ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რჩევები

კითხვები, რომლებიც ქრისტიანებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს ახალი წლის დასაწყისში

by ნინო ხუროშვილი 2 იანვარი, 2021
2 იანვარი, 2021 565 ნახვა

ერთხელ, როცა ღვთის ერმა დაუდევარი დამოკიდებულება გამოიჩინა უფლის მიმართ, უფალმა უსაყვედურა მათ წინასწარმეტყველ ანგიას მეშვეობით: „დაუკვირდით თქვენს საქციელს“ (ანგია 1:5). წინასწარმეტყველმა ებრაელებს მოუწოდა, დაფიქრებულიყვნენ იმის შესახებ, რაც მათ ცხოვრებაში ხდებოდა და შეეფასებინათ საკუთარი სულიერება ღვთის ნათქვამის სინათლეზე.

ღმერთის ყველაზე ერთგული ადამიანებისთვისაც აუცილებელია ის, რომ შეჩერდნენ და დაფიქრდნენ საკუთარი ცხოვრების მიმართულებაზე. ადვილია კვირიდან კვირამდე ისე ცხოვრება, რომ არც კი დავუფიქრდეთ, საით მივდივართ და საერთოდ, საით გვაქვს გეზი აღებული.

ახალი წლის დასაწყისი იდეალური დროა იმისათვის, რომ შევჩერდეთ, გავიაზროთ და გავიგოთ ეს ყოველივე. აი, რამდენიმე კითხვა, რომელიც ქრისტიანებმა უნდა დაუსვან თავიანთ თავს.

  1. რის გაკეთება შეგიძლიათ მომავალ წელს, რათა უფრო მეტი დრო გაატაროთ ღმერთთან?
  2. რომელია ყველაზე უჩვეულო და შეუძლებელი რამ, რის გაკეთებასაც სთხოვთ ღმერთს ამ წელს?
  3. რაში ხარჯავთ დროს უქმად და რას მოუხერხებთ ამას ახალი წლის განმავლობაში?
  4. ვისთვის ილოცებთ გულმხურვალედ ამ წელს?
  5. რას გააკეთებთ საკუთარი სულიერი და ოჯახური ცხოვრების გასაუმჯობესებლად წელს?
  6. რა არის ის ერთი რამ, რის გაკეთებასაც გეგმავთ ამ წელს და რასაც დიდი გავლენა ექნება მომავალზე?
  7. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც წელს უნდა მიიღოთ?
  8. რომელი ჩვევის გამომუშავება გსურთ ამ წელს ყველაზე მეტად?
  9. ბიბლიის გარდა, რომელი წიგნის წაკითხვა გინდათ ყველაზე მეტად ამ წელს?
  10. რას ნანობთ ყველაზე მეტად გასული წლიდან და როგორ შეცვლით ამას ახალ წელს?
  11. რის სწავლა გსურთ ყველაზე მეტად ამ წელს?
  12. თქვენი ცხოვრების რომელ სფეროში გჭირდებათ ცვლილებები ყველაზე მეტად?

მოდით, შევაფასოთ ჩვენი ცხოვრება, დავისახოთ მიზნები და შევიმუშაოთ გეგმები. ვიცხოვროთ წმინდა წერილის თანახმად და გვახსოვდეს:

ბეჯითის ზრახვანი მხოლოდ მატებისკენაა, ხოლო ყოველი დაუდევრისა − კლებისკენ.
იგავები 21:5

გვახსოვდეს ისიც, რომ ყველაფერში დამოკიდებულნი ვართ ჩვენს უფალზე, რომელმაც თქვა:

ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ.
იოანეს სახარება 15:5


ამავე კატეგორიის

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი და წარმატებული პიროვნება

18 მაისი, 2021

ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

18 მაისი, 2021

როგორ გავიგოთ ჩვენი შვილის ქცევის მიზეზი

17 მაისი, 2021

მოუსმინე პირველმა, უბრალოდ მოუსმინე!

12 მაისი, 2021

ქორწინება – ბედნიერების მიღწევის პროცესი თუ თვითსრულყოფისკენ მიმავალი...

16 აპრილი, 2021

უნდა გაექცეს თუ არა ქრისტიანი მომაკვდინებელ ეპიდემიას?

14 აპრილი, 2021

როგორ დავძლიოთ შიში?

12 იანვარი, 2021

უმადურობა

12 იანვარი, 2021

წარმატების შესახებ ტყუილის 8 მაგალითი, რომლებიც სჯერათ ქრისტიანებს

12 იანვარი, 2021

როგორ მოვუგოთ ომი საკუთარ გონებას?

12 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები