გახმაურებული სერიალის „The Chosen“-ის პირველი სეზონის პირველი სერია 8 თებერვალს უკვე გავიდა სამაუწყებლო კომპანია TBN-ის ეთერში. სერიალს 8 კვირის განმავლობაში ყოველ ორშაბათს აჩვენებენ. აქამდე სერიალის ჩვენება პირდაპირ ეთერში მხოლოდ „ფეისბუკსა“ და „იუთუბზე“ შედგა.
პირველ ეპიზოდში მოქმედება იწყება ახ. წ-აღ. 26 წელს კაპერნაუმში, ამ ეპიზოდში მაყურებელი შეხვდება სინედრიონის წევრებსა და ფარისეველ ნიკოდემოსს, მეთევზე ძმებს – სიმონსა და ანდრიას, მევახშე მათეს და მარიამ მაგდალინელს. ის გვიყვება ისტორიას ახალი აღთქმის იმ გმირების შესახებ, რომელთა ცხოვრებაც იესოსთან შეხვედრის შემდეგ სრულიად შეიცვალა.
„რჩეული“ არის პირველი მრავალსერიანი სატელევიზიო პროგრამა, რომელიც მთლიანად აღწერს იესოს ცხოვრებას. მისი სერიები გვამოგზაურებს იესო ქრისტეს პერიოდში და გვაჩვენებს იმას, თუ როგორ მსახურობდა ის.
მრავალსერიანი ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი გახლავთ დალას ჯენკინსი, რომელიც რამდენიმე ჯილდოს მფლობელია. მას აქვს ნამუშევარი ჰოლივუდის ისეთ სტუდიებთან, როგორებიცაა Warner Brothers, Lionsgate, და Universal. მისი ბოლო პროექტის იდეა The Chosen წარმოიშვა მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემდეგ, რომელიც მან თავისი საეკლესიო მსახურებისთვის გადაიღო წინასაშობაოდ, 2 წლის წინ.
„რჩეული“ ხალხის მიერ დაფინასებული პროექტია. ის 15 000-ზე მეტმა ინვესტორმა დააფინანსა, რომელთაც მოაგროვეს 10 მილიონ დოლარზე მეტი, სერიალის შექმნისთვის. კომპანია VidAngeli კი ახორციელებს მის გავრცელებას.
„რჩეული“ დაახლოებით 50 მილიონჯერ არის ნანახი 180-მდე ქვეყნის მიერ. ამჟამად 70 ენაზეა ნათარგმნი. პირველმა სეზონმა მოიპოვა Movieguide Award-ის ორი ნომინაცია.