ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ცნობილი ადამიანები

ბენ კარსონი – ნეიროქირურგი „ოქროს ხელებით“

by ნინო ხუროშვილი 30 ნოემბერი, 2020
30 ნოემბერი, 2020 1.6K ნახვა

ექიმი ბენ კარსონი, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია, როგორც ნეიროქირურგი, რომელსაც უნიკალური ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარებია და ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებები აუხდენია ადამიანთათვის.

ბენჯამინ სოლომონ კარსონი, ალბათ, ყველაზე ცნობილი ქრისტიანი ექიმია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან პრეზიდენტის თავისუფლების მედალი მიიღო 2008 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისგან.

ბენ კარსონი უმამოდ იზრდებოდა, სიღარიბეში. ცუდად სწავლობდა და ფიცხი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ დედას ყოველთვის სჯეროდა თავისი შვილის და უბიძგებდა იმ შესაძლებლობათა გამოყენებისკენ, რომლებიც მას თავად არასოდეს ჰქონია. დედა უწყობდა ხელს ბენის წარმოსახვის, ინტელექტის განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია, უნერგავდა ღმერთის მიერ მისთვის მიცემულ ნიჭთა რწმენას.

ბავშვობაში გაუჩნდა სურვილი და ოცნება იმისა, რომ ექიმი და მისიონერი გამხდარიყო. მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვა ღვთის რწმენა, რომელმაც მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა ექიმის საოცარი ნიჭის მეშვეობით.

ბენ კარსონმა მსოფლიოში პირველად ჩაატარა სიამის ტყუპების განცალკევების ოპერაცია, ტყუპებისა, რომლებიც თავებით იყვნენ ერთმანეთთან შეზრდილნი. ბენ კარსონის ცხოვრება და მიღწევანი იმითაც არის გასაოცარი, რომ ბავშვობაში მას გონებრივად ჩამორჩენილად მიიჩნევდნენ. აი, მისი ცხოვრების ისტორია:

ბენჯამინ კარსონი დაიბადა 1951 წლის 18 სექტემბერს მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში. ის მარტოხელა დედამ, სონია კარსონმა აღზარდა. დაწყებით სკოლაში ყველა საგანს კარგად ვერ სწავლობდა. ყველაზე ცუდი მოსწავლე იყო უმცროს კლასებში. დედა ვერაფრით ეხმარებოდა, რადგან წერა-კითხვა არ იცოდა, თუმცა თავის ვაჟებს გამუდმებით მოუწოდებდა, რომ დამოუკიდებლად აზროვნება ესწავლათ და დასახული მიზნის მიღწევისთვის ებრძოლათ. დედა მათ ეუბნებოდა, რომ ღმერთს თითოეული ადამიანისთვის დიდებული დანიშნულება აქვს და თუ ისინი ძალისხმევას გამოიჩენდნენ, ყველაფერი გამოუვიდოდათ.

საშუალო სკოლაში სწავლისას ბენმა ოცნება დაიწყო ექიმობაზე. მას შემდეგ ბეჯითად სწავლობდა და ბევრს კითხულობდა. უნდა ითქვას, რომ სწავლა ბენს ძალიან უჭირდა, რადგან ყურადღებით მოსმენა არ შეეძლო და თითქმის საერთოდ არ ჰქონდა წარმოსახვა განვითარებული. მიუხედავად ამისა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია სკოლის წარჩინებით დამთავრებაში.

სკოლის დამთავრების შემდეგ ბენმა იელის უნივერსიტეტში ჩააბარა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და დაამთავრა კიდეც. შემდეგ კი მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო განყოფილებაზე სწავლობდა.

ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ წარმოსახვა, რაც მისი სუსტი რგოლი იყო, მის ყველაზე ძლიერ რგოლად იქცა. მისი სამგანზომილებიანი აზროვნების უნარები, ასევე ხელების შესანიშნავი კოორდინაცია და მხედველობის სიზუსტე განმსაზღვრელი ფაქტორები იყო იმისათვის, რომ ბენი შესანიშნავი ქირურგი დამდგარიყო.

