ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რუბრიკა

როგორ გვამართლებს ღმერთი ცოდვილებს? – ციტატები

by ნინო ხუროშვილი 10 ნოემბერი, 2021
10 ნოემბერი, 2021 235 ნახვა

ღმერთი იმიტომ კი არ გვამართლებს, რომ ღირსეულნი ვართ, არამედ იმიტომ, რომ ღირსეულნი გავხდეთ.

ტომას უოტსონი

გამართლება არის ღმერთის მიერ აღსრულებული იურიდიული აქტი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ცხადდება მართლად მისთვის ჩათვლილი (შერაცხული) სიმართლის მეშვეობით.

ჯონ ფ. ვალვორდი

მართლაც, ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოებაა ის, რომ ზეცაში მყოფი ქრისტეს სიმართლე მამართლებს მე − დედამიწაზე მყოფ ცოდვილს.

ჯონ ბუნიანი

გამართლება მთავარი ანჯამაა, რომელზეც ჩვენი ხსნა ტრიალებს.

ჟან კალვინი

გამართლება ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა ჩვენი ცოდვის დანაშაული ჩაუთვალა თავის ძეს, იესო ქრისტეს, ხოლო ქრისტეს სიმართლე ჩაგვითვალა ჩვენ.

ჯერი ბრიჯესი

გამართლება გაცილებით აღემატება იმას, რის წარმოდგენაც შეიძლება ადამიანთა სასამართლოში. გამართლება ცოდვილს ისეთ მდგომარეობაში აყენებს ღვთის წინაშე, თითქოს მას არასოდეს შეუცოდავს.

ემზი კლარენს დიქსონი

ჩვენ რწმენის მეშვეობით ვმართლდებით, თუმცა ჩვენი გამართლების საფუძველი არის ქრისტეს მიერ აღსრულებული საქმე და არა ჩვენი რწმენა.

ალისტერ მაკგრატი

გამართლება აღსრულებული ფაქტია მორწმუნისათვის. ეს არ არის განგრძობადი პროცესი.

ჯონ მაკარტური

ჩვენ ვმართლდებით არა ღვთისათვის ჩვენი საქმეების შეთავაზებით, არამედ ღვთისაგან იმის მიღებით, რაც ქრისტემ აღასრულა ჩვენთვის.

უილიამ გურნელი

ჩვენ ვმართლდებით მარტოოდენ რწმენით, თუმცა რწმენა, რომლის მეშვეობითაც ვმართლდებით, არასოდეს არის მარტო − ის ყოველთვის წარმოქმნის ნაყოფს − კეთილ საქმეებს, გარდასახულ ცხოვრებას.

ჯეიმს ინელ პეკერი

იმის გამო, რომ ღმერთმა თავისი ძის სრულყოფილი სიმართლე ჩაგვითვალა, ახლა გვიყურებს ისე, თითქოს თავად ქრისტესავით მართალნი ვიყოთ.

ჯერი ბრიჯესი

ვმართლდებით მაშინ, როდესაც ქრისტესთან მივდივართ ხელცარიელნი, უღირსნი და მხოლოდ რწმენით ვეჭიდებით მის სისხლსა და სიმართლეს.

ჯერი ბრიჯესი

ბიბლიაში სიტყვა „გამართლება“ ნიშნავს „მართლად ჩათვლას“ და არა „მართლად ქცევას“.

სინკლერ ფერგიუსონი

ჩვენი ერთადერთი სიმართლე − უფალ იესო ქრისტეს სიმართლეა. ჩვენ მისი სიმართლით ვართ გამართლებულნი.

სინკლერ ფერგიუსონი

მოძღვრება გამართლების შესახებ გვეხმარება იმის დანახვაში, რომ ჩვენი ხსნა ქრისტეს მიერ ჩვენთვის აღსრულებული საქმის შედეგია.

რობერტ გოდფრი

გამართლება გვათავისუფლებს ეჭვისა და შიშისგან, რაც გვაფიქრებინებს, თუ როგორ შეიძლება ღმერთს უყვარდეს ჩვენნაირი ცოდვილნი.

რობერტ გოდფრი

რწმენით გამართლება პასუხია ერთ-ერთი მთავარი კითხვისა, რაც კი ოდესმე დაუსვამს ადამიანის სულს: „როგორ შემიძლია ვიყო მართალი ღვთის წინაშე? როგორ უნდა წარვდგე ღვთის სახის წინაშე?“

ჯონ გრეშემ მაქენი

გამართლება კლდეა, რომელზეც ვდგავართ, როცა ჩვენ თავზემოთ ცა იქუფრება და ადიდებული წყალი ჩვენამდე აღწევს.

ჯონ ფაიფერი

გამართლება ხდება მხოლოდ მადლით (ჩვენი დამსახურების გარეშე), რწმენის მეშვეობით (ჩვენს კეთილ საქმეთა გარეშე) მხოლოდ ქრისტეს მიერ აღსრულებული საქმის საფუძველზე (ჩვენი სიმართლის გარეშე) მხოლოდ ღვთის დიდებისათვის (და არა ჩვენი).

ჯონ ფაიფერი

ამავე კატეგორიის

ემაუსისკენ მიმავალი გზა

15 მაისი, 2025

რწმენის გმირები #5 – დუაიტ ლაიმონ მუდი

5 მარტი, 2025

რწმენის გმირები #4 – დევიდ უილკერსონი

24 იანვარი, 2025

რწმენის გმირები #3 – ნიკი კრუზი

2 დეკემბერი, 2024

რწმენის გმირები #2 – ერიკ ლიდლი

8 აგვისტო, 2024

რწმენის გმირები #1 – დიტრიხ ბონჰოფერი

4 მაისი, 2024

რატომ არ შეუძლია „ჩატჯიპიტის“ (ChatGPT) დიდებული ქადაგებების შექმნა?

11 ივლისი, 2023

ფრანკლინ გრემი აღდგომას უკრაინაში შეხვდება

15 აპრილი, 2022

მიკაელ აგრიკოლა − ფინური დამწერლობის მამა და რეფორმატორი

16 ნოემბერი, 2021

რა არის ნათლობა? – ციტატები

20 ოქტომბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 4

    ჩარლზ სპერჯენი – ციტატები

    28 ივლისი, 2025
  • 5

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები