ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საქართველო

„საქართველოს ევანგელური ალიანსი“ ბუჩას კადრებს ეხმაურება

by ნატალია ჩიქოვანი 8 აპრილი, 2022
8 აპრილი, 2022 231 ნახვა

„საქართველოს ევანგელური ალიანსი“ საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, ბუჩადან გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

„ჩვენ, საქართველოს ევანგელური ალიანსი, ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ბუჩაში, ხარკოვში, მარიუპოლში, ჰოსტომელსა და უკრაინის სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს. ძნელია სიტყვების პოვნა იმ არაადამიანური სისასტიკის აღსაწერად, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვიხილეთ და მოვისმინეთ. გვსურს, გამოვხატოთ დიდი წუხილი და თანაგრძნობა ჩვენი სულიერი ძმების, დების და სრულიად უკრაინელი ხალხის მიმართ.

ის, რაც უკრაინაში, კერძოდ კი, ქალაქ ბუჩაში მოხდა, არის კაცთმოძულეობისა და უღმერთოების ამაზრზენი დანაშაული, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია მშვიდობიანი ქვეყნის ტერიტორიაზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტები შეძლებენ ყველა ამ საშინელების გამოძიებას და ყველაფრის სამართლებრივად შეფასებას. ყოვლად გაუმართლებელი საომარი მოქმედებების შედეგად უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან მხეცურად ნაწამებნი და დახოცილები. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები ფიქსირდება უკრაინის ბევრ სხვა ქალაქში.

საქართველოს ევანგელური ალიანსის წევრი ეკლესიები ვცდილობთ, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ უსამართლოდ დევნილი და ტანჯული უკრაინელი ხალხის დახმარების საქმეში. ამ საქველმოქმედო მიზნით, ჩვენ დახმარებას ვუწევთ როგორც უკრაინაში დარჩენილებს, ასევე საქართველოში ჩამოსულ დევნილებს.

ცხადია, რომ რისი გაკეთებაც არ უნდა შევძლოთ ყველამ, ეს იქნება ძალიან ცოტა, თუ ბოროტება არ იქნება შეჩერებული და დროულად აღკვეთილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და რელიგიურ გაერთიანებებს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს და უკრაინაში კვლავ მშვიდობამ დაისადგუროს. ალიანსი სოლიდარობას უცხადებს თავისუფლებისათვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს და ღმერთს სთხოვს, რომ მან დალოცოს და დაიფაროს უკრაინა.“


ამავე კატეგორიის

სოლა ფორუმი 2024: რელიგია და თანამედროვეობა

12 ნოემბერი, 2024

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია “რწმენის ძალა” 2023

3 დეკემბერი, 2023

საშობაო პოეზიის მარათონი

14 ნოემბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

31 ოქტომბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

23 ოქტომბერი, 2023

საქართველოს ევანგელური ალიანსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს...

26 თებერვალი, 2023

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია „რწმენის ძალა“

17 ნოემბერი, 2022

სოლა ფორუმი 2022: რელიგიის თავისუფლება საქართველოში

28 ოქტომბერი, 2022

ქალთა კონფერენცია „ჰუალინგში“

25 ივლისი, 2022

„ხმა აიმაღლეთ უსამართლობის წინააღმდეგ“ – „ევანგელური ალიანსი“ განცხადებას...

14 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    მარტინ ლუთერის ყველაზე ცნობილი სიტყვები

    31 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები