ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ანალიტიკური სტატიები

როგორია ეკლესიის მომავალი მეტავერსის სამყაროში?

by ნატალია ჩიქოვანი 24 მაისი, 2022
24 მაისი, 2022 259 ნახვა

დიდი ხანი არაა, რაც მსოფლიო ინტერნეტის მეტავერსულ მომავალზე ალაპარაკდა. ერთი შეხედვით, ის ვირტუალური რეალობის (VR) დახვეწილი ვერსიაა, თუმცა იგი ამაზე ბევრად მეტია.

ამჟამინდელი VR-ისგან განსხვავებით, რომელსაც ძირითადად თამაშებისთვის იყენებენ, ამგვარი ვირტუალური სამყარო პრაქტიკულად ყველაფრისთვის გამოგადგებათ: სამსახურისთვის, თამაშისთვის, კონცერტებზე დასასწრებად, ანაც უბრალოდ სხვებთან ერთად დროის გასატარებლად.

ვირტუალური რეალობის ჩაფხუტის გაკეთების შემდეგ ხვდებით სამყაროში, სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ, გაერთოთ, სხვა ადამიანები გაიცნოთ, კონცერტს დაესწროთ, საყიდლებზე იაროთ და ბიზნესიც აწარმოოთ. ასევე შესაძლებელია, შეიძინოთ საკუთარი „მიწა“ მეტავერსში, სადაც სასურველი დაწესებულების გახსნას შეძლებთ. მეტავერსის ვიზიტორები კი თქვენი დაწესებულებით სარგებლობაში კრიპტოვალუტით გადაგიხდიან.

კომპიუტერის გამოყენების ნაცვლად, მეტავერსში შესასვლელად მხოლოდ VR სათვალე/ჩაფხუტი დაგჭირდებათ, შესულს კი ერთ სივრცეში დაგხვდებათ ერთმანეთთან დაკავშირებული ყველა ციფრული გარემო.

მეტავერსში 3D ავატარი, ანუ საკუთარი თავის ციფრული ვერსიაც გვეყოლება, რომლისთვისაც რაიმე ღონისძიებაზე წასასვლელად ახალი სამოსის ყიდვას მეტავერსში არსებულ მაღაზიაში შევძლებთ და რომელიც სხვა ავატარებთან ინტერაქციასაც მოახერხებს.

ცხადია, რომ როცა მეტავერსის განვითარებაზე ვსაუბრობთ, გვაინტერესებს, როგორი იქნება მასში ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფერო. ერთ-ერთი საინტერესო კითხვა კი გახლავთ, თუ როგორი იქნება ეკლესიის მომავალი ციფრულ სამყაროში.

ახალი გამოწვევები

პანდემიის პერიოდმა ეკლესია გამოწვევების წინაშე დააყენა. ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო მრევლის შეკრების ონლაინფორმატის ფორმირება. ფიზიკური დისტანციის საჭიროებამ ონლაინსწავლებებსა და ღვთისმსახურებებს ჩაუყარა საფუძველი. სოციალური ქსელები კარგი საშუალება აღმოჩნდა უამრავი მქადაგებლისთვის, რომ უფლის სიტყვა გაეზიარებინა უფრო ფარო საზოგადოებისთვის.

დღესდღეობით, უკვე ღიად საუბრობენ ეკლესიის მეტავერსულ ვერსიაზე. გასულ ზაფხულს, „რწმენის ვირტუალურ სამიტზე“, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიიდან ესწრებოდნენ წარმომადგენლები, „ფეისბუკის“ ოპერაციების მთავარმა დირექტორმა გააჟღერა შემდეგი სიტყვები: „მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც ეკლესიები ვირტუალურ სამყაროში დაიწყებენ თავიანთი მსახურების წარმართვას.“

პირველი მეტაეკლესია

ამერიკელი ხუცესი დ. ჯ. სოტო პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო მეტავერსში ქადაგება. თავდაპირველად, მისი მიზანი ფიზიკური ეკლესიების დაარსება იყო, თუმცა ახლა ერთ-ერთ ცნობილ ვირტუალურ ეკლესიას ხელმძღვანელობს მეტავერსში.

