ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რჩევები

რა ემახსოვრებათ შვილებს თქვენ შესახებ მოზრდილობის დროს?

by ნატალია ჩიქოვანი 4 იანვარი, 2021
4 იანვარი, 2021 258 ნახვა

ბავშვობის დროინდელი მოგონებები უმნიშვნელოვანესია, ზოგიერთი მათგანი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს მეხსიერებაში. შეიძლება ჩვენთვის, მშობლებისთვის კონკრეტული ქმედებები არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ბავშვისთვის ეს იქცეს ერთ-ერთ ნათელ წერტილად მის ცხოვრებაში. აი, რას გაიხსენებენ ჩვენი შვილები ჩვენ შესახებ, როდესაც გაიზრდებიან:

დროს, რომელსაც მათთან ერთად ატარებდით

როდესაც გაიზრდებიან, ძნელად ემახსოვრებათ ყველა სათამაშო, რომელიც დაბადების დღეებზე აჩუქეთ, ან ნაყინის რაოდენობა, რაც კი მთელი ბავშვობის დროს გიყიდიათ. მოვლენები აახლოებს ოჯახის წევრებს ერთმანეთთან და არა ნივთები. ამიტომ მეხსიერებაში რჩება ერთად გატარებული დრო, გასეირნება პარკში, ერთად ნანახი სპექტაკლის ფრაგმენტი, თამაში, რომელიც მათთან ერთად გითამაშიათ, კაფეში ერთად მირთმეული ნაყინი, თქვენი გამომცხვარი ნამცხვრის სუნი… ალბათ, შენიშნეთ, რომ ყველა ამ მოქმედებაში მთავარი თქვენ ხართ. ბავშვისთვის ნებისმიერი ქმედება, რომელსაც თქვენთან ერთად ასრულებს, არის სასიამოვნო, რადგან მას აქვს მშობლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება.

მომენტები, როდესაც გვერდზე დებდით ტელეფონს

გამუდმებით ვცდილობთ ბავშვის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირებას, ფაქტობრივად არ ვუშვებთ ხელიდან ტელეფონს. მაგრამ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მოვლენის „ნივთმტკიცებულებები”, არამედ თქვენი მისდამი ყურადღება.

ბავშვებმა იციან, რომ ჩვენ გვიყვარს ისინი, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ვთიშავთ კომპიუტერს და გვერდზე ვდებთ ტელეფონს, ისინი გრძნობენ მზრუნველობას. საუკეთესო „ფოტო” ზოგჯერ შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთან ერთად გატარებული მომენტი, რომელიც აღიბეჭდება არა თქვენი ტელეფონის, არამედ თქვენი შვილის მეხსიერებაში.

თქვენი შექება

როდესაც ფრაზა “მე შენ მიყვარხარ” ბავშვს ძალიან ხშირად ესმის, ის თითქოს „ცვდება” და კარგავს თავის მნიშვნელობას. მაგრამ არსებობს სხვა ფრაზებიც და არ დაივიწყოთ მათი არსებობა, მაგალითად: “ვამაყობ შენით”, ” ჩვენი ოჯახი უკეთესია შენი წყალობით”, “საუკეთესო მეგობარი ხარ.” ყველა ეს ფრაზა პატარა ასაკიდან უმუშავებს ბავშვს ინდივიდუალობას და თავისი თავის პატივისცემას.

როგორ პოულობთ რთული სიტუაციიდან გამოსავალს

თქვენ ხართ ადამიანი, რომლისგანაც თქვენი შვილი მაგალითს იღებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს რთულ სიტუაციებში. მძიმე სიტუაციებში, მაგალითად, ოჯახის წევრის ავადმყოფობის დროს, მნიშვნელოვანია საჭირო სიტყვების მოძებნა, რათა ბავშვმა დაცულად იგრძნოს თავი და არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა. იყავით მისთვის სიმშვიდისა და რწმენის მაგალითი, ასეთი მომენტები ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავია ბავშვის მეხსიერებაში.

დრო, როდესაც არ იყავით მის გვერდით

ბავშვები რთულად იტანენ მომენტებს, როდესაც მშობლის თანაგრძნობა სჭირდებათ, ისინი კი არ არიან მათ გვერდით. მეორე მხრივ, ასეთი გამოცდილება ხშირად დადებით ეფექტს იძლევა. პრობლემის დამოუკიდებელი გადალახვა პიროვნულად ზრდის ბავშვს და ასწავლის მას დამოუკიდებლობას, თუმცა ბალანსი ყველაფერში საჭიროა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ ჩვენი იმედი აქვთ სირთულეებისას და საჭიროა ვიყოთ ყურადღებიანები, რათა არ გამოგვრჩეს ასეთი მომენტები ჩვენი შვილების ცხოვრებაში.

როგორ ექცევით უფროსებს და ერთმანეთს

ბავშვები ყოველთვის იღებენ მაგალითს მშობლებისაგან და თუ თქვენ ვინმეზე ზურგს უკან ლაპარაკობთ, ან ცუდად ექცევით მოხუცებულს, ისინიც ზუსტად ასე მოიქცევიან, რადგან ეს ეგონებათ ნორმა. ბავშვების თანდასწრებით გამოავლინეთ სითბო და მზრუნველობა მეუღლის მიმართ, რადგან ბავშვისთვის სწორედ თქვენი ურთიერთობები წარმოადგენს მოდელს, რის მიხედვითაც ის იხელმძღვანელებს თავის ცხოვრებაში. იყავით ყურადღებიანი მშობლების მისამართით, რადგან ბავშვებისთვის თქვენი დამოკიდებულება თქვენს მშობლებთან ერთგვარი „დირექტივაა”, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მათ თქვენთან მომავალში.

თქვენი ქცევა სტრესულ სიტუაციებში

ცხოვრება რთულია და თქვენი შვილები სტრესულ სიტუაციებში ისევე იქცევიან, როგორც თქვენ. მაშინ, როდესაც სასკოლო პროექტი ან სადილი არ არის მზად და თქვენ არაადეკვატურად იქცევით… თუ სტრესს მისცემთ უფლებას – გაგტეხოთ, მაშინ, როდესაც თქვენი ბავშვები გაიზრდებიან, ასევე აღმოჩნდებიან მოუმზადებლები ცხოვრებისათვის, ისინი გაიხსენებენ, როგორ იქცეოდით თქვენ მსგავს სიტუაციებში და ამით იხელმძღვანელებენ. გარდა იმისა, რომ გაუძნელდებათ წინააღმდეგობების გადალახვა, მათ ეცოდინებათ, რომ პრობლემების დროს თქვენი იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

P.S. ხშირად მშობლები არ ვფიქრობთ იმაზე, რა იქნება ხუთი, ათი, თხუთმეტი წლის შემდგომ, ხშირად დინებას მივყვებით და სპონტანურად ვმართავთ ჩვენს ურთიერთობებს შვილებთან. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი ფიქრობდეს იმაზე, რა ემახსოვრებათ ჩვენს შვილებს ჩვენ შესახებ, როცა გაიზრდებიან. ის, რომ მათთვის არ გვეცალა, ვეჩხუბებოდით, გამუდმებით ვსაყვედურობდით, არ ვიყავით მათთან რთულ სიტუაციებში, თუ… ეს ჩვენზეა დამოკიდებული.

წყარო: https://www.mshoblebi.ge


ამავე კატეგორიის

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი და წარმატებული პიროვნება

18 მაისი, 2021

ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

18 მაისი, 2021

როგორ გავიგოთ ჩვენი შვილის ქცევის მიზეზი

17 მაისი, 2021

მოუსმინე პირველმა, უბრალოდ მოუსმინე!

12 მაისი, 2021

ქორწინება – ბედნიერების მიღწევის პროცესი თუ თვითსრულყოფისკენ მიმავალი...

16 აპრილი, 2021

უნდა გაექცეს თუ არა ქრისტიანი მომაკვდინებელ ეპიდემიას?

14 აპრილი, 2021

როგორ დავძლიოთ შიში?

12 იანვარი, 2021

უმადურობა

12 იანვარი, 2021

წარმატების შესახებ ტყუილის 8 მაგალითი, რომლებიც სჯერათ ქრისტიანებს

12 იანვარი, 2021

როგორ მოვუგოთ ომი საკუთარ გონებას?

12 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 2

    რა განსხვავებაა ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის?

    8 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები მოთმინების შესახებ

    18 ნოემბერი, 2020
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ასტროლოგია და ქრისტიანობა

    1 თებერვალი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები