ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საქართველო

რელიგიური ორგანიზაციები ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ

by ნატალია ჩიქოვანი 10 ნოემბერი, 2021
10 ნოემბერი, 2021 185 ნახვა

9 ნოემბერს სასტუმრო „რუმსში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან, თემაზე „ოჯახში ძალადობა და ნაადრევი ქორწინება“. პროგრამის მხარდამჭერი ევროკავშირი გახლავთ და იგი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN WOMEN) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ.

შეხვედრაზე, რომელიც პროგრამა – „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის“ მიერაა ორგანიზებული, იმსჯელეს სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების როლსა და ძალისხმევაზე ოჯახში ძალადობის, ბავშვთა ასაკში ქორწინებისა და ქალისა და გოგონას მიმართ სხვა საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის საქმეში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, ყურადღება გაამახვილა რელიგიური ორგანიზაციების როლზე ქალთა მიმართ და ისაუბრა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესზეც. მისი თქმით,  რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს მჭიდრო კონტაქტი აქვთ მრევლთან, საზოგადოებასთან, რაც მათ გადამწყვეტ როლს ანიჭებს ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში და ეს პოტენციალი სრულად უნდა იქნეს გამოყენებული.

რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ისინი სრულად იზიარებენ სახელმწიფოს პოლიტიკას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით და მზად არიან, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ამ მხრივ განხორციელებულ ყოველ აქტივობას.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა, ქალთა და ბავშვთა უფლებები, ოჯახური ძალადობა მაინც გამოწვევად რჩება ჩვენს ქვეყანაში და მათი გადაჭრისათვის საზოგადოების ყველა წევრის მხარდაჭერაა საჭირო.

პროგრამა აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს. საქართველოში მის სამიზნე რეგიონებად ამჟამად იმერეთი და გურია შეირჩა. რელიგიურ ლიდერებთან კომუნიკაციის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრა როგორც საქართველოს მართლმადიდებელი და რომის კათოლიკე ეკლესიის, ისე ებრაული და მუსლიმანური თემის წარმომადგენლებთან.


ამავე კატეგორიის

სოლა ფორუმი 2024: რელიგია და თანამედროვეობა

12 ნოემბერი, 2024

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია “რწმენის ძალა” 2023

3 დეკემბერი, 2023

საშობაო პოეზიის მარათონი

14 ნოემბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

31 ოქტომბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

23 ოქტომბერი, 2023

საქართველოს ევანგელური ალიანსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს...

26 თებერვალი, 2023

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია „რწმენის ძალა“

17 ნოემბერი, 2022

სოლა ფორუმი 2022: რელიგიის თავისუფლება საქართველოში

28 ოქტომბერი, 2022

ქალთა კონფერენცია „ჰუალინგში“

25 ივლისი, 2022

„საქართველოს ევანგელური ალიანსი“ ბუჩას კადრებს ეხმაურება

8 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები