იესოს ჯვარცმა | ლუკა 19-23

იესო ქრისტეს საქმისა და მსახურების დამაგვირგვინებელი გახლდათ მძიმე კვირა, რომელიც პასექის დღესასწაულით დასრულდა. ამ ეპიზოდში განვიხილავთ ლუკას სახარების მე-19-23 თავებს და ვნახავთ, რატომ გააკრეს უდანაშაულო იესო ჯვარზე, როგორც რომის იმპერიის წინააღმდეგ ამბოხებული. ასევე დავინახავთ იმასაც, რომ უფალი იესოსთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან იცოდა, რომ თავისი სიკვდილი ისრაელს და მთელ კაცობრიობას ახალი მომავლის კარს გაუღებდა.