სამედიცინო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბენ კარსონმა დაიწყო პრაქტიკის გავლა ჯონ ჰოპკინსის საავადმყოფოში, ბალტიმორში, ხოლო შემდეგ, როცა უკვე ნეიროქირურგი გახდა, დაინტერესდა პედიატრიით. მას უფრო მეტად ის სურდა, რომ თავისი ძალები ბავშვებში მოესინჯა, ვიდრე ზრდასრულებში.

ასე გადავიდა ის ბავშვთა ნეიროქირურგიაში და წარმატებით ჩაატარა უამრავი ოპერაცია. 33 წლის ასაკში ის გახდა ბავშვთა პედიატრიული განყოფილების ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი. ბენ კარსონი იყო პირველი, ვინც მსოფლიოში სიამის ტყუპების განცალკევების ოპერაცია ჩაატარა 1987 წელს. ამ ოპერაციაში ჩართული იყო 70 ქირურგი ბენ კარსონის ხელმძღვანელობით. ოპერაცია 22 საათის განმავლობაში გაგრძელდა. დღეს ეს ტყუპები დამოუკიდებლად ცხოვრობენ.

თავისი მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში ბენ კარსონმა არაერთი ჯილდო მიიღო. მათ შორის, საპატიო 61-ე დოქტორის ხარისხი.

ბენ კარსონმა დაწერა რამდენიმე წიგნი, მათ შორის „ოქროს ხელები“, რომელიც ავტობიოგრაფიული წიგნია. ასევე სხვა წიგნებიც, სადაც ის გადმოგვცემს პირადი წარმატების ფილოსოფიის შესახებ, საუბრობს ღვთის რწმენასა და შრომისმოყვარეობაზე. ტელევიზიაში გამართულ დისკუსიებში რიჩარდ დოკინზთან, ფრენსის კოლინზსა და დანიელ დენეტ კარსონთან მან განაცხადა, რომ არ სწამს ევოლუციის.

2002 წელს ბენ კარსონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მან დროულად აღმოაჩინა. ის შემდეგაც წარმატებით მუშაობდა ნეიროქირურგიაში და მხოლოდ 2013 წელს დაასრულა თავისი მოღვაწეობა ამ სფეროში. ბენჯამინ კარსონს ჰყავს მეუღლე სენდი რასტინი, რომელიც მან იელის უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო 1975 წელს. მათ ჰყავთ სამი ვაჟი. სენდი შესანიშნავი მუსიკოსია. ისიც და ბენიც ქრისტიანები არიან, მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესიის წევრები.

ბენ კარსონის ცხოვრების შესახებ გადაღებულია ფილმი „ოქროს ხელები“ (“Gifted Hands”) რეჟისორ ტომას კარტერის მიერ.

ბენ კარსონის ბიოგრაფია ნამდვილად შთამაგონებელია. ჭეშმარიტად, ღმერთი „უმნიშვნელო“ ბავშვისგან დიდებულ ადამიანებს ზრდის!

წყარო: https://www.biography.com/political-figure/ben-carson


ამავე კატეგორიის

დევიდ უილკერსონი

11 მარტი, 2025

ნიკი კრუზი

5 მარტი, 2025

დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

31 ოქტომბერი, 2022

ფაიე ეჯერტონის თარგმნილი ახალი აღთქმა ნავაჰოს და აპაჩების...

30 ნოემბერი, 2021

ჰილდა უიტბელი − ბრიტანეთში მოღვაწე მონაზონი

22 ნოემბერი, 2021

ფრანცისკო ხავიერი − იეზუიტი მისიონერი ინდოეთსა და იაპონიაში

9 ნოემბერი, 2021

ასა მაჰანი − თავისი დროის პროგრესული განმანათლებელი

5 ნოემბერი, 2021

მარსილიუს პადუელი − დემოკრატიის მომხრე და პაპიზმის წინააღმდეგი

4 ნოემბერი, 2021

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი − ღვთისმეტყველი, რომელმაც ისლამს ქრისტიანობა...

1 ნოემბერი, 2021

ივან პროხანოვი − მოლოკნების მოძრაობის წარმომადგენელი რუსი რეფორმატორი

26 ოქტომბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები