ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ახალი ამბებისაქართველო

საქართველოს ევანგელური ალიანსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება

by ნატო კობახიძე 26 თებერვალი, 2023
26 თებერვალი, 2023 217 ნახვა

„საქართველოს ევანგელური ალიანსი“ თავისი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება. ალიანსის მიერ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

„საქართველოს ევანგელურ ალიანსში შემავალ ევანგელურ ეკლესიებს გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ‘უცხოური გავლენის შესახებ’ კანონპროექტს: მიგავჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი, თუ ის კანონად იქცევა, მკვეთრად ნეგატიურ გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზე. კანონპროექტის მიხედვით, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მთლიანი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირი არ არის, ორგანიზაციას ევალება დარეგისტრირდეს, როგორც ‘უცხოური გავლენის აგენტი’, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება 25 000 ლარით. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამშრომლების – ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები. საქართველოს ევანგელური ალიანსი აფიქსირებს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას აღნიშნული კანონპროექტისადმი. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევა იმთავითვე გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ რამდენიმე უფლების ერთდროულად დარღვევას, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, რელიგიის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვას. კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბენეფიციარებს და მთლიანად საზოგადოებას. ჩვენი ქვეყანა იბრძვის საერთაშორისო თანამეგობრობაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ურყევი ნებაა თავისუფალი, ტოლერანტული საზოგადოების განვითარება. აღნიშნული კანონპროექტი კი ეწინააღმდეგება ამ ხედვას და გვაბრუნებს ტოტალური კონტროლის სფეროში. გამომდინარე ყოველივე ზემოთ თქმულიდან, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს: შეწყდეს ‘უცხოური გავლენის შესახებ’ კანონპროექტის განხილვა და არ დაუშვათ, აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევა.“

ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, საქართველო!


ამავე კატეგორიის

სოლა ფორუმი 2024: რელიგია და თანამედროვეობა

12 ნოემბერი, 2024

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია “რწმენის ძალა” 2023

3 დეკემბერი, 2023

საშობაო პოეზიის მარათონი

14 ნოემბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

31 ოქტომბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

23 ოქტომბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    მარტინ ლუთერის ყველაზე ცნობილი სიტყვები

    31 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები