8 აპრილს ბათუმის წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესიის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ორგანიზატორები ამჯერად სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეკლესიის მრევლის მიერ შეგროვებული საჩუქრები გადასცეს, ახალი აღთქმის წიგნებთან და კალენდრებთან ერთდ.
საქველმოქმედო ღონისძიება აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება და ის 2016 წლიდან ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. ყოველი აღდგომის შემდეგ საქველმოქმედო ჯგუფის ორგანიზატორები საჩუქრებს ჩუქნიან სოციალურად დაუცველ ბავშვებს და უზიარებენ ქრისტეს აღდგომის სიხარულს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის წმიდა სამების ეკლესიამ აღდგომა 4 აპრილს იზეიმა.