შიში გამოწვეულია იმ საფრთხეთა საფუძველზე, რომელსაც ხშირად განვიცდით ცხოვრებაში. ეს ჩვეულებრივი პასუხია ადამიანისგან მოსალოდნელი საფრთხის მიმართ. ადამიანთა უმრავლესობას ფრენის შიში აქვს. ერთხელ თვითმფრინავში ვიყავი, რომელიც ტუკსონიდან მოფრინავდა. აფრენის მომენტში ძრავი აფეთქდა, თუმცა მადლიერი ვარ, რომ ეს ერთხელ მოხდა ჩემს ცხოვრებაში.
მღელვარება არის გრძნობა, რომელიც გვეუბნება, თითქოს რაღაც ვერ არის კარგად ჩვენ გარშემო, რაიმე ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ეს ქვეცნობიერიდან მოდის, ამ მომენტში ადამიანები იწყებენ ექიმთან ან ფსიქოლოგთან ვიზიტს.
არსებობს განსხვავება შიშსა და მღელვარებას შორის, ღმერთი გვაჩვენებს ორ გამოსავალს მათ დასაძლევად, ეს კი ტიმოთეს მიმართ მე-2 წერილის 1:7-შია გადმოცემული. მოციქული პავლე იმოწაფებს ტიმოთეს. ტიმოთე მისი მსახურების განმავლობაში ხშირად განიცდიდა შიშს და ეს გასაკვირი არაა იმ პერიოდისთვის, როდესაც ის მოღვაწეობდა.
პავლე ტიმოთეს სწერს:
რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
მოდით, განვიხილოთ ეს სამი სიტყვა.
ძალა
სიტყვა „ძალა“ მოდის ბერძნული სიტყვიდან „dunamis“, რომელიც ითარგმნება, როგორც დინამიტი. ეს არის მოქმედი და უძლეველი სიძლიერე.
შენ გყავს სულიწმიდა, გყავს ღმერთი, რომელიც გეხმარება, დაძლიო შიში, სიმხდალე და იყო გამარჯვებული.
სიყვარული
სიყვარული, რომელზეც პავლე საუბრობს, არის გრძნობა, რომელიც მოგვიწოდებს სხვების მიმართ კეთილგანწყობისკენ. სიყვარული თავისას არ ეძიებს და სხვებზე მზრუნველია.
თავშეკავება
და ბოლოს თავშეკავება, ეს არის თვითკონტროლის უნარი არა მხოლოდ ფიქრებზე, არამედ ქცევებზეც.
შესაბამისად, ღმერთი გვაძლევს სამ კომპონენტს ‒ დინამიტის ძალას, კეთილგანწყობას სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ და თვითკონტროლს, რათა დავძლიოთ შიში და მღელვარება.
ავტორი: რენდი კარსონი