დონეზე, მოთამაშეები ახალ უნარებს ითვისებენ, რომლებიც სამომავლოდ ეხმარება მათ. მოთამაშეებს ასევე შეუძლიათ, გამოიყენონ ვირტუალური შურდული, რომელსაც მოიქნევენ.
12 წლის პარკერ ვუდვარდი ამბობს, რომ ამ თამაშმა სხვანაირად დაანახვა დავითისა და გოლიათის ისტორია.
„თავდაპირველად მეგონა, დავითი უბრალოდ გავიდა და დაამარცხა გოლიათი. თამაშის შემდეგ კი მივხვდი, რომ ვიდრე გოლიათის წინაშე გავიდოდა, მას საბრძოლველად დიდი მომზადება დასჭირდა.“ – თქვა მან.
ამ თამაშის მთავარი აზრი და დანიშნულება არის მოთამაშეებისთვის ბიბლიური ისტორიის უკეთ გაცნობა და დანახვება იმისა, რომ დაჟინებულობით, რწმენითა და ბრძოლით შეგვიძლია დავძლიოთ „გოლიათები“ ჩვენს რეალურ ცხოვრებაშიც.
თამაშის დემო ვერსიის ნახვა ან თამაშის სრული ვერსიის ყიდვა შეგიძლიათ აქ.