ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საქართველო

რელიგიური გაერთიანებები შეზღუდვებზე: „რელიგიური განსხვავების მიუხედავად, თანასწორნი ვართ კანონის წინაშე“

by ნატალია ჩიქოვანი 3 დეკემბერი, 2020
3 დეკემბერი, 2020 314 ნახვა

„უმეტესობა მართლმადიდებელია და 6 იანვრის ღამეს შეზღუდვა ამიტომ მოვხსენით.“ – განაცხადა 27 ნოემბერს მედიასთან ვიცე-პრემიერმა ცქიტიშვილმა მთავრობის მიერ გადაადგილებაზე მხოლოდ 6 იანვარს შეზღუდვის მოხსნის შესახებ.

რელიგიური გაერთიანებები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას ეხმაურებიან და ვრცელ განცხადებას აქვეყნებენ, რომელსაც ხელს 11 რელიგიური სუბიექტი აწერს. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მხრიდან, რელიგიური კონფესიების მიმართ გადაიდგა დისკრიმინაციული ნაბიჯები. 

„პანდემიასთან ბრძოლის დაწყებისას, 2020 წლის 14 აპრილს, საერთო შეშფოთება გამოიწვია საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას კომენტარმა, რომლის თანახმად, საგანგებო სიტუაციის დროს, დომინანტური რელიგიური გაერთიანებისთვის გათვალისწინებული განსხვავებული რეჟიმი საქართველოს სახელმწიფოს კონფესიურ ხასიათს ეფუძნება იმას, რომ, მისივე თქმით, ‘ჩვენ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ’. პრემიერ-მინისტრის ძირეულად მცდარი განცხადება, რასაკვირველია, საქართველოს კონსტიტუციასა და სახელმწიფო მოწყობის ხასიათს ეწინააღმდეგებოდა – საქართველოს კონსტიტუციით რელიგია და სახელმწიფო ურთიერთგამიჯნულია, ხოლო რელიგიური ნიშნით უთანასწორო მოპყრობა – აკრძალული. მაგრამ მაშინ ხსენებულ კომენტარს არ გამოვხმაურებივართ, ვინაიდან მძიმე და დაძაბული დღეების გამო, უნებლიე შეცდომად მივიჩნიეთ. თუმცა შეიძლება სინანულით ითქვას, რომ ქალბატონ მაია ცქიტიშვილის პოზიცია, წინარე გამოცდილების გათვალისწინებით და მთავრობის მიერ შემუშავებული მიმდინარე შეზღუდვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ახლა უკვე გამოკვეთილად დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესახებ მეტყველებს...

ხელმომწერი რელიგიური გაერთიანებები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით პანდემიასთან საერთო ეროვნულ ბრძოლას; ჩვენ კარგად გვესმის და გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად ვერაგ დაავადებასთან გვაქვს საქმე, რამდენად მნიშვნელოვანია მასთან გამკლავების პროცესში მთელი მოსახლეობის კონსოლიდაცია. მით უფრო ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ უნდა იწვევდეს მწვავე უსამართლობის განცდას, არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. ჩვენ არ მივიღებთ ხელისუფლების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უმცირესობაში ყოფნა შეიძლება იყოს დაკნინებისა და უთანასწორო მოპყრობის საფუძვლად გამოცხადებული. ჩვენ, რელიგიური განსხვავების მიუხედავად, თანასწორნი ვართ კანონის წინაშე, თანასწორობის პრინციპი საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული!

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პანდემიასთან ბრძოლის ფონზე, არ დაუშვას დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლინება დომინანტურისგან განსხვავებული რელიგიური გაერთიანებებისადმი და ამ ნიშნით არ შელახოს რელიგიის თავისუფლება. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს საიმისოდ, რომ არ შეგვექმნას დაბრკოლება სოციალური და საქველმოქმედო მსახურების პროცესში. მზად ვართ ამ, და ზოგადად, პანდემიასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განსახილველად შევხვდეთ საქართველოს ხელისუფლებას.“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. ქართველ მუსლიმანთა კავშირი

2. სრულიად საქართველოს მუსლიმანთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო

3. ევანგელისტური ეკლესია

4. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

5. სახარების რწმენის ეკლესია

6. აჰმადია – მუსლიმანთა გაერთიანება

7. ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“

8. მეგობართა საზოგადოება – კვაკერები

9. სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება

10. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია

11. „ხსნის არმია“

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება და დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება. 

ამ დროის განმავლობაში იკრძალება ადამიანების მოძრაობა როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისი იქნება 31 დეკემბრის და 6 იანვრის ღამე.


ამავე კატეგორიის

სოლა ფორუმი 2024: რელიგია და თანამედროვეობა

12 ნოემბერი, 2024

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია “რწმენის ძალა” 2023

3 დეკემბერი, 2023

საშობაო პოეზიის მარათონი

14 ნოემბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

31 ოქტომბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

23 ოქტომბერი, 2023

საქართველოს ევანგელური ალიანსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს...

26 თებერვალი, 2023

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია „რწმენის ძალა“

17 ნოემბერი, 2022

სოლა ფორუმი 2022: რელიგიის თავისუფლება საქართველოში

28 ოქტომბერი, 2022

ქალთა კონფერენცია „ჰუალინგში“

25 ივლისი, 2022

„საქართველოს ევანგელური ალიანსი“ ბუჩას კადრებს ეხმაურება

8 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები