ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რუბრიკა

მიკაელ აგრიკოლა − ფინური დამწერლობის მამა და რეფორმატორი

by ელენე თანდაშვილი 16 ნოემბერი, 2021
16 ნოემბერი, 2021 173 ნახვა

1557 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა მიკაელ აგრიკოლა, ფინელი რეფორმატორი და ეს დღეს ფინეთში მისი ხსენების დღეა. აგრიკოლას იხსენებენ, როგორც ფინური დამწერლობის მამას.

მიკაელ აგრიკოლა დაიბადა შეძლებული ფინელი გლეხის ოჯახში, ნიულანდის პროვინციაში, დაახლოებით, 1510 წელს. მასწავლებლებმა შეამჩნიეს, რომ მიკაელს ენების შესწავლის ნიჭი ჰქონდა და სასწავლებლად გაგზავნეს ვიბორგის ლათინურ სკოლაში. ვიბორგში სწავლისას მიკაელმა აიღო ფსევდონიმი ‘აგრიკოლა’, რაც ‘მიწათმოქმედს’ ნიშნავს. 1528 წელს მიკაელი გადავიდა ტურკუში, სადაც ეპისკოპოსის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა. ეპისკოპოსი ჰუმანისტი გახლდათ და კეთილგანწყობას გამოხატავდა რეფორმაციის იდეების მიმართ.

მან მიკაელი ვიტენბერგში, რეფორმაციის ცენტრში, გააგზავნა სასწავლებლად. იქ მიკაელი შეხვდა მარტინ ლუთერსაც და მის უახლოეს თანამოაზრეს ფილიპ მელანქტონსაც. მათ რეკომენდაციის წერილი მისცეს მიკაელს, რაც მას ტურკუს სკოლაში მასწავლებლის ადგილის მოპოვებაში დაეხმარა. იქ აგრიკოლა ბიბლიას და რეფორმაციის ღვთისმეტყველებას ასწავლიდა სასულიერო პირებს.

ის ხედავდა, რაოდენ აუცილებელი იყო, რომ ფინელებს შეესწავლათ საკუთარი ისტორია და კულტურა. იმ დროისათვის შვედეთი აკონტროლებდა ფინეთს და შვედური იყო ოფიციალური ენა. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ 1543 წელს აგრიკოლას მიერ ანბანის გამოცემა. სწორედ ეს წელი მიიჩნევა ფინური დამწერლობის შექმნის თარიღად.

მომდევნო წელს მან ლოცვანი დაბეჭდა, სადაც ლუთერისა და ერაზმ როტერდამელის ლოცვების გარდა, მოცემული იყო ბიბლიაში არსებული ლოცვები და ასევე შუა სააუკუნეების წმინდანთა ლოცვებიც. ლოცვანი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მასში შედიოდა კალენდარი და ასტრონომიის, მეტეოროლოგიისა და თეოლოგიის შესახებ მოკლე ცნობები. გარდა ამისა, საოცარია, მაგრამ ამ ლოცვანში ჰიგიენის შესახებაც იპოვიდით მითითებებს.

მიკაელმა ბერძნულიდან თარგმნა ახალი აღთქმა და ამ საქმეს მან ოცი წელი მოანდომა. სხვა რეფორმატორთა მსგავსად, მასაც სჯეროდა, რომ ყველას უნდა ჰქონოდა საკუთარ ენაზე ღვთის სიტყვის წაკითხვის შესაძლებლობა. ის ასწავლიდა, რომ ხსნა მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი, რომ მხოლოდ ქრისტემ გააკეთა ცოდვილთათვის ის, რასაც წირვებზე სიარული, მომლოცველობა, წმინდანებისადმი აღვლენილი ლოცვა, წმინდა ნაწილების თაყვანისცემა და კეთილი საქმეები ვერ შესძენდა ადამიანს.

მიკაელის მიერ თარგმნილი ახალი აღთქმის მხოლოდ 500 ეგზემპლარი დაიბეჭდა, მაგრამ მათგან ასი ცალი შემორჩა დღემდე. ახალი აღთქმა სავსე იყო ხეზე შესრულებული გრავიურებით. გარეკანზე კი მოთავსებული იყო ცნობები ფინეთში ქრისტიანობის გავრცელებისა და შვედების მიერ ქვეყნის დაპყრობის შესახებ. ამრიგად, ეს ახალი აღთქმა ისტორიკოსებისთვისაც ძვირფას წყაროს წარმოადგენდა.

აგრიკოლამ ასევე თარგმნა ფსალმუნები და ძველი აღთქმის საკვანძო ადგილები. ფსალმუნების შესავალში მას ჩამოთვლილი აქვს ფინეთის ძველი ღმერთების სახელები. ეს ინფორმაცია სხვაგვარად ჩვენადე ვერ მოაღწევდა. რეფორმატორმა დიდი როლი შეასრულა ფინეთის დამოუკიდებლობის მოპოვებაში.

https://www.christianity.com/church/church-history/timeline/1501-1600/michael-agricola-father-of-finnish-literature-11629994.html


ამავე კატეგორიის

რწმენის გმირები #6 – რიჩარდ ვურმბრანდი

22 ოქტომბერი, 2025

ემაუსისკენ მიმავალი გზა

15 მაისი, 2025

რწმენის გმირები #5 – დუაიტ ლაიმონ მუდი

5 მარტი, 2025

რწმენის გმირები #4 – დევიდ უილკერსონი

24 იანვარი, 2025

რწმენის გმირები #3 – ნიკი კრუზი

2 დეკემბერი, 2024

რწმენის გმირები #2 – ერიკ ლიდლი

8 აგვისტო, 2024

რწმენის გმირები #1 – დიტრიხ ბონჰოფერი

4 მაისი, 2024

რატომ არ შეუძლია „ჩატჯიპიტის“ (ChatGPT) დიდებული ქადაგებების შექმნა?

11 ივლისი, 2023

ფრანკლინ გრემი აღდგომას უკრაინაში შეხვდება

15 აპრილი, 2022

როგორ გვამართლებს ღმერთი ცოდვილებს? – ციტატები

10 ნოემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ჰელოუინი და უნდა აღნიშნავდნენ თუ არა მას ქრისტიანები?

    29 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები