ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რუბრიკა

ფრანკლინ გრემი აღდგომას უკრაინაში შეხვდება

by ნატალია ჩიქოვანი 15 აპრილი, 2022
15 აპრილი, 2022 213 ნახვა

ქრისტიანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის „სამარიტელის ქისის“ პრეზიდენტი და ცნობილი ევანგელისტი მქადაგებელი ფრანკლინ გრემი უკრაინაში იმყოფება, საიდანაც 17 აპრილს თავისი სააღდგომო გზავნილით მიმართავს მსოფლიოს. გრემი უკრაინაში ასევე იმყოფებოდა 27 მარტსაც, სადაც საკუთარი გუნდის მოსანახულებლად ჩავიდა. „სამარიტელის ქისას“ უკრაინაში რამდენიმე საველე ჰოსპიტალი აქვს მოწყობილი და 160 ადამიანი ჰყავს გაგზავნილი ომისგან დაზარალებულთა დასახმარებლად.

ფრანკლინ გრემი მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ შეუერთდნენ უკრაინისთვის ლოცვის მარათონში 15-დან 24 აპრილის ჩათვლით.

„ბოლო რამდენიმე დღეა, რაც უკრაინაში ვიმყოფები ჩვენი ჯგუფის და მათი საქმიანობის მონახულების მიზნით. პაციენტთა რაოდენობა ჩვენს საველე ჰოსპიტლებში გაიზარდა ლვოვსა და სხვა ხუთ ამბულატორიულ კლინიკაში. ბევრი პაციენტი, რომელსაც ჩვენი გუნდი მკურნალობს, იძულებით გადაადგილებული პირია. უამრავ მათგანს მედიკამენტების გარეშე მოუწია გაქცევა; ან შეძლეს მათი წაღება, მაგრამ მარაგი ამოეწურათ; ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და საჭიროა მათი დახმარება.

ჩვენი გუნდი ასევე მკურნალობს უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებულ დაზიანებებს. გუშინ, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, ერთ ახალგაზრდა კაცს ჰქონდა თიაქარი და, საბედნიეროდ, ჩვენმა გუნდმა შეძლო ოპერაციის წარმატებით ჩატარება. იმის მიუხედავად, რომ შემდგომ მას სჭირდებოდა პოსტოპერაციული რეაბილიტაცია, უნდოდა, რაც შეიძლება მალე დაჰბრუნებოდა თავის პოზიციას და დაეცვა თავისი ქვეყანა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

საჰაერო განგაშის სირენები ყოველღამე ირთვება ლვოვში და ყველა ვალდებულია, ისეთ უსაფრთხო ადგილს შეაფაროს თავი, როგორიცაა სარდაფები და ბომბის თავშესაფრები, სანამ სირენების ხმა არ შეწყდება. ჩემი ქალიშვილი ცისიც ჩემთან ერთადაა და ჩვენ ამ დილით შევხვდით ლვოვის მერს. ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ლვოვში, დაახლოებით, მილიონი დევნილია. თითოეულ მათგანს აქვს გულისტკივილის, დანაკარგის და განადგურების საკუთარი ისტორია. მათ სახეებზე დიდი ტკივილი იკითხება. თვითმფრინავებით სავსე სამედიცინო დახმარების გარდა, „სამარიტელის ქისა“ ასევე ყიდულობს და უზრუნველყოფს მილიონობით არამალფუჭებადი საკვების ტრანსპორტირებას. უკრაინელ ხალხს ჩვენი გამუდმებული ლოცვით დახმარება სჭირდება.“ – წერს ფრანკლინ გრემი თვის „ფეისბუკგვერდზე“.

ფრანკლინ გრემის სააღდგომო მიმართვა პირდაპირ ეთერში ამერიკულ არხ „Fox News“-ზე გავა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ქრისტიანთა დიდი ნაწილი წელს აღდგომას 17 აპრილს აღნიშნავს.


ამავე კატეგორიის

ბიბლიური ისტორია | ეპიზოდი II

14 მარტი, 2025

რწმენის გმირები #5 – დუაიტ ლაიმონ მუდი

5 მარტი, 2025

რა არის ბიბლია?

27 თებერვალი, 2025

რწმენის გმირები #4 – დევიდ უილკერსონი

24 იანვარი, 2025

იესოს ჯვარცმა | ლუკა 19-23

20 იანვარი, 2025

უძღები ძე | ლუკა 9-19

16 დეკემბერი, 2024

რწმენის გმირები #3 – ნიკი კრუზი

2 დეკემბერი, 2024

იესოს ნათლობა | ლუკა 3-9

28 ნოემბერი, 2024

ლუკას სახარება – იესოს შობა (ნაწილი 1-ელი)

21 ნოემბერი, 2024

შალომ – მშვიდობა

30 ოქტომბერი, 2024

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები