„მადლობელი ვარ, რომ დედაჩემმა სიცოცხლის შანსი მომცა. მას შეეძლო, დაეჯერებინა ექიმებისთვის და სხვა გადაწყვეტილება მიეღო.“ – ამბობს ცნობილი ამერიკელი სპორტსმენი ტიმ ტიბოუ. აღსანიშნავია, რომ იგი 2016 წლამდე ამერიკის ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში (NFL) თამაშობდა, 2016 წლიდან კი გადაწყვიტა, პროფესიონალურ ბეისბოლს გაჰყოლოდა.
სპორტსმენმა სიცოცხლის დაცვის მომხრეებს მოუწოდა, რომ იბრძოლონ დაუბადებელი და სხვა ჩვილებისთვის. „გერქვას სიცოცხლის დაცვის მომხრე, აბორტის წინააღმდეგ მოქმედებაზე ბევრად უფრო მეტს ნიშნავს. ეს ნიშნავს – იყო სიცოცხლის დაცვის მომხრე ყველაფერში: აბორტთან, დაზარალებულებთან, ობლებთან, მიტოვებულებთან, განსაკუთრებული საჭიროების მქონეებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლ და ყველა ადამიანთან.“ – აცხადებს ის.
ამერიკული ფეხბურთის უმაღლესი დივიზიონის, NFL-ის ყოფილი მოთამაშე ბენჯამინ უოტსონი და მისი მეუღლეც იმავენაირად მსჯელობენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი მამაკაცი, ქალი და ბავშვი შემოქმედის ხატება და მსგავსებაა. ეს ჭეშმარიტება გვასაზრდოებს ფასეულობებით და ღირსებით ჩასახვიდან გარდაცვალებამდე. ეს ჭეშმარიტება გვაიძულებს, ვებრძოლოთ მათ, ვინც საკუთარი მიზნების მისაღწევად სიცოცხლის გაუფასურებას და განადგურებას ცდილობენ.“ – თქვა ბენჯამინმა.
საბოლოოდ, უოტსონმა თავისი განცხადება იგავების 31-ე თავის მე-8 მუხლით დაასრულა: „გახსენი პირი დამუნჯებულისთვის და ყოველი განწირულის დასაცავად“.
სიცოცხლის მომხრე ცნობილ ადამიანთა განცხადებები ბოლო დროის მოვლენებმა გამოიწვია. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აბორტის ლეგალიზებას აპირებს.