„ნეტფლიქსის“ ახალი ფილმი „A week away“, რომლის პრემიერაც 2021 წლის 26 მარტს შედგა, არის რწმენაზე დაფუძნებული მიუზიკლი, რომელიც ქრისტიანულ ბანაკებს ეხება.
ფილმი ერთი პრობლემური თინეიჯერის, უილ ჰოუკინსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ხშირად არ ემორჩილებოდა წესებს. ის არჩევანის წინაშე დგება: ან არასრულწლოვანთა ციხეში მოხვედრა, ან ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში წასვლა. მართალია, ბანაკში ის თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყლის გარეშე, თუმცა მაინც ჰქონდა განცდა, რომ შესაფერის ადგილას იყო.
ეს ფილმი, ძირითადად, მოზარდთა და თინეიჯერთათვისაა განკუთვნილი, მათთვის, ვისაც უყვარს ფილმები „High School Musical“-ი ან „Camp Rock“-ი. ეს ფილმიც სწორედ მათ ჰგავს, ის შეიცავს ცეკვის კადრებს, სიმღერას და ისტორიას ქრისტიანული ელემენტებით. ძალიან მცირეა იმ ქრისტიანულ ფილმთა რიცხვი, რომლებიც თინეიჯერებზეა ფოკუსირებული და ამავდროულად ხარისხიანია.
საბედნიეროდ, „A Week Away“ კარგად ორგანიზებული ფილმია. მართლაც, ქრისტიანულმა საზაფხულო ბანაკმა, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს მოზარდების ცხოვრება, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები.