დეივიდ უაითი, ქრისტიანი მსახიობი და „PureFlix Entertainment“-ის დამფუძნებელი, ამბობს, რომ ფილმის მეოთხე ნაწილის სცენარი უკვე მზადაა და იანვარში გადაღებებს დაიწყებენ.
„ღმერთი არ არის მკვდარი 4“-ში მოქმედება ხდება მე-20 საუკუნის 90-იან წლებში და მოგვითხრობს ისტორიას ერთი ხუცესის შესახებ. ფილმი უნდა გადაეღოთ ოკლაჰომაში 2020 წლის 14 თებერვლიდან 13 მარტამდე, მაგრამ პანდემიის გამო მისი გადაღების თარიღი შეიცვალა.
ფილმის პირველი ნაწილი 2014 წლის 21 მარტს გამოვიდა, რომელიც დაფუძნებულია რაის ბრუკსის მიერ დაწერილ წიგნზე, სახელწოდებით „ღმერთი არ არის მკვდარი: მტკიცებულება ღმერთის არსებობის შესახებ გაურკვევლობის ეპოქაში“. ფილმი ქრისტიან სტუდენტზეა, რომელიც ფილოსოფიის ათეისტმა ლექტორმა გამოიწვია, რომ დაემტკიცებინა ღმერთის არსებობა.
მისი გაგრძელება „ღმერთი არ არის მკვდარი 2“ 2016 წელს გამოვიდა. იგი კოლეჯის მასწავლებლის შესახებაა, რომელიც სასამართლოში მოხვდა იმის გამო, რომ უპასუხა მოსწავლის მიერ დასმულ შეკითხვას იესოს შესახებ.
მესამე ნაწილი გახლავთ „ღმერთი არ არის მკვდარი: სინათლე სიბნელეში“, რომელიც 2018 წელს გამოვიდა. ეს ნაწილი ხუთ ტეხასელ ხუცესზეა, რომლებიც სასამართლოში გამოიძახეს სასამართლო დადგენილებით გათვალისწინებული ქადაგებების წარუდგენლობის გამო.
„ინსტაგრამის“ ვიდეომიმართვაში დეივიდ უაითი აცხადებს, რომ „ღმერთი არ არის მკვდარი 4“ შთაგონებულია 1946 წლის საშობაო კლასიკით „ეს მშვენიერი ცხოვრება“ და 1939 წლის კომედიურ-დრამატული ფილმით „მისტერ სმიტი მიდის ვაშინგტონში“.
შეგახსენებთ, რომ ფილმის „ღმერთი არ არის მკვდარი“ პირველი ორი ნაწილის ხილვა ქართულ ენაზე Movies.QTV.Ge-ზე შეგიძლიათ. 2021 წლის იანვარში ამავე გვერდზე იხილავთ ქართულად გახმოვანებულ მესამე ნაწილსაც.