პრისცილა შირერი, მსახიობი, რომელიც ქრისტიანულ ფილმ „ომის ოთახში“ მონაწილეობს, ძმებ კენდრიკების ახალ ფილმში იღებს მონაწილეობას, სახელად „გამარჯვებული“.
ფილმი 15 წლის ჰანა სკოტის შესახებაა, რომელმაც ორივე მშობელი დაკარგა ნარკომანიის გამო. კენდრიკების ნამუშევარი შეიცავს ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რომლებიც ნაცნობი იქნება მაყურებელთათვის. შირერის თქმით, ცხოვრებისეული სირთულეების ეკრანიზაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ხედავს ფილმის პერსონაჟში, ის უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისთვის.
„ამ ფილმმა გააფართოვა ჩემი თვალთახედვა უამრავ სფეროში, იმ სფეროებში, რომლებშიც უფალი საუბრობს და სწვდება ადამიანთა გულებს.“ – ამბობს მსახიობი.
ფილმში თავად ალექს კენდრიკი თამაშობს კალათბურთის მწვრთნელ ჯონ ჰარისონს, რომელის ცხოვრება ერთ ღამეში შეიცვლება, როდესაც მისი სკოლის კალათბურთის გუნდი დაიშლება და შტატის ჩემპიონატში მონაწილეობის ოცნებები დაიმსხვრევა. როდესაც უმსხვილესი ქარხანა დაიხურება და ასობით ოჯახი დატოვებს ქალაქს, ჯონი საგონებელში ჩავარდება თავისი ოჯახის გაურკვეველი მომავლის გამო. იგი იძულებულია სხვა ქალაქებში ეძიოს მწვრთნელის სამუშაო. სულ მალე კი ის ერთ ძალიან მოტივირებულ გოგონას, ჰანა სკოტს შეხვედება, რომელიც ასთმითაა დაავადებული. ერთი შეხედვით ჯონს შეუძლებლად ეჩვენება მისი წარმატება მორბენალის კარიერაში, თუმცა მოვლენები რადიკალურად და საინტერესოდ ვითარდება.