„ვირტუალური ეკლესია არის სულიერი ერთობა, რომელიც მეტავერსში ღმერთის განსადიდებლად არსებობს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკლესია ყოველ ჟამს, ყველგან და ყველასთვის უნდა არსებობდეს, მეტავერსშიც კი. როდესაც პირველად ვირტუალურ რეალობაში შევედით, გაოცებულნი ვიყავით. აქამდე მსგავსი არაფერი მენახა. პირველ მსახურებას ვირტუალურ სივრცეში 5 ადამიანი ესწრებოდა. ვირტუალური ეკლესია დღესაც აგრძელებს ზრდას. ხუთწლიანი შრომის განმავლობაში აღმოვაჩინეთ, რომ ეს მართლაც ძლიერი იარაღია უფლის სიტყვის გასავრცელებლად. ის ჩვენთანაა და გვიზიარებს თავის სიყვარულს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მეტავერსულ რეალობაშიც. ჩემს ეკლესიაში მე ავატარის სახით ვარ წარმოდგენილი; როდესაც ვირტუალური რეალობის მოწყობილობას ვირგებ, ის ასახავს ჩემს მოძრაობებს: თავის დახრას, ხელის აწევას… ვფიქრობ, ჩვენი ეკლესია უკვე წარმოადგენს 2030 წლის პერიოდს, როდესაც ეკლესიებისთვის სრულიად ნორმალური იქნება ვირტუალურ სამყაროში არსებობა.“ – აცხადებს ხუცესი.

ვირტუალური ეკლესიები სხვადასხვა მეტავერსში არსებობს, როგორებიცაა: VRChat, RecRoom, AltspaceVR, Facebook Horizons.

როგორც ჩანს, ვირტუალური სამყარო სოციალურ ქსელებზე გაჩერებას არ აპირებს. სავარაუდოდ, ის ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს მოცვას შეეცდება. მეტავერსი ზოგისათვის ინტერნეტის მომავლის მსაზღვრელია, ზოგის აზრით კი, მისი დახმარებით რეალური სამყაროსგან საბოლოოდ მოწყვეტა გვემუქრება. ასეა თუ ისე, მეტავერსი ჩვენი ცხოვრების მომავალი ათწლეულების გამოწვევაა და ნამდვილად უნდა დავფიქრდეთ, როგორი ცხოვრება გვინდა მომავალში. ერთი რამ ცხადია და პანდემიამაც დაგვანახვა, რომ ცოცხალ ურთიერთობათა გარეშე ადამიანები დეპრესიამდე მიდიან, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება უპირველესად რეალობაში, რადგან ნამდვილ ჩახუტებას ვერასდროს შეცვლის ვირტუალური და ვერც დახმარების ხელს გაუწვდის წაქცეულს ვინმე ვირტუალურად. ეცადეთ, ცხოვრების ყველა ასპექტით დატკბეთ, სანამ ჯერ კიდევ ყველაფერი რეალურია.


ამავე კატეგორიის

ქანაანის მიწა: ისტორიული მიმოხილვა

30 ოქტომბერი, 2023

ქალის როლი ბიბლიაში

10 აგვისტო, 2023

რატომ არ შეუძლია „ჩატჯიპიტის“ (ChatGPT) დიდებული ქადაგებების შექმნა?

11 ივლისი, 2023

პიეტიზმი: მისი ისტორიული მნიშვნელობა და გავლენა პროტესტანტიზმზე

7 ნოემბერი, 2022

დრო მდინარეა, ჩვენ კი კენჭები

27 სექტემბერი, 2022

ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

7 ივნისი, 2022

რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

21 თებერვალი, 2022

ტრაგედია თუ დანაშაული?

12 ოქტომბერი, 2021

ჩრდილოეთ კორეა – ქრისტიანთა მიწიერი ჯოჯოხეთი

9 თებერვალი, 2021

მაიკ პენსი: „მე შევასრულებ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე დადებულ...

8 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    მარტინ ლუთერის ყველაზე ცნობილი სიტყვები

    31 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები