ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საქართველო

„ხსნის არმია“: ადვენტი, უპირველესად, სულიერი მზადებაა

by ნატალია ჩიქოვანი 2 დეკემბერი, 2020
2 დეკემბერი, 2020 499 ნახვა

29 ნოემბერს ადვენტი, ანუ ახალი ლიტურგიული წლის დაწყება, საქართველოშიც აღნიშნეს. კათოლიკურ და „ხსნის არმიის“ ეკლესიებში საადვენტო გვირგვინში პირველი სანთელიც დაანთეს.

„ხსნის არმიის“ პროტესტანტული ეკლესია შობის დღესასწაულს, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, 25 დეკემბერს ზეიმობს. ამ დღესასწაულს კი წინ უსწრებს ოთხკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომელსაც ადვენტს უწოდებენ.

„ვდღესასწაულობთ არა თარიღს, არამედ მოვლენას – იესო ქრისტეს დაბადებას იუდეის ბეთლემში.  შობას კი ტრადიციულად წინ უსწრებს  მოსამზადებელი ოთხკვირიანი პერიოდი, რომელსაც ადვენტი ჰქვია. ადვენტი მოლოდინს ნიშნავს და ჩვენც მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად მოველით ქრისტეს განკაცებით გამოწვეული უდიდესი სიხარულის დღეს, ქრისტეშობას. საუკუნეების წინ სიტყვამ ხორცი შეისხა და დამკვიდრდა ადამიანთა შორის და  ყველაზე დიდი სიხარული ანგელოზთა მეშვეობით ეხარა  კაცობრიობას. ჩვენს საადვენტო გვირგვინში სიმბოლური სახელობის სანთლები ინთება, გასულ კვირას აინთო იმედის სანთელი და მომავალი სამი კვირა  მშვიდობის, სიხარულის და სიყვარულის სანთლებით შეივსება. ადვენტი – ეს არის დრო, როცა ვემზადებით დღესასწაულისთვის და ეს სამზადისი არის, უპირველესად, სულიერი მზადება ჩვენში ლოცვით, მონანიებით და განწმენდით, რათა იესო ქრისტე – მხსნელი ადამიანისა – იშვას განწმენდილ გულებში. განსაკუთრებით მოვუწოდებთ ადამიანებს – იყვნენ ხელგაშლილნი, ქველმოქმედნი, მოწყალენი და მოყვასის მოყვარულნი.“ – ამბობს „ხსნის არმიის“ რეგიონალური ლიდერი სოფიო ბახტაძე.

ზუსტად არ არის ცნობილი, როდის დაიწყო საშობაო მზადების აღნიშვნა, რომელსაც დღეს ადვენტი ეწოდება. მსგავსი პერიოდი პირველად ეკლესიის ისტორიულ ქრონიკებში უკვე ქრ. შობიდან 380 წელს იხსენიება, დაახლოებით იმ დროს, როდესაც ქრისტიანებმა ქრისტეს შობის აღნიშვნა დაიწყეს. 

ადვენტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრადიციაა „ადვენტის გვირგვინი“ – ნაძვის ტოტებისგან დაწნული გვირგვინი, რომელშიც ოთხი სანთელია მოთავსებული. ადვენტის ყოველ მომდევნო კვირას თითო სანთელს ანთებენ. ტრადიცია სათავეს იღებს 1839 წლიდან, როდესაც ჰამბურგში მცხოვრებმა ლუთერანმა ღვთისმეტყველმა იოჰან ჰაინრიხ ვიხერნმა ღარიბი ბავშვებისათვის ხის ბორბლისგან გვირგვინი გააკეთა და სანთლებით მორთო. გვირგვინში მოთავსებული 4 დიდი თეთრი და 24 პატარა წითელი სანთელი ბავშვებს ქრისტეს შობამდე დარჩენილი დროის შესახებ შეახსენებდა. ყოველდღე ინთებოდა ერთი პატარა სანთელი, ხოლო ყოველ კვირას კი – ერთი დიდი სანთელი.

შეგახსენებთ, რომ ადვენტი მთელ მსოფლიოში იწყება ნოემბრის ბოლო კვირა დღეს და აღნიშნავს ლიტურგიული წლის დასაწყისს. მას, ძირითადად, აღნიშნავენ კათოლიკეები; ასევე ზოგიერთი პროტესტანტული დენომინაცია, მათ შორის, ლუთერანული, ანგლიკანური და ეპისკოპალური ეკლესია.


ამავე კატეგორიის

სოლა ფორუმი 2024: რელიგია და თანამედროვეობა

12 ნოემბერი, 2024

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია “რწმენის ძალა” 2023

3 დეკემბერი, 2023

საშობაო პოეზიის მარათონი

14 ნოემბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

31 ოქტომბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

23 ოქტომბერი, 2023

საქართველოს ევანგელური ალიანსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს...

26 თებერვალი, 2023

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია „რწმენის ძალა“

17 ნოემბერი, 2022

სოლა ფორუმი 2022: რელიგიის თავისუფლება საქართველოში

28 ოქტომბერი, 2022

ქალთა კონფერენცია „ჰუალინგში“

25 ივლისი, 2022

„საქართველოს ევანგელური ალიანსი“ ბუჩას კადრებს ეხმაურება

8 